ვარდების სამეფო
06.07.2016, 00:25
პატარა ოთახში თეთრი საწოლი იდგა.
დიდი არაფერი პატარა თეთრი ოთახი იყო, კედლებზე ყვავილები ეხატა. წითელი ვარდები იყო, შეიძლება მისი სურნელიც გეგრძნო ახლოს რომ მისულიყავი. ყოველ დილით იშლებოდა, საღამოთი კი ისევ იხურებოდა.
კედელთან მაგიდა იდგა. მაგიდაზე ლამაზი თეთრი ლარნაკი იყო, არ იქნებოდა ძვირი მაგრამ იქ მყოფი შავი ვარდები, რომლებიც გაშლილიყვნენ და სურნელს აფრქვევდნენ ფასს მატებდნენ.
ფანჯარასთან საწოლი იდგა.
არაფერი ეხატა, უბრალო თეთრი საწოლი იყო. ზედ ერთი ლურჯი ვარდი იდო, ეკლებით სავსე, მაგრამ ფოთლები არ ჰქონდა.
კუთხეში გოგონა იჯდა, არც ის იყო დიდი არაფერი. ჩვეულებრივი გოგო იყო, კანით და თმით.
ალბათ არც ის იქნებოდა დიდი არაფერი ხელში თეთრი ვარდი, რომ არ სჭერებოდა.
თავი თავის მხარზე ეგდო, თმები კი ზედ გადმოჰყროდა. თითქოს არც სუნთქავდა, უბრალო სხეულს გავდა, მკვდარ სხეულს.
დიდი არაფერი იქნებოდა ალბათ მის სხეულში ის წითელი ვარდი, რომ არ ყოფილიყო.
ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეკლებით სავსე. ფოთლები შემხმარი ჰქონდა, ღერო ჰქონდა მარტო ცოცხალი და მწვანე იყო. ალბათ ეკლები, რომ არ ჰქონოდა ამოვიღებდი კიდეც.
ისეთი ლამაზი იყო ადრე ეს ვარდი... ალბათ წყალი არ დაუსხეს, ალბათ მზის სხივები არ დაანახეს.
როგორი ლამაზი ღერო ჰქონდა.
(მგონი ამ გოგონას გული არ აქვს. საერთოდ არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელსაც ვენებში სისხლი აქვს.)
მგონი ვარდები თანთადათან თავის ფერს კარგავენ. წითელ ფერი გახუნდა, შავ ვარდებს თეთრი ფერი ედებათ. ლურჯი ვარდიც კი გახუნდა, აღარ აქვს ის ლამაზი ფერი, რომელიც ჰქონდა.
ნეტავ მის ხელში მყოფ ვარდს რა მოუვა? ალბათ ისიც მოკვდება სხვების მსგავსად.
არა და რა ლამაზია, თეთრი ვარდი, რომელიც ადამიანს მეგობრებს მოგაგონებს.
ეს ოთახი ალბათ ვარდების სამეფოა, ან სახლი.
ან ის ადგილი სადაც ვარდები გრძნობებზე არიან დამოკიდებულნი.
ალბათ ამ ადგილას, ბევრი ცუდი რამ მოხდა...
ნეტავ მის გულში მყოფი ღეროც მოკვდება?
თეთრი ვარდს ფოთლები გასცვივდა, კედლებზე მყოფი ვარდები ისევ შეიკვრნენ, როგორც იყვნენ, ვაზაში მყოფი ვარდები გახუნდნენ და ფერი დაკარგეს, საწოლზე მყოფი ვარდიც აღარ არის ისეთი ლამაზი როგორიც იყო, მის გულში მყოფი ღეროც გახმა.
აღარ ჰგავს ეს ადგილი ვარდების სამეფოს, ან სახლს.
ალბათ უფრო ვარდების სასაფლაოს გავს.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გიკი_გოგო
ნანახია: 1505 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
avatar
-1 Spam
1
შენ ის ხარ, ვინც მე მგონია? biggrin
avatar
0 Spam
3
არ ვიცი შენ ვინ გგონივარ და ვერ გეტყვი ნამდვილად biggrin
avatar
0 Spam
2
ზდ ძმა
avatar
0 Spam
4
ჰეი ბრო
avatar
0 Spam
5
კარგი იყო, რაღაცნაირად სევდიანი მაგრამ კარგი.
avatar