უიმედობა
26.11.2017, 22:50
თეთრ ოთახში მყოფ სარკეში იყურებოდა. სიჩუმე იყო, თან ისეთი სიჩუმე თითქოს კოსმოსში მომხვდარიყო და ვაკუუმში მყოფს სუნთქვის ხმაც არ ესმოდა.
სარკეში იყურებოდა და უიმედობას, ტკივილს და სიმარტოვის გულისწამღებ არსებას უყურებდა. ირგვლივ მიმოიხედა სამყაროს დააკვირდა. არაფერი, სიცარიელე. უბრალოდ თეთრი ოთახი, სადაც სარკე დგას.
სამყარო, სადაც ადრე ალბათ ძალიან ბევრი არსება იყო, სადაც ძალიან თბილოდა და ალბათ მზეც ანათებდა, ახლა უბრალოდ სიცივე, თოვლი და ღრუბლებია.
ხელი სარკეს შეახო, თითქოს უნდოდა ის უიმედობა გაეტეხა, თითქოს ის უიმედობა ეს სარკე იყო.
აღარ სურდა ჰქონოდა ასეთი დიდი სიძულვილი და იმედგაცრუება სამყაროსადმი.
უბრალოდ სურდა, ეს გრძნობები, რომლებიც შიგნიდან ჭამდნენ, რომლებიც არაფრის უფლებას არ აძლევდნენ დაესრულებინა, უბრალოდ გაეტეხა, როგორც ეს სარკე.
საკუთარ თავს შეხედა, ცდილობდა დაენახა რაღაც, რაც მას იმედს მისცემდა, ცდილობდა ეპოვა ის რაღაც, რაც მას ნიშანს მისცემდა, რომ კიდევ იყო მასში რაღაც კარგი, კიდევ იყო მასში ის სითბო, ის სიყვარული დარჩენილი, რომელიც ადრე მისი სიცოცხლის მიზეზი იყო.
თუმცა არაფერი.
ეს უბრალოდ ცარიელი სარკე იყო, სადაც იყურებოდა არსება.
არსება, რომელიც არაფერი იყო, მხოლოდ ნეგატივი, მხოლოდ ტკივილი, მხოლოდ ბოროტება, ყველაფერი ცუდი შეგროვილი.
ყველა ცუდი ემოცია, ყველა ცუდი გრძნობა.
მისი ცივი თვალები, რომლებიც აქეთ იქით დაძრწოდნენ სარკეს გაუსწორდნენ.
ფრთხილად წაიღო ხელი მისკენ, თითქოს არ უნდოდა დაემტვრია, თითქოს უფრთხილდებოდა.
სარკეს გაუღიმა და ნაფშხვენებიც ძირს დაიყარა.
მალევე თეთრი სისხლი მიჰყვა.
აი, რა ფერი ყოფილა უიმედობა...
თეთრი...
ყველაფერმა გაიარა.
ცარიელი იყო.
აღარაფერს გრძნობდა აღარც უიმედობას, აღარც ტკივილს, აღარც სიძულვილს. არაფერს. ცარიელი იყო. სამყაროსგან მიგდებული, ცარიელი არსება.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გიკი_გოგო
ნანახია: 814 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar