უკანასკნელი ჩახუტება
05.08.2018, 17:47
-როგორ მახსოვს მისი ძლიერი მკლავები.როდესაც ჰაერში ამიტაცებდა და დამატრიალებდა.მე კიდევ შეყვარებული,გახარებული ცისფერ ზეცას შევსცქეროდი,რომელიც,თითქოს ჩემს ირგვლივ ბრუნავდა.მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წამი,წუთი,საათი,დღეები,წლები.მახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთ.სკოლაში გვერდი გვერდ ვიჯექით მერხთან.იმ დღის მერე არ ვშორდებოდით .ყოველ დღე ვხვდებოდით.ერთმანეთის გარეშე წუთიც ვერ ვძლებდით.ყოველ საღამოს,ესემესებს ვუგზავნიდი,ვიცოდი,რომ არ ეძინა ჩემსავით.დღე და ღამე ერთმანეთზე ვფიქრობდით.წლებიც რა მალე გადიოდა.სტუდენტობის ხანა გვეწყებოდა.გვეშინოდა ერთმანეთის დატოვების.მახსოვ ის ოთხი წელი ,როგორ იშვიათად ვხვდებოდით,მაგრამ მაინც განუწყვეტლივ ერთად ვიყავით.ჩვენი გულები ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები მიუხედავათ მანძილისა.ამ ოთხმა წელმა,სწავლის და ცოდნი ამაღლების დრომ,მიზეზმა,რის გამოც მხოლოდ ზაფხულიშ არდადეგებზე ვხვდებოდით ერთმანეთს,უფრო გაგვიძლიერა სიყვარული.იმ მონატრებამ,რომელმაც ძლიერად გვტანჯავდა,უფრო შეგვაყვარა ერთმანეთი.სულ უფრო გვინდებოდა ერთმანეთის,ნახვა.დღეებს ვითვლიდით ხოლმე კალენდარზე,უკანასკნელი ამოსუნთქვასავით ველოდებოდით,გამოცდების დასრულებას,რომ ერთმანეთი გვენახა და გადავხვეულიყავით,ისე,როგორც ბალახი ეხვევა ხოლმე მიწას.
მახსოვს,როგორც იქნა სწავლა დავამთავრეთ.მე უკვე დიპლომიან იურისტს გამოუცდელმს,მომავალმა მეზღვაურმა ხელი მთხოვა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დაბადების,დღიდან ველოდებოდი ამ მომენტს.სწავლის დამთავრებიდან,პირველივე შეხვედრის დღესვე, წითელი ვარდებით,შემეგება.შემდეგ ულამაზეს რესტორანში წავედით.თავიდან ვერ ვხვდებოდი ვერაფერს,მაგრამ როცა რესტორანში დავსხედდით,მაგიდასთან,შევატყვე,როგორი ანერვიულებული იყო.აფორიაქდა,მარჯვენა შარვლის ჯიბისკენ ხშირად მიჰქონდა ხელი,თითქოს რაღაცას ამოწმებდა.რამოდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ უეცრად,რესტორანში ჩვენი უსაყვარლესი მუსიკა გაჟღერდა.მაშინათვე,შევსძახე მას-გახსოვს,ეს ხომ ჩვენი საყვარელი სიმღერაა-მან,მაშინათვე ღიმილით თავი დამიქნია და ორივენი დაბალი ხმით,ავყევით მუსიკოსებს.ამასობაში სანამ გავერთე ხმადაბალი სიმღერით,მან ხელით,თითქოს რაღაც ანიშნა ჩემს უკან მდგომ მიმტანს,რომელიც რამოდენიმე წამში ჩემთან გაჩნდა.ხელში შამპანიურის ბოთლი ეკავა და ჭიქაში მისხამდა.სიმღერაც დასრულდა.ჩემმა მონატრებულმა სიყვარულმა,რომელიც კარგახნის ნანახი არ მყავდა,ახლად ჩამოსხმული შამპანიურით სავსე ჭიქა,ხელით აღმართა,რომელიც ცოტათი აუკანკალდა.მინდოდა მეკითხა ხომ კარგად გრძნობდა თავს,მაგრამ სანამ ვიკითხავდი,დამასწრო და მომღიმარი სახით,ულამაზესი თაფლისფერი თვალებით,რომლის ყურადღებაც ჩემსკენ იყო მოპყრობილი,ხმამაღლა წამოიძახა-ჩვენს უკვდავ გრძნობას გაუმარჯოს- და ჭიქა ჩემსკენ მომიახლოვა,რაზეც მეც ავწიე ჩემივე ჭიქა გაღიმებულმა.-გაუმარჯოს ჩვენს სიყვარულს-შევსძახე ღიმილით და წიქები ერთმანეტს მივუჭახუნეთ.უეცრად მიჭახუნებისას,შევნიშნე,რომ ჭიქის ფსკერზე რაღაცამ გაანათა.ეს იყო ბეჭედი,ბეჭედი,რომელმაც ერთმანეთი სამუდამოდ დაგვაკავშირა.ეს დღე არასდროს დამავიწყდება.თვალებზე ცრემლები მომადგა და პატარა ბავშვივით ავტირდი.ჭიქიდან ამოვიღე ბეჭედი და თითზე ჩამოვიცვი.იმ დღის მერე სულ თან ვატარებ.არასოდეს მომიხსნია თითიდან.როგორც იქნა არაფერი დაგვაშორებდა ერთმანეთს.
დავქორწინდით თუ არა,ცალკე გადავედით საცხოვრებლად.
ჩიტები გავფრინდით მშობლების ბუდიდან და უკვე საკუთარი ბუდე შევქმენით.მალევე დავორსულდი და ბავშვიც გვეყოლა.ძალიან რთული პერიოდი იყო როდესაც მისი გაცილება მიწევდა ხოლმე რეისში.თითქოს სტუდენტობა ერთადერთი მიზეზი იყო ჩვენი დაშორებისა,მაგრამ ვცდებოდი,თურმე მეზღვაურობაც ყოფილა,დროებითი განშორების მიზეზიც.უწინდებურად,როგორც სტუდენტობის პერიოდში,ინტერნეტის მეშვეობით განუწყვეტლივ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს.იყო მომენტები,როდესაც კავშირი წყდებოდა და არ შეგვეძლო ერთმანეთთან საუბარე რამოდენიმე დღე ან კვირა.ალბად ეს ჩემთვის ყველაზე აუტანელი და ძნელად გადასატანი მომენტები იყო,მაგრამ ჩვენი პატარა ქმნილება,ჩვენი ანგელოზი,რომელსაც ვზრდიდი სანამ მამამისი,ჩვენგან მოშორებით ცურავდა,ტალღებში,მეხმარებოდა გამეძლო განშორებისგან გამოწვეული,ტანჯვისთვის.გადიოდა თვეები და როგორც იქნა ჩემი სიყვარული ბრუნდებოდა დაქანცული,სახლში.ხელში დაკავებული ანგელოზით ვხვდებოდი აეროპორტში.როგორც იქნა შეგვეძლო კვლავ,ვყოფილიყავით ერთად.ვცდილობდით დავმტკბარიყავით,თითოეული წამით,სანამ შეგვეძლო,ძველებურად ყოფნა.დროც კვლავინდებურად გადიოდა.ჩვენი ანგელოზი,რომელსაც ანა დავარქვით რვა თვის იყო როდესაც პირველად გაიარა,მამამისის თვალ წინ.ალბად მაშინ ყველაზე ბედნიერი მამაკაცად გრძნობდა თავს,ის ცარიელი ადგილი ამოუვსო როდესაც მის დაბადებას ვერ დაესწრო.მაშინაც რეისში იყო წასული.ცოტათი თვალებიც აემღვრა,ვგრძნობდი,რომ სიხარულის სევდამ მოაწვა მის გულს.სადაც იყო ცრემლი წასწყდებოდა თვალებიდან,მაგრამ,სულით ძლიერი იყო და თავი ბოლომდე შეიკავა.არასდროს დაგვანახებდა ცრემლს.
აი უკვე მისი ჩამოსვლიდან სამმა თვემ,თვალის დახამხამებასავით სწრაფად ჩაიქროლა.კვლავ მოვიდა მისი წასვლის დრო.არ მინდოდა გამეშვა.მსურდა აქ დარჩენილიყო ჩემთან და ანას გვერდით.წასვლამდე,რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი რა დროსაც ვთხოვე,რომ არ წასულიყო რეისში.ვთხოვდი დარჩენილიყო,აქაც მოვძებნიდით სამსახურს და ერთად შევძლებდით ოჯახის რჩენას.რაზეც კატეგორიული უარი მივიღე მისგან.-აუცილებლად უნდა წავიდე.ვიცი,რომ რთულია,მაგრამ ჩვენი პატარის უკეთისი მომავლისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.-მის სიტყვებზე და უარზე გავღიზიანდი,პატარა ბავშვივით.-შენ საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე.იქნებ აღარ გიყვარვარ,როგორც უწინ გიყვარდი.იცი რა ძნელია შენს გარეშე ყოფნა.შენგან შორს?არ იცი თორემ დარჩებოდი.-აცრემლებულმა და ატირებულმა შევჩხავლე,რაზეც მისგან მხოლოდ ერთი პასუხი მივიღე-მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.- ეს იყო მისი ბოლო სიტყვები,რეისში წასვლამდე დარჩენილი რამოდენიმე დღის მანძილზე.მე კიდევ გაბუტული და ცხვირ აწეული არ ვცემდი ხმას.სამი დღის განმავლობაში ყვავილები მოჰქონდა,შერიგების ნიშნად,მაგრამ ჯიურად არ ველაპარაკებოდი.პირველად არ გავყევი გასაცილებლად აეროპორტში.პირველად არ ვაკოცე დამშვიდობების წინ.პირველად წავიდა ჩემი კაცი,ჩახუტების გარეშე.ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი,ჩვენი ბედისწერა.მის მერე აღარ გვინახავს ერთმანეთი.ერთი კვირის წასული იყო როდესაც შემატყობინეს,რომ გემი რომელზედაც ჩემი ცხოვრების აზრი იმყოფებოდა,აფეთქდა და შუა ოკიანის გულში ჩაიძირა.ყველა ეკიპაჟი გგარდაიცვალა,მათ შორის იყო,ის ვის გამოც მითენებია ღამეები.ვინც ცხოვრებაზე ძლიერ მიყვარდა.კაცი,რომელსაც არ დავემშვიდობე წასვლის წინ.როგორ მინდოდა,რომ ყველაფერი უკან დაბრუნებულიყო.როგორ მინდოდა,რომ უკანასკნელად მეკოცნა და მეთქვა,რომ სულელურად მოვიქეცი.მეთქვა,რომ კვლავინდებურად მიყვარს.მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო.მე მას ცოცხალს ვეღარ ვიხილავდი და ვერც მკვდარს.რადგან მისი სხეული მთლიანად ზღვამ დაიტოვა თავისთვის.მე კი იზღა დამრჩენია ვუცქირო,ჩვენს მიერ გაკეთებულ ალბომს და ჩავიძირო მოგონებებში,სადაც ყველაფერი კარგად იყო,სადაც ერთმანეთის გვერდით ვიყავით.როგორ მინდოდა,რომ ჩამხუტებოდი უკანასკნელად.ისე ძლიერად,რომ ერთმანეთს სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებდა.რა სულელი ვიყავი.ვერ ვპატიობდი ჩემს საქციელს საკუთარ თავს.მინდოდა მეც მოვმკვდარიყავი,დამეტოვებინა ეს სამყარო,მაგრამ ჩვენმა პატარა ანგელოზმა,გადამარჩინა.ჩემმა ანამ,რომელსაც მამამისის თვალები გამოჰყოლოდა.ყოველ მის გამოხედვაზე მახსენებდა,ჩემს მეზღვაურს,რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩემს გულში და კვლავინდებურად გავნაგრძობ მისი ბეჭედის ტარებას,რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ვატარებ.მინდა,რომ თითოეულმა ქალმა დააფასოს თავისი ქმრები,რომლებიც მათთი მომავლის უზრუნველყოფისთვის,სიცოცხლეს რისკის ქვეშ დებენ.ნუ გაუშვებთ მათ კოცნის გარეშე,რადგან არავინ იცის,წინ ვის რა გზა ექნება გასავლელი და შეიძლება ბოლოს ვინანოთ კიდეც,მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 240 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar