შემოდგომის მოგონებები
29.07.2018, 02:30
შემოდგომის მოგონებები

-თითქოს ,გუშინ უფრო თბილოდა.მზეც მცხუნვარედ დამნათებდა.ჩემთვის სასიამოვნო,თბილი ნიავი ქროდა.ჩიტებიც,უფრო ახლოს მოდიოდნენ ჩემთან. თანაც რამდენი?ხეც უფრო ხშირად მესაუბრებოდა,ახლა კი, არც კი მპასუხობს.გუშინს მერე,ხმა საერთოდ არ ამოუღია.რა არ ვეცადე!?ვუმღერე კიდეც,ავფრიალდი,იქნებ შეეხიცინოსთქო, მაგრამ ამაოდ.ძალიან ვნერვიულობ.თვეებია რაც ერთმანეთი გავიცანით.ყოველ დღე ვესაუბრებოდით ერთმანეთს.ცოტა არ იყოს და უცნაურია.იქნებ ვაწყენინე რამე?ნეტავ ვის ვკითხო?თვითონ ხომ ხმასაც არ იღებს.არც კი ექანება,ჯიუტი.იმედია მაქვს,ჩიტები მაინც მოვლენ ჩემთან სალაპარაკოდ. ნეტავ რა საინტერესოა,ფოთლების ლაპარაკი რატომ არ მესმის?არადა,ვხედავ თუ როგორ ქანაობენ,ტოტებზე.ჩემსავით მოუსვენარნი არიან ალბად.სამწუხაროა,არა და რა ბევრნი არიან.ხანდახან ვფიქრობ,რომ ჩემთან საუბარს ცდილობენ,მაგრამ არაფერი გამოსდით.თითქოს მე არ მესმის მათ,ან მათ ჩემი.ძალიან მოვიწყინე,გუშინდელი დღე მენატრება. დღევანდელს სჯობდა.ჩიტების ჭიკჭიკი და გალობა მესმოდა,ეხლა კი,ქა იქ ყვავის ჩხავილს თუ მოვკრავ ყურს.უკვე ბნელდება მზეც ჩადის.ხე ჯერ კიდევ,არ მესაუბრება.ნეტავ რა დავუშავე?არადა წინათ,ისეთ საოცარ ისტორიებს მიყვებოდა.აი მზეც თითქმის ჩავიდა,არც ჩიტები გამოჩდნენ. მოვიწყინე.ყველაფერი ბებერი ხის ბრალია.ალბად მან შეაშინა ჩიტები.მის გამო არ ჩანან.უეჭველად დააფრთხო ისინი.თუ კი მართლაც ასეა არც მე გავცემ ხმას.საძაგელი ეგ.იცის,რომ გავუბრაზდები,ალბად ეგ არის მიზეზი დუმილისა.ოხ შენ ვერაგო.სადამდის გააგრძელებს დუმილს.ადრე თუ გვიან ხომ მაინც,გამცემს პასუხს.დამაცადე ყველაფრისთვის გაზღვევინებ. დავიღალე,ჩიტების და ხის ლოდინში,ამასობაში მთვარეც ამოსულა.სჯობს დავისვენო.ღამეც კი უწინდელზე ცივია.დავისვენებ,გამოვიძინებ და იმედია გამთენისას ყველაფერი,გუშინდელი დღესავით იქნება.ვიმედოვნებ ჩიტების გალობა გამაღვიძებს.შენზე გაბრაზებული ვარ,მაგრამ მაინც ღამე მშვიდობისა,ბებერო,ნაოჭიანო ხეო.

მეორე დილა
-ეს რა არის.მზე,როგორ გაწითლებულა.ნეტავ ისიც ნაწყენია ვინმეზე?მეგონა,ჩიტების გალობა გამაღვიძებდა,მაგრამ ამაოდ.სიზმარმა გამაღვიძა. თანაც რანაირმა.ასეთი საშინელი სიზმარი,ჯერ არ მინახავს.თითქოს ჰაერში დავფრინავდი და ხეებიდან ფოთლებს ვგლეჯდი.ჯობია,ფოთლებს არ ვუამბო,თორემ შეშინდებიან,ცოტა არ იყოს მეც შემეშინდა.ვერ გამიგია რა ხდება.ჩიტები კვლავ არ ჩანან.ეს ოხერი,ხეც კვლავინდებურად დუმს. როგორც ჩანს არ აპირებს ხმის ამოღებას.მეჩვენება თუ მართლა ასეა?იმედია ვცდები.ხეო გაიღვიძე მგონი ჩემი სიზმარი ცხადია.გაიღვიძე მეთქი.ფოთლები სად წავიდნენ?გუშინ უფრო მეტნი იყვნენ,დღეს კი განახევრდნენ.ხეოო,გემუდარები ხმა გამეცი.კი,მაგრამ რა ხდება.რატომ არაფერი მახსოვს,მსგავსი არაფერი,არასდროს გადამხდენია თავს.ვიცი,რომ ჯერ არც თუ დიდიხანი,გავიდა რაც თვალები გავახილე.მხოლოდ სითბო მახსოვს.ჩიტებიც მახსოვს.ხე ეს,ბებერი.ამას რა დამავიწყებს ყოველ დღე მიყვებოდა,თუ რამდენი,რამ უნახავს მას.ფოთლები?ისინი სად წავიდნენ? რატომ დარჩნენ ასე ცოტანი?შევეკითხებოდი ერთმანეთის,რომ გვესმოდეს. ახალი გაღვიძებული ვარ,მაგრამ სჯობს თვალები დავხუჭო და ცოტახნით დავისვენო.იქნებ,რომ გავიღვიძებ ყველაფერი უწინდებურად შეიცვალოს.

სიზმარია თუ ცხადი

ეს სად ვარ?ნუთუ სიზმარში ვარ. ისევ ისე დავფრინავს.უნდა გავიღვიძო.ეს სიზმარია.და როგორ? იქნებ თვალები დავხუჭო,სამამდე დავითვალო და სიზმარიც გაქრება.ერთი,ორი,სამი.არ გამოდის.როგორც ჩანს სიზმარში ჩავრჩი.წინა სიზმართან განსხვავებით ხეებს ზემოდან გადმოვყურებ და ფოთლებსაც არ ვგლეჯ.ცოტა არ იყოს და სასიამოვნოა,ზეცაში ფრენა. იქნებ,სიზმარი მე ვმართო?მინდა,რომ ჩემს გემოზე ვიფრინო.კიდევ დავითვლი სამამდე იქნებ გამომივიდეს?ერთი,ოერი და სამი. ურაა...როგორც იქნა.მე დავფრინავ.ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარია,თუ ცხადი.მე მაინც სიზმარი მგონია.რა ნაცნობი ადგილია.აქ სადღაც,ჩემი მეგობარი ხე უნდა ცხოვრობდეს.უკვე ორი დღეა არ მელაპარაკება,მაგრამ მაინც უწინდებურად ჩემი მეგობარია.იქნებ მოვძებნო,თანაც ზემოდან ყველაფერი ნათლად სჩანს.უნდა მოვძებნო სანამ,გავიღვიძებ,იქნებ სიზმარში მაინც დამელაპარაკოს ეგ ბებერი.აი ისიც.გხედავ შენ ბებერო.აბა ერთი მივუახლოვდე,ხომ მართლაც ისაა?ახლოდან შევხედო.კი,კი შენ ხარ,გიცანი.ეს ხომ ის ტოტია სადაც ჩიტები ჯდებოდნენ?კი ეგარის მაგას რა დამავიწყებს,ეს,ეს ხომ მე ვარ,ტოტის ბოლოში.რა ხდება,რატომ ვარ ყვითელი?ხეო გაიღვიძე,მიშველე.დამეხმარე გავიღვიძო.ხეოოო...
-შემოდგომის ქარმა დაუბერა ხესს, მაგრამ ამაოდ.ხე ძველებურად განაგრძობდა ძილს. ნიავს კი ფოთოლი გონია თავი.რომელიც სიზმარშია, მაგრამ ამაოდ.ფოთოლმა წინა ღამით დალია სული,სული,რომელიც შემოდგომის ქარად იქცა,ქარად,რომელსაც ყველაფერი ახსოვს,მაგრამ ვერ გაუგია, სიზმარია,თუ ცხადი.???
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 247 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
1
1
არ ვიცი ამ ნაწარმოებზე იმიტომ გადავირიე, რომ შემოდგომა ჩემთვის სულ სხვა განზომილება და ყველაზე დიდი კომფორტია, თუ იმიტომ რომ კარგად გაქვს ყველაფერი გადმოცემული, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ. ❤❤
ძალიან ვისიამოვნე და ასეთივე სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ არაერთხელ❤❤
avatar
0 Spam
2
მადლობა...ვიჩქარე დადება..)) შეცდომებია ბევრი...სამწუხაროა რომ რედაკტირება არ შემიძლია )))
avatar