შემოდგომის გარყვნილი ქარი
27.10.2020, 11:50
შემოდგომაა... შემოდგომა... ჩემსავით სასოწარკვეთილი...
მეგობარმა მიმატოვა... უსიტყვოდ წავიდა... მას შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული რომ წერა დავიწყე. ავიღე ძველი დღიური, რომლის არსებობა დავიწყებული მქონდა, გადავწმინდე მტვერი და... ვწერ ყველაზე და ყველაფერზე... უმეტესად ჩემს ტკივიკზე, იმიტომ არა რო ამის ხაზგასმა მინდა არა! უბრალოდ მინდა დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებული დარდი ჩავტიო. მეორე დღე, დილით, როცა ცა მთლიანად გალურჯებულია გუშინდელ ჩანაწერს ვკითხულობ და ვცდილობ წამი შევაჩერო. ახლა შემოდგომაა, მაგრამ არ წვიმს, უცნაურია არა? მე მოუთმენლად ველოდები წელიწადის ამდროს, როცა ხეებს უკანასკნელი ფოთოლი გასცვივა და ეზოში გამოსული ბავშვები წითელ-ყვითელი ფოთლების გროვაში დაიწყებენ თამაშსს. ოჰ, ამის ყურებას ვერცერთი ფილმი შეედრება. დგახარ ფანჯარასთან, წრუპავ ყავას და აკვირდები მხიარულად მოთამაშე პატარებს... და ფიქრობ... ერთ დროს შენშიც იყო დაუშრეტელი ენერგია. ახლა.. ჯანდაბა ვერ ვიტან სენტიმენტალურ ადამიანებს, შემოდგომით კი სწორედ მათ ვემსგავსები. ვითვლი ოთახში არსებულ საგნებს მანადე სანამ შვიდი საათი არ გახდება, ეს ის დროა, როცა გახუნებულ ქურთუკს ვიცვამ და ქუჩაში გავდივარ "არავისთან" შესახვედრად. ფლეი ლისტში Michael Ortega - It's hard to say goodbay ვუსმენ და ვცდილობ მელოდიას ნაბიჯები ავუყოლო. მივდივარ თავჩაღუნილი, ხალხის სახეები, რომ არ დავინახო, ზუსტად ვიცი ჩემი თავის ამბავი მათ ნეგატიურ გამომეტყველებას სარკესავით ავირეკლავ. არა და არა! წვიმაც მეწინაღმდეგებაა. ღმერთო, თუ არსებობ და ახლა ჩემი გესმის, გთხოვ მხოლოდ ერთხელ წვიმიანი ამინდი გამითენე. მცივა.. ცხვირი საყვარელი მულტფილმის გმირ ბურატინოსავით ამიწითლებია და ხელებიც მიკანკალებს... მავნე ჩვევებს უმისამართოდ სიარულიც შეემატა... თავში ათასი ფიქრი ერთმანეთის მიყოლებით ტრიალებს... შემოდგომაა... შემოგომა... ჩემსავით სასოწარკვეთილი შემოდგომა...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: salomeferiashvili
ნანახია: 70 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
1
1
სალომე, ძალიან მომეწონა❤️❤️ მეც სულ შემოდგომაზე ვწერ და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს წელიწადის ამ დროსთან. სულ ვამბობ ხოლმე ჩემი სულის სეზონია და ჩემს განცდებს ყველაზე კარგად შემოდგომა გრძნობსთქო❤️❤️ გამახარა ამ ჩანახატის ნახვამ, ამ დილით ღრუბლიან შემოდგომის დღეს, ფინჯან ყავასთან ერთად ძალიან ვისიამოვნე.❤️
უბრალოდ სანამ დადებ ხოლმე გრამატიკულ შეცდომებს გადახედე, სხვა ყველაფერი შესანიშნავი❤️
მწერალი.ქომი გისურვებთ წარმატებებს❤️ ველი შენს მომდევნო ჩანახატს
avatar
0 Spam
2
გმადლობთ
avatar