შემოდგომის ბრალია
08.09.2017, 21:47
შემოდგომაა,
მაინც დადგა,
ყველამ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და მაინც გვქონდა რაღაც კარგის იმედი,
შემოდგომა ზედმეტად სევდის ფერია,
არც ერთი შემოდგომა არ ყოფილა ფერადი ჩემს ცხოვრებაში,
ყოველთვის ტკივილი უფრო მეტი მოაქვს ვიდრე ბედნიერება,
ცოტათი მეშინოდა ამ სეზონის, რადგან ყოველთვის ვკარგავ, რაღაც ძვირფასს.
ისე, არც ვიცი რას ველი მისგან,
წელს არ მეშინია,
აზრი არ აქვს და იმიტომ,
აღარც დასაკარგი მყავს ვინმე,
ყველა წავიდა,
მარტო დავრჩი,
დავცარიელდი,
აღარავინ დარჩა ვინც გამიგებს და ამიტანს,
არც მიკვირს,
რთული ვარ,
ზედმეტად რთული იმისთვის, რომ გამიგონ,
„არც ტანსაცმელზე დიდხანს გაუძლია ვინმეს ჩემი ხასიათისთვის“...
მახსენდება და მერე ყველასი მესმის ვინც მტოვებს,
არც ზაფხული ყოფილა ბედნიერი,
არც შემოდგომა იქნება ფერადი,
აღარც ზამთარი იქნება წინა წლის მსგავსად თბილი
და გაზაფხულსაც აღარ დაველოდები,
აზრი არ ექნება და იმიტომ,
ცოტათი ეგოისტური რაღაც მჭირს,
სიგიჟემდე მიხარია, რომ მალე ხეებიც დაცარიელდებიან და მათგან აღარაფერი დარჩება,
ვიღაც კიდევ იქნება ამ პლანეტაზე ჩემზე მეტად ცარიელი
და ჩემზე უფრო მარტო,
ალბათ ასე ფიქრიც საშინელებაა, მაგრამ მეფიქრება,
შემოდგომის ბრალია ჩემი ასეთი ხასიათი და ის, რომ არაფერი აღარ არის კარგად,
ვფიქრობ და ალბათ ხეებსაც სტკივათ თითოეული დაკარგული ფოთოლი,
თითოეული ფერი, რომელიც მათგან პეპლების მსგავსად მიფრინავს,
ჰო აი ასე დაფარფატებენ ფერადი ფოთლები პეპლების მსგავსად, ტოვებენ ხეებს და იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც გვტოვებენ არ ფიქრობენ როგორ სტკივათ ხეებს ეს დატოვება.
შეიძლება ფოთლებსაც სტკივათ,
და ადამიანებსაც რომლებიც მიდიან,
მაგრამ ისინი ვერასდროს მიხვდებიან რას ნიშნავს შეხვდე ისედაც ცივ ზამთარს გაყინული და დამსხვრეული,
ყოველი ადამიანის წასვლის შემდეგ ვიმსხვრევით,
მერე ვიღაცები მოდიან და ნელ-ნელა ვაგროვებთ ნამსხვრევებს,
თუმცა ყოველი ადამიანის წასვლის შემდეგ ერთ ნამსხვრევს ვკარგავთ და ვეღარ ვპოულობთ,
საბოლოოდ კი ზედმეტად ვცარიელდებით,
აი ასე ყოველ შემოდგომაზე მიფრინავენ ფოთლები და ადამიანები პეპლების მსგავსად და ვერ ხვდებიან როგორ გვტკენენ,
ჩვენ კი ვხვდებით რომ ყველაფერი მაინც ღირდა ცდად და ველოდებით გაზაფხულს.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: aanuca3
ნანახია: 890 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar