წაბლის ხე
30.07.2018, 19:33
წაბლის ხე

-ხომ გიყვარვარ?
-თავი დაუკრა უხმოდ,თანხმობის ნიშნად.
-სწორედ ეგ არის მთავარი.მინდა,რომ გულისყურით მომისმინო და დაიმახსოვრო რასაც ეხლა გიამბობ.ხომ მომისმენ?
-თანხმობის ნიშნად,მორცხვად ხელმეორე,უხმოდ დაუკრა თავი ნინომ ნიკას.
-მიხარია,რომ მზად ხარ ჩემს მოსასმენად.რამდენი არ ვეცადე,რომ შენთვის ყველაფერი ამეხსნა.აღარც ჩემს მესიჯებს,პასუხობ,არც ტელეფონს იღებდი,როდესაც გირეკავდი.ახლა კი საერთოდ გათიშული გაქვს ტელეფონი,როგორც ჩანს ნომერი გამოგიცვლია.სახლში,რამდენჯერაც მოგაკითხავდი,დედაშენი მიღებდა კარებს.ყოველ მოსვლაზე,როცა შენ გკითხულობდი აუტო მოპასუხესავით ერთი და იგივეს მიმეორებდა-ბოდიში ნიკა,ნინოს არ სურს შენთან საუბარი.-წარმოგიდგენია რას ვგრძნობდი?-ნიკა ერთი წუთით გაჩუმდა და შესცქეროდა მის წინ მჯდარ ნინოს.თითქოს მისგან პასუხს ელოდებოდა,მაგრამ როგორც ჩანს ნინო არ აპირებდა ხმის ამოღებას.ვერც მზერას უსწორებდა.თითქოს რაღაცას გაურბოდა ნიკას დანახვაზე.მორცხვად,თავდახრილი იატაკს მისჩერებოდა.-ნუ გეშინია,პასუხს არ ველოდები შენგან-წუთიერი დუმილის შემდეგ განაგრძო ნიკამ-ჩემთვის ისიც საკმარისია,რომ გხედავ და მისმენ.გახსოვს,როგორ ვერთობოდით წინათ? ღამღამობით,როგორ ვუმზერდით ვარსკვლავებს,მინდორზე გაწოლილები არხეინად?-ნიკას შესცქეროდა ნინოს,რომელიც უწინდებურად დუმდა.-მე მჯერა და ვიცი რომ გახსოვს.ჩვენი პირველი კოცნა? დღემდე მახსოვს,თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი.ის თუ გახსოვს,პირველად,რომ გამოგიტყდი სიყვარულში?-გაეღიმა ნიკას-თანაც,როგორ.ძალიან რთული იყო ჩემთვის.პატარა ბავშვივით,ენა დამება.შენ,რომ არ დამხმარებოდი,ალბად ერთი წელიწადი მოვანდომებდი,მიყვარხარს თქმას.მაგ დღის შემდეგ,ყოველ შეხვედრაზე,სიყვარულში გიტყდებოდი და იცი ყოველ ჯერზე,როგორი შეგრძნება მქონდა?-რამოდენიმე წამით შეჩერდა ნიკა,თითქოს კვლავ პასუხ ელოდებოდა,მაგრამ პასუხი არ ისმოდა.ნინო კვლავინდებურად,აგრძელებდა თავდახრილი ქვემოთ ყურებას.-იცი...ყველაფერი იცი-განაგრძო ნიკამ-ისეთივე შეგრძნება მქონდა,როდესაც პირველად გამოგიტყდი.ეხლა კი რაც ყველაზე მთავარია. რის გამოც არ ვეშვებოდი შენთან დაკავშირებას,რისი თქმაც მსურდა,აუცილებლად უნდა მოგიყვე.-ნიკა,ფეხებში მოიკეცა და ნინოს წინ,ჩაიკუზა.ორივე ხელი ნინოს დაადო ფეხებზე,ქვემოდან თითქოს მის თვალებს ეძებდა,რომლებიც ჩამოშლილ,გრძელ წაბლისფერ თმებში ჩამალულიყვნენ.-გახსოვს,სკვერში-განაგრძო ნიკა-ჩვენს საყვარელ ადგილას,სადაც ყოველდღე ვჯდებოდით ხელი-ხელ ჩაჭიდებულები? ჩვენს წინ,რომ ორი,წაბლის ხე იდგა გვერდი გვერდ?-ნიკას შეკითხვაზე ნინომ თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წასწყდა,რომელიც ნიკას ხელებზე ეცემოდა.ნიკამ ჩამოშლილი თმების გამო ვერ ხედავდა ნინოს თვალებს,მაგრამ იგრძნო,ცრემლები,რომელიც ხელებს უსველებდა. ცდილობდა თავი შეეკავებინა ნინოს შემხედვარე.თვალები ჩაუწითლდა და სადაც იყო ამოფეთქავდა მისიგანაც ცრემლები.მთელი ძალით გაუწიან თავის თავს წინააღმდეგობა და შეძლო თავის შეკავება,რის შემდეგაც განაგრძო მოყოლა.ეტყობოდა,რომ არ აპირებდა გაჩუმებას სანამ ყველაფერს ამოუშვებდა გულიდან-ხეები,რომლებსაც ჩვენ თავს ვადარებდით.სადაც შევფიცეთ ერთმანეთს,რომ ერთმანეთი გვეყვარებოდა სამუდამოდ,ამის ნიშნად კი ერთ ხეზე ჩემი სახელი ამოტვიფრე ხოლო მის გვერდით მდგომ ხეზე,მე ამოტვიფრე,შენი სახელი.ხომ გახსოვს? წინა წლის შემოდგომას,გახსოვს,როგორი ქარი ამოვარდა?გემახსოვრება ვიცი!სწორედ შემოდგომის ქარის,შემდეგ იმ გრიგალის,შემდეგ არ დამლაპარაკებიხარ.ის ხე,რომელზეც ჩემი სახელი ამოტვიფრე,გადახარა გრიგალმა.წაიქცეოდა,რომ არა ხე,რომელზედაც,მე ამოვქარგე შენი სახელი.-ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდა ნინოს თვალებიდა.ნიკამაც ვერ შეიკავა თავი და ვულკანივით ამოფეთქა,ცრემლებმა მისი თვალებიდანაც-შენ,რომ არა წავიქცევი ნინო-მტირალა ხმით დაიყვირა ნიკამ-ერთმანეთის გვერდით,რომ არ ვიდგეთ,წავიქცევით.-ნინომ როგორც იქნა შეწყვიტა ძირში ყურება და გაბედა ნიკასთვის,ჩაეხედა თვალებში.თვალები,რომლებიც დიდიხანია ელოდებოდნენ,ერთმანეთს,რომლებსაც შემოდგომის გრიგალის,მერე არ უნახავთ ერთმანეთი,გრიგალის,რომელმაც მიაჯაჭვა ნინო ინვალიდის ეტლს.-ეხლა კი ნება მომეცი,დამეყრდნო და გავაგრძელოთ,იმ წაბლის ხეებივით დგომა,სადაც ყველაფერი დაიწყო.მიყვარხარ და მუდამ მეყვარები,სანამ პირში სული მიდგას.იქამდის დამეყრდნობის სანამ ერთად არ წავიქცევით-ეს იყო სიტყვები ბიჭისა,ბიჭისა ვისთვისაც მთავარი იყოს სულიერი სიყვარული და მიუხედავად ყველაფრისა არ შეუშინდა გრიგალს.
-მიყვარხარ-როგორც იქნა გაბედა ნინომ ხმის ამოღება რის, შემდეგაც გულში ჩაიკრეს ერთმანეთი.ზოგჯერ ერთი სიტყვა ბევრის მთქმელია,ვიდრე ერთად აღებული პოეზია...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 228 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar