შიში
21.09.2021, 21:26
უეცრად შიშმა ამიტანა, ადამიანის დაკარგვის შიშმა, მარტო დარჩენის შიშმა. წარმოვიდგინე რომ სრულიად მარტო დავრჩი ამ სამყაროში და საკუთარი თავი ძალიან შემებრალა. წარმოდგენა არ მქონდა ამ პატარა, მაგრამ ჩემთვის დიდი ადამიანების გარეშე რა უნდა მექნა. ვინ ვიყავი და რა დავრჩებოდი მათ გარეშე. ძალიან მომინდა აქამდე უთქმელი წინადადებების თქმა. თითქოს გულიდან სიმძიმეს მოვიხსნიდი, თითქოს ამით შევძლებდი ჩემი წილი სიყვარულის გაცემას, ყოველთვის რომ მიჭირდა. ჩვენ ემოციებისა და გრძნობების სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მუდმივი ბრძოლა გვიწევს ემოციებთან, სურვილებთან და საკუთარ თავთან. ისიც ვიცი, რომ ადამიანს მოგონებებზე ძვირფასი არაფერი გააჩნია და ხვალინდელი დღის ნაცვლად გასული დღის მოგონებით ცხოვრობს. ყველაზე მეტად ფიქრს ვერიდები, რომ შემეძლოს ძალინ ძალიან შორს გავექცეოდი ჩემსთავს რომ აღარ მეფიქრა, რადგან რაც უფრო მეტს ვფიქრობ მით უფრო მეშინია ცხოვრების. მერე და მარტო დარჩენის გარდა რამდენი შიში შემომიტევს? წარმოდგენაც არ მინდა. ნაბიჯებს აღარ ვითვლი მომავლისკენ, რადგან მასწავლეს რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ აწმყოა. და რავიცი მომავალში რა ჯანდაბა მოხდება? თუ საერთოდ მომავალო დადგება...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: salomeferiashvili
ნანახია: 28 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar