შემოდგომის ქარი (ოდნავ შესწორებული)
29.07.2018, 22:03
-თითქოს გუშინ უფრო,თბილოდა.მზეც მცხუნვარედ დამნათებდა თავს.აღარც უწინდელი,სასიამოვნო ნიავი,მიქროლს.ჩიტებიც უფრო ახლოს მოდიოდნენ ჩემთან.თავიანთი,ჟღერადი ხმებით,მიგალობდნენ.ახლაკი არსად ჩანან.ხეო შენ მაინც გამეცი ხმა.რატომ დუმხარ?აბა ერთი ავფრიალდე,იქნებ გაგეხიცინოს.არა. გიმღერებდი,მაგრამ ხასიათი დამეკარგა.ძალიან ვნერვიულო,თვეებია რაც ერთმანეთი გავიცანით.ყოველდღევ ვსაუბრობდით,გაუთავებლად,მაგრამ დღეს ხმას არ მცემ.ნეტავ რა გაწყენინე?ვის ვკითხო?იქნებ ვინმემ იცოდეს,რა დაგემართა ანდაც საერთოდ,რატომ ცივა დღეს.ფოთლებს ვკითხავდი,მაგრამ მათი არ მესმის.თითქოს ჩემი ესმით,მაგრამ მე მათი არა მესმის რა.ძალიან მოვიწყინე.გუშინდელი დღე მენატრება.აღარც ჩიტები მოდიან ჩემთან.ხეო შენ დააფრთხე ისინი ხო?უეჭველად შენ დააფრთხე.არმოგწონდა,როცა გინისკარტებდნენ.უეჭველად შენი ბრალია,რომ აღარ მოფრინავენ.იცი,რომ გაგიბრაზდები და მაგიტომაც დუმხარ.ადრე თუ გვიან ხომ მაინც გამცემ პასუხს.ყველაფრისთვის გაზღვევინებ.რაკი დღეს არ გსურს ჩემთან საუბარი დავიძინებ,ეს დღე ძალზედ მოსაწყენი გამოდგა.ვიმედოვნებ გამთენიისას ყველაფერი გუშინდელი დღესავით თბილი იქნება და ჩიტებიც მოვლენ ჩემს სანახავად.შენზე კი გაბრაზებული ვარ მოხუცო ხეო,მაგრამ მაინც ღამე მშვიდობისა,ნაოჭიანო,იმედი მაქვს ჩიტების ნისკარტების,ბაკუნი გაგაღვიძებს.

მეორე დღეს

-ეს რა ხდება?მზე როგორ გაწითლებულა.თითქოს ძალა დაკარგა და ვეღარ მათბობს.მზეო შენც გაბრაზებული ხომ არ ხარ ვინმეზე?მეგონა ჩიტების გალობა გამაღვიძებდა,მაგრამ ვცდებოდი.ყვავები დამჩხავიან თავს.არ მიყვარს ყვავები,მათ ყოველთვის ცუდი ამბები მოაქვთ,მაგრამ არც ყვავს გავუღვიძებივარ,ცუდმა სიზმარმა გამაღვიძა.ეს რა სიზმარი იყო.თითქოს ჰაერში დავფრინავდი და ხეებიდან დაუნდობლად ვგლეჯდი ფოთლებს.საწყალი ფოთლები.ვუამბობდი ჩემს სიზმარს,მაგრამ მათ ჩემი არ ესმით.იქნებ,რომც ესმოდეთ არ ღირს მოყოლა.შეშინდებიან.ცოტა არ იყოს მეც შევშინდი.მოხუცო გაიღვიძე უნდა მოგიყვე.ესეთი საშინელი სიზმარი,არასდროს მინახავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს,მართლა მე ვგლეჯდი ფოთლებს.არა,არა.უბრალოდ სიზმარი იყო.ბებერო მაინც არ აპირებ,გამცე ხმა ხო? ფოთლები.ფოთლები სად წავიდნენ.რა დაგემართათ?ბებერო გაიღვიძე გეხვეწები,მგონი სიზმარი ცხადი იყო.ფოთლები განახევრდნენ.უწინდელივით ბევრნი აღარ არიან.ჩიტებს დავეკითხებოდი,თუ რა შეემთხვათ ფოთლებს,მაგრამ ისინი კვლავინდებურად არ ჩანან.შეიძლება ესეც სიზმარია და მძინავს.სჯობს თვალები დავხუჭო და ხელახლა ძილს მივეცე.იქნებ,რომ გავიღვიძებ ყველაფერი უწინდებურად თავის ადგილს დაუბრუნდეს.

სიზმარია თუ ცხადი?

ეს სად ვარ?ისევ ისე დავფრინავ,როგორც წინათ სიზმარში.უეჭველად სიზმარია.აუცილებლად უნდა გავიღვიძო. და როგორ ? თვალებს დავხუჭავ,შემდეგ ხუთამდე დავითვლი და აუცილებლად გავიღვიძებ.ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი.არა ისევ დავფრინავ არაფერი გამოდის.როგორც ჩანს სიზმარში ჩავრჩი.უწინდებურად ფოთლებს აღარ ვგლიჯავ.ამჯერად ცაში დავფრინავ და ხეებს გადმოვყურებ.ცოტა არ იყოს და სასიამოვნოა ცაში ფრენა.თანაც რალამაზად ჩანან ხეები ზემოდა.გაღვიძება თუ არა,იქნებ სიზმრის მართვა შევძლო?ამჯერად თვალებს დავხუჭავ და სამამდე დავითვლი.ერთი,ორი,სამი.ურაა.ყველაფერი გამომივიდა.ჩემს გემოზე დავფრინავ.რაკაი შეგრძნებაა როცა ფრენა შეგიძლია.ეს ადგილი მეცნობა.ნამდვილად! აქ ხომ,ჩემი მეგობარი,მოხუცი ხე ცხოვრობს.უნდა მოვძებნო.მართალია არ მელაპარაკება,მაგრამ იქნებ სიზმარში მაინც გამცეს ხმა.თანაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჩემი მეგობარია ეგ,ნაოჭიანი.სადღაც აქ უნდა იყოს.მგონი გხედავ.კი მოხუცი უნდა იყოს.ახლოს მივფრინდები.მართალივარ სწორედ ისაა.კი,კი გიცანი შენ ხარ.აი ის ტოტიც სადაც,ჩიტები ჯდებოდნენ ჩემს სანახავად.ამ ტოტს რა დამავიწყებს.ტოტის ბოლოში ვინ არის?არა,ეს ხომ მე ვარ.რა ხდება რატომ ვარ ყვითელი.ხეო გაიღვიძე.მიშველე.დამეხმარე გაღვიძებაში.მეშინია,მოხუცო ხეო მიშველეე...
-შემოდგომის ქარმა დაუბერა ხეს,მაგრამ ამაოდ,იგი უწინდებურად განაგრძობდა დუმილს.ქარს კი თავისი თავი ყვითელი ფოთოლი გონია,რომელიც სიზმარშია,მაგრამ ცდება.ფოთოლმა წინა ღამით დალია სული.სული,რომელიც შემოდგომის ქარად იქცა.ქარად,რომელსაც ყველაფერი ახსოვს,მაგრამ ვერ გაუგია,სიზმარია,თუ ცხადი???

ავტორი:უბრალოდ ნიკა )) ... არ ვიცი რატომ,მაგრამ თავად ვერ ვეშვები და რამოდენიმეჯერ წაკითხვის სურვილი მიჩნდება...ყოველ წაკითხვაზე ახალი,შინაარსი გამომაქვს...თავად განსაჯეთ )) და ოდნავ დამინდეთ....მე ხომ ახალბედავარ )) ჯერ კიდევ უცოდინარი...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 265 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar