ტკივილიდან...
10.04.2016, 19:25
იმ საღმოსაც ციოდა.
ახლაც ცივა. უშენოდ ყოველთვის ცივა.
ციოდა და წვიმდა. მე ისევ მომაკითხა შენმა მონატრებამ, აქაო და მოვედი, მაგრამ არსადაც წავსულვარო.
ისევ მეტკინა უშენობა. ისევ ისე უცხოდ და ეკლიანად.
–გახსოვთ? _დაიწყო სანდრომ და ჩამომდგარი სიჩუმეც დაარღვია_ პირველად რომ გავიცანით, მაშინვე ის ადგილი დაიჭირა ჩვენში რაც ჩვენ ერთმანეთთან მთელი ცხოვრება გვაკავშირებდა._მერე გაჩუმდა, თითქოს იმ წამს იხსენებდა .
მეც გამახსენდა. გამეღიმა. ჩემშიც ის ადგილი დაიჭირა რასაც არასოდეს არავის. ხო აი ასე ერთი საღმოთი, ადგა და ჩემმა გულმა დაირქვა „მისი“. არ იყო ეს ბანალურობა. უბრალოდ იპოვა ამ ოხერმა გულმა ის.
ოხერმა რატომ? ახლა ეს ძგერს, ის არა.
სიჩუმე იყო. არ უნდა ყოფილიყო. სადაც ის იყო არასოდეს ყოფილა იქ სიჩუმე, მაგრამ დღეს იყო. ისიც იქ იყო,ვგრძნობდი, მისი სუნი იდგა, მაგრამ მაინც სიჩუმე იყო. თითქოს ყველა თავისას ელაპარაკებოდა, ყველა თავისას იხსენებდა, არავინ საყვედურობდა რომ „წავიდა“.
ვერც მე. ვერ ვსაყვედურობდი. მემეტებოდა? კი ანგელოზად მარტო. მაგრამ ის ხომ ისედაც ანგელოზი იყო. თავისებური მშვიდა, სიტყვაძუნწი ანგელოზი იყო.
მეტკინა. ისევ ისე ძლიერ მეტკინა სული.
წამოვედი.
არავის გაუჩერებივარ. რატომ? ყველა მიხვდა რომ მეტკინა. მათაც თავისი ტკიოდათ. ყველას თავის წილ უმისობას გრძნობდა და ტკიოდა.
მე.თითქოს ტკივის გავექეცი. ახლაო ავდგებიო,  გავალ და ეს უსიცოცოხლობაც აქ დარჩებაო თითქოს, მაგრამ გამომყვა.
აბა სად წავიდოდა. ლანდი იყო ჩემი. ლანდი. ოღონდ შავი არა, უფრო მუქი.
გამოვედი სახლიდან და ჰაერიც თითქოს მისი იყო. იქაც მისი სურნელი ტრიალებდა.
ისევ ციოდა, მგონი.
 ისევ თოვდა.  ბარდნიდა ციდან თეთრ ფიფქებს. ნაზად მას რომ უყვარდა ისევ ისე. ღამე და თოვლი. ყველაფერი ისევ ისე იყო , მარტო ის არ იყო.
იქ არ იყო, ჩემში? ახლაც არის.
დავუყევი ისევ იმ გზას სადაც სულ მის ერთად დავდიოდ, თითოეული ნაბიჯი მტკიოდა. ყოველი ფეხის მოზრაობა მახვედრებდა იმას რომ უმისოდ მძიმედ ვიყავი და აღარ უნდა მევლო.
მივდიოდი არსად. არა და მასთან ერთად როცა ამ ბილიკს მიუყვებოდით ყოველთვის სადღაც მიდიოდა. ახლა არსად მიდის უმისამართოა.
მერე შევამჩნიე მისი ფოტო. ისევ იქ იყო,ხელუხლებელი. წარწერით რომელიც მის კონცერტზე ეპატიჯებოდა მსმენელს.
გამახსენდა ერთად გავაკარით. რა ბედნიერი დღე იყო ის. და ვაი რომ ბოლოც ჩემთვის.
რამდენი რამეს მახსენდება. ერთად ყველა ერთად, ისე რომ ვერცერთს ვამბობ.
ისიც მახსენდება. არ ვიცი რატომ მაგრამ, უფრო სწორად მაშინ არ ვიცოდი ახლა ვხვდები. ყოველი თვის 13 რიცხვში ჩემთვის მოგქონდა ვარდები. არასოდეს ღალატობდი ამ დღეს. და მეც ყოველი თვის ცამეტ რიცხვში მივეჩვიე ყვავილებს.
მიმაჩვიე.
 აი თურმე რატომ ახლა მე დამაქვს შენთან ყვავილები, ყოველი თვის 14 რიცხვში. მაგ დღეს დამტოვა. მარტო მე არა ბევრი მაგრამ მე მაინც სხვანაირად დამტოვა.
რამდენჯერ მივატოვე მისი მონატრება, მაგრამ სულ მპოულობს და მეც ვერ ვტოვებ და ვიტოვებ. მონატრებაც კარგია უკვე მისი.
ტკივილიანი მონატრების მადლობელი ყოფილა ვინმე? არამგონია.
უცხოა არა? ხო მაგრამ მე თითქოს ამ გრძნობას ვიჩემებ. ვიერთმენეთებ. აქ ღრმად გულში.
ალბათ იტყვით მისმა ტკივილმა გაგაგიჯაო, თორემ ტკივილიანი მონატრების მადლობელი როგორ იქნებოდიო. ვაი რომ  მართლები ხართ.
ისევ აწკრიალდა ტელეფონი.
ისევ გავთიშე.
ისევ გზა, რომელიც არსად მიდის და ისევ „გრძნობა“ რომელსაც ვეღარ ვგრძნობ. ცრემლები რომელიც აღარ მომდის და ძალა, ხო არ ვიცი რაა, მაგრამ ეს ძალა მაძლებინებს. მისი ძალა თითქოს ჭირდება მას რომ მე აქ დავდიოდა, ვარსებობდე.
მას ჩემი აქ არსებობდა თითქოს იქ ჭირდება.
ისევ იმ ბარს მივადექი. არ ვიცი იქ რა მინდოდა მაგრად მივედი.
შევედი.
ბევრი იყო ხალხი. აქ სულ ხალხმრავლობა იყო მაგრამ დღეს განსაკუთრებით.
ცარიელი იყო. ის მაგიდა სადაც სულ ვჯდებოდით ერთად ცარიელი იყო.
მეტკინა მაგრამ მაინც იქეთ წავედი.
მერე მე და სიმარტოვემ სახელად „უმისობამ“ შევავსეთ ის ცარიელი მაგიდა.
ახლა უფრო მძფრად ამომიტივტივდა მოგონებები მეხსიერებაში და უფრო მტკივნელი იყო.
ისევ მეტკინა სული და ისევ დავმძიმდი.
ვცადე , მაგრამ ვერ ავდექი. ლოდები სხეულს მიჯაჭვებული რომ მქონდა არ მაძლევდა საშუალებას ავმდგარიყავი.
დავრჩი.
თვალი მოვავლე ირგვლივ საზოგადოებას. ვიცი ვგრძნობდი ყველა მე მიყურებდა ოღონდ თვალებით არა. ყველა ჩურჩულებდა. წარმოიდგინეთ ბარი და ჩურჩული. ვიცოდი ეს ჩურჩულები ჩემი იქ ყოფნით იყო გამოწვეული. გამოპარებული უცნობი და ნაცნობი უამრავი ზოგის ინტერესიანი და ზოგის თანაგრზნობიანი მზერები.
რამდენ რამეს მახსენებდა ეს ბარიც მასზე. რამდენ სიხარულს და ტკივილის ცრემლს ინახავდა ჩემსას.
აქ გავიცანი.
აქ შემიყვარდა.
აქ შეუყვარდი.
აქ გამომიტყდა გრძნობებში.
აქ ვიჩხუბეთ.
აქ შევრიგდით.
აქ მთხოვა ცოლობა.
და აქ ვნახე ბოლოსაც.
ახლა სუნთქვას ვაყოლებ ტკივილს.
ეს ტკივილი სულში რომ ჩადის უკან რატომ აღარ ამოდის?! ვსვამ შეკითხვას და როგორც ყოველთვის პასუხის გამჩემი?! არავინ.
რამოდენიმე წუთის შემგედ ისმის მელოდია, მე მგონია რომ უკვე მეჩვენება. მერე უკვე მელოდიას ხმაც ყვება და მე უკვე სისხლის მოძრაობა მიჩერდება ვენებსა და არტერიებში. მერე რამოდენიმე სიტყვა გარკვევით მესმის და უკვე ვხვდები რომ აუცილებლად უნდა ვიტირო. მახჩობს ყელთან მოწოლილი ცრემლები რომელიც შხამივით მწარე და საზიზღარია.
აქაც ვერ ვჩერდები. გამოვრბივარ.
ვგრძნობ როგორ მიდუღს ტკივილი, მაგრამ უკვე ვეღარ ვარჩევ ეს სულის ტკივილია თუ სხეულის.
ვერ გაუძელი. მეგონა გაუძლებდი.
მისმა სიმღერამ მომერია. დამცალა ის რაც ვიყავი დარჩენი. გამაქრო მონატრებამ.
მერე მხოლოდ სხულის ტკივილი და მძიმე დაცემა ვიგრძენი.
მერე..
მერე...
მერე..
მერე მისი სახე და ხელი რომელსაც ჩემი ხელი ჩავჭიდე.
უკვე ვერ ვგრძნობდი ტკივილს
უკვე აღარ იყო სიცარიელე.
უკვე მან კი არა აღარც მე ვიყავი.
ჩვენ გავფრინდით...

 
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მუშუ
ნანახია: 1693 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ვაიმე დამბურძგლა. :(( ნინე რაკარგი იყო.❤❤❤
avatar
0 Spam
2
ვაიმე ამეტირა cry
avatar
0 Spam
3
მადლობა დიდი გოგოებო. მიხარია, რომ მოგეწონათ. ანუ ბოდიში რომ აგატირე. sad
avatar