ცოცხალ მკვდარი
23.03.2019, 22:52
ახლა ძალიან დაგვიანდა , ჩემი ძაღლი ძველებურად ყეფს ფიზიკის იმ ნაწილებს რომლებზეც მეცნიერები დღემდე დაობენ . საათის გულისცემის ახლაც არ მესმის . - თუმცა რას გავიგებ ? გაჩერებულია . უდროო სამყაროში უსაათო გონებით დავეხეტები და აღარ ვიცი უგულო თავი რომელ წყალს გავუყადრო, რომელი მდინარე ჩამძირავს ღუზის გარეშე . წელში მოხრილი ვზივარ ოთახის იმ ბნელ კუთხეში სადაც ბოლოს შემოანათა მზის სხივმა ცოტა ხნით . გაყინული მაჯები შუბლზე მიმიბჯენია და თამბაქო გამოცლილ სიგარეტს ვეწევი . ჩემს ირკვლივ კი სიცარიელეა . მხოლოდ ის საფერფლეებია სავსე რომელიც ასე ძალიან არ მემეტება სიცარიელისთვის . ჩემს ხორცქვეშ ორგანიზმი დუმს . ან შეიძლება იქაც არაფერია სიცარიელისა და კვამლის მეტი .

ზოგჯერ ცივ აბაზანას ვიღებ ხოლმე . ზოგჯერ... ცივს იმიტომ რომ ცხელს ვერ ვგრძნობ . ზოგჯერ ვსეირნობ ხოლმე , ჩემს ძაღლთან ერთად რომელიც მგონი გენიოსია, აივანზე ჩამოვკიდებ ხოლმე მაყყუჟს , თავს გავყოფ და ვკიდივარ იქამდე სანამ არ მომბეზრდება ეზოში ხალხის შიში და პანიკა . მაჯებსაც ვისერავ წყლით სავსე აბაზანაში იმის იმედით რომ წყალი სისხლისფრად შეიღებება . მაგრამ წყლისფერი სისხლი აღმომიჩნდება ხოლმე ვენებში და სხვა თუ არაფერი წყურვილს მაინც მიკლავს . ხშირად ვიდებ ხოლმე ლულას შუბლზე ტვინის შესაშინებლად , დატენილ იარაღს რომელიც არ მესვრის . განა იმიტომ რომ ვეცოდები , არა ... იმიტომ რომ ტყვია ენანება ჩემი უბადრუკი თავისთვის . დილას ყავის ნაცვლად შარდით ვიწყებ , ამბობენ გულზე კარგად მოქმედებსო . ალბათ ამიტომ მაქვს წყლისფერი სისხლი . კუბოში მძინავს რომელიც ერთხელ ვიღაცას უკვე ეკუთვნოდა , შავ კუბოში რომელსაც შიგნიდან მწვანე სუდარა დავუმატე , ვთვლი რომ ასე უფრო კომფორტულია . და ასე .. ასე გრძელდება დაუსრულებლად გრძელდება ყოველი დილა , საღამო და ყოველი უსაათო წამი .
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Googliko
ნანახია: 148 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar