შემოგიერთდებიან
11.11.2017, 14:48
რა მოხდება თუკი მოკვდები ?
ჩემი აზრით არაფერი განსაკუთრებული. რადგან მგონია,რომ სიკვდილი იმაზე ლმობიერია და ერთგული,ვიდრე ცხოვრება,რომელმაც აქამდე მოგიყვანა. გზაში კლდეებსაც გახეთქებდა.,ზღვაშიც მოგისროლა და ფსკერიდან ამოგათრია,რათა ცეცხლში მაინც დამწვარიყავი,თუმცა გადარჩი.ახლა კი რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით კვდები .რამენაირად ხომ უნდა აიბარგო ამ დედამიწიდან.?
ახლა ჯერ კიდევ საწოლში გდიხარ.ცდილობ გაიღიმო.ჭერიდან შეჩვეული ვითომ მარმარილოს დეკორაციები დაგყურებს,ალაგ-ალაგ წყლის ხმა ისმის.
თუმცა მგონი ეს ჰალუცინაციაა.
კარი ღიაა,მძიმე ჰაერია ოთახში.არადა გაიყინა სახლი ამდენი განიავებისგან .ვიღაცები წუწუნებენ კიდეც.
შენ უძლური ხარ...სიცოცხლეში ყველაზე სუფთად ჩაცმული,ყველაზე სასურველ პოზაში წევხარ და შეპყრობილებივით მოგშტერებიან ადამიანები.თანდათან ღამდება,მაგრამ ასეც რომ არ იყოს შენ მაინც ვეღარ არჩევ ყველას სახეს.ვერც სცნობ. ნემსებს გირჭობენ და შენ ხელს ეფერებიან მორიგეობით.ზოგმა ალბათ ყველა ცოდვა და შეცდომა გაპატია.ზოგიერთი მორიდებით ასრიალებს თითებს და გულისცემას გიმოწმებს.
გაჩქარებენ .
ან კი არ გაჩქარებენ,გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა არ მოსწონთ.
იქ არ უნდათ ყოფნა სადაც სიკვდილმა უნდა ჩამოიაროს შენთვის.
ყოველი წამი აკლდება შენს აღსასრულს. ადამიანები გელოდებიან...დავრდომილი ტრიუმფატორი ხარ .
ოღონდ ომში კი არ დაიჭერი.
კვდები.
ფაქტიურად განუხორციელებელი ოცნებებით აღტაცებას განიცდი წამის მეასედებში,ყველა მოწიწებით და მორჩილად შემოგყურებს.
შანსები აღარ გაქვს რაიმე მოასწრო.გწყურია,მაგრამ ვერც ამას ამბობ.ან რა აზრი აქვს,მალე ვეღარც წყურვილს იგრძნობ და ესეც რომ არა, კვდები და ზრდილობიანად უნდა მოიქცე.
თანდათან მეხსიერება გიბრუნდება,რათა სამუდამოდ წაგერთვას და გახსენდება პატარაობაში თავმოტეხილი თოჯინა ბაბუაშენის ჩუსტებში ყოფილა დამალული...გასაღები კი რომელსაც ეძებდი სახლის წინ დასაფენი ტილოს ქვეშ დატოვა ვიღაცამ . გეჩვენება,რომ ქარში დგახარ ,თოვლი სახეში გეცემა და ხელებგაშლილი მიშტერებიხარ სივრცეს.ამ წამს ფიქრობ,რომ მორჩა უკვე მოკვდი,თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა სიკვდილი. რადგანაც ბოლოს გვირაბი უნდა ნახო.ახლა კი ჯერ მხოლოდ თოვლია.შენი ცხოვრების ის ნაწილი როდესაც მოდიოდნენ ადამიანები და გტოვებდნენ..შენ კი ხელებგაშლილი იდექი ქარში.
სხვათა იმედით.
ისე ერთი კარგი წარსულმეტყველი არ გაწყენდა.
იქნებ მან მაინც გითხრას რისთვის დაიბადე.
კომიკურ მდგომარებაში ხარ.
განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობ,თან მაგრად გწყურია.
მეგობარიო,რას უწოდებდი იმ ადამიანს,ახლა რომ ახლომახლოსაც არსადაა ?
ხომ გითხარი კომიკური ხარ-თქო.
აუ გწყურია. ახლა მხოლოდ წყალზე ფიქრობ,მაგრამ პირი რომ გააღო და სიტყვის მაგივრად ხავილი დაიწყო ვიღაცას ცრემლები გადმოსცვივდება. ვიღაცეები ექიმს დაუძახებენ.თავსაც დაიმცირებ.
ჯობია მოითმინო.
ამ ერთხელაც.
ხომ გითხრეს ზრდილობიანად უნდა მოიქცე სიკვდილამდეო.
სამზარეულოში ცოცხლები საჭმელს იმზადებენ .ცხოვრებას იმარტივებენ,ვიღაცას დასცხა და შავი მოსაცმელი გაიძრო.
შენ მარადიული სიცივით ხარ შეპყრობილი და უკვე მკვდარიც..
იმიტომ,რომ უწინაღობოდ სიღმეში მიექანები და აღარ გესმის როგორ დაგტირიან.
იქ ზემოთ.
ახლა სამუდამოდ გძინავს და ვეღარასდროს დაიძინებ.
ამიერიდან ვეღარაფერს შეცვლი.
უძლური ხარ.
აარადა გეუბნებოდნენ შენი სსიხლით მოიპოვე ყველაფერიო.
შენ მოკვდი ...
ალბათ რამდენიმე სინათლის წელიწადით ზემოთ კივიან,ტირიან და სახეს იხოკავენ,მაგრამ ეს შენ აღარ გესმის.
ამას მე ვწერ.ჯერ კიდევ ცოცხალი და გეუბნები რა მოხდება,როცა მოკვდები ,
შეიძლება ძაღლივით ამოგხდეს სული სანამ აქედან წაეთრეოდე,
მაგრამ მიზეზები არ ეძებო-თქო ხომ გაგაფრთხილე.
შენი ადგილი დაკავებულია...
გული არ დაგწყდეს.
შემოგიერთდებიან ...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: seiner-selbst
ნანახია: 675 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar