ჭორიკანა: Ani Nemsitsveridze
03.06.2017, 22:32
-წინა რესპოდენტის შეკითხვა: მოკლედ, წარმოიდგინე, ევა ხარ და ადამი გყავს.... სამოთხეში ცხოვრობთ... ადამი მაგარი მოსაწყენი ტიპია.... როგორ განვითარდებოდა კაცობრიობა?

-წავიდოდი რამეს შევცოდავდი(ვაშლს შევჭამდი) და ჩემს თავს ჯოჯოხეთში გადავამისამართებდი,ჯოჯოხეთში მაგარ პონტებს ჩითავს ლუცი.

-დაგვიხასიათე საკუთარი თავი.

-რავიცი, აბა მიძნელდება და იმას ვიტყვი რასაც ჩემზე ხშირად ამბობენ (იცინის)
"უხეში, ინტრიგანი, ჭკუამხიარული, საშინლად კრიტიკოსი, ბათ ჯიგარი",როგორც ჩემი დაქალის ბოიფრენდი ამბობს "იმენა ძმის გული" და ჟიზნ ვარამების პირველი მტერი(იცინის)

-შეცვლიდი თუ არა რამეს შენს თავში?

-ცოტა ენას დავიმოკლებდი რომ შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია(იცინის)

-ცხოვრების მიზანი…

-სამზარეულოში ისე შესვლა და რამის გაკეთება, ჩემი სხეულის დაზიანებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაფუჭების გარეშე

-აუხდენელი ოცნებები?

-აუზის გაკეთებაზე ვეჩალიჩები მამაჩემს რამდენი ხანია, მაგრამ ვერ დავითანხმე, მომწყინდა ამ ბასეინებზე სიარული და გასაბერი აუზები კიდე არ მიყვარს.

-რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად და რატომ?

-იმას რომ ჩემდამი კარგ დამოკიდებულებას(სიყვარულს) ზემდეტი ჩახუტებების და კოცნების გარეშე გამოხატავს(ვერ ვიტან ჩახუტებას)

-რა არის სიძულვილი?

-აი მაგალითად ჩემი ერთი კლასელი რომ ჯგუფში შემოდის ხოლმე და იძახის "-ბასოტა წავედით"_ს და ამ დროს მე მარტო სიცილისგან პირდაპირი მნიშვნელობით ვხოხავ აი ის.

-როგორი ადამიანი იწვევს ზიზღს შენში ?

-ზედმეტად "ტყლარწი" გოგოები და უკვე ვახსენე ძალიან ქურდები და შავი ბიჭები, თავიანდი დაიკოებითურთ, რომელებთანაც სექსი ალბათ ყოველ ღამე ესიზმრებათ

-ოჯახი ...

-ოჯახი ჩემი ერთადერთი სისუსტე არის.

-როგორ საქართველოში ირჩევდით ცხოვრებას?

-სადაც უბრალოდ ადამიანის სიტყვასაც ფასი ექნებოდა ქვეყნისათვის, იქნებოდა ერთიანობა და არ ჩაერეოდა ეკლესია ქვეყნის(ხელისუფლების) საქმეებში.

-წიგნი რომელიც ბოლოს წაიკითხე?

-სარტრის "გულისრევა"

-როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა ?

-არანაირი......

-სიამოვნებას განიჭებს...

-ხალათში სიარული (იცინის)

-რა გიჩუყებს გულს?

-ჩემი ფრანკო.

-ცხოვრება რის გარეშე არ წარმოგიდგენია?

-ტელეფონი, დამტენი, დამაგრშელებელი, "შტეფცელი", 4G ინტერნეტი და პდფ წიგნები.

-რისი გეშინია?

-ჩემი ფრანკოს გარდა ყველა ძაღლის.

-გავიწყდება …

-სულ.

-ბოლოს ვის უთხარი რომ გიყვარს ?

-გაბრიელს, გუშინ.

-რომ არ დაბადებულიყავი საქართველოში ,დაიბადებოდი..

-აფრიკაში.

-მინდა დამიმახსსოვრონ როგორც...

-მშვიდობის მტრედი.(იცინის)

-განათლება...

-გზა სუიციდამდე(ოღონდ ატესტატიან და დიპლომიან ადამიანებს ად ვგულისხმობ)

-სოციალური ქსელის როლი შენს ცხოვრებაში?

-ძალიან დიდი, მაგრამ არც უდიდესი.

-რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ადამიანის ვიზუალი ?

-რავიცი, ხან როგორ, ხან როგორ.

-გამოგიყენებია თუ არა სხვისი ჯაგრისი ოდესმე?

-კი, შემთხვევით ჩემი ძმის.

-გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე რას ფიქრობ?

-მჯერა.

-მამაკაცად რომ დაბადებულიყავი ,როგორი იქნებოდი?

-არ მიფიქრია.

-მატერიალური ღირებულებები ერთ-ერთი პრიორიტეტია ოჯახის შესაქმნელად?

-კი, რა თქმა უნდა.

-აბორტთან დაკავშირებიტ რას იტყოდი?

-თუ ბავშვი მაინც უნდა გააშვილო, ან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ უნდა ამყოფა და ყოველ წამს იმ იძახო, რომ მის გამო წაგერთვა ახალგაზრდობა, ამას ჯობს აბორტი გაიკეთო.

-როგორი წარმოგიდგენია თავი სიბერეში?

-რავიცი, ბებერი.

-პირველი სიყვარული...

-ჩემი ბაღელი.(იცინის)

-პირველი კოცნა...

-4-5 წლისამ ეგეც ჩემს ბაღელთან.

-როგორი ბიჭი წარმოგიდგენია გვერდით?

-შავგრემანი, შავთვალება, პატარა ყურები, საშუალი ზომის ცხვირი, გრძელი წვერით, გრძელი თმით, არც სუსტი და არც მსუქანი და სოლიდური სამსახურით.

-სასიამოვნო მოგონება...

--გუშინ, ოთიკომ და ნინიმ ვარდნაზე რომ დამაჯინეს ძალით.

-ყველაზე მთავარია ქალს ჰქონდეს ... რა და რატომ ?

-მოწესრიგებული ფრჩხილები, რავი, ამოკვიატებული მაქვს.

-ღალატი და პატიება...

-მიღალატა? მე იმ ადამიანთან ვეღარ გავჩერდები, ვერასოდეს.

-დაგიშვია ისეთი შეცდომა რომელსაც საკუთარ თავს ვერ პატიობ ?

-არა.

-ხშირად გიხდებათ თავის მოკატუნება ?

-კი, უფფფფ.(იცინის)

-ყველაზე ხშირად რა კითხვას სვამ ?

-"საჭმელი მალე იქნება მზად?"

-როდის გიცრუვდება იმედი?

-როცა ვიგებ რომ ვიღაც ჩემს კარგ ურთიერთობას ბიჭებთან(არა ჟიზნ ვარამებთან) სხვა რამეში ურევს.

-იცნობ ისეთ ადამიანს ,რომელიც შენზე ჭორაობს ? (ვინ არის?)

-კი, მეზობლებიდან დაწყებული, ჩემი მასწავლებლებით დამთავრებული.

-ეჭვიანობა არის...?

-არ ვიცი, არ გამომიცდია.

-ბოლო თეთრს რაში დახარჯავდი?

-ჰიგიენისთვის საჭირო საშუალებებში.

-კარიერა თუ პირადი (რატომ?)

-კარიერა, რადგან "ჯერ თავო და თავოო, მერე გულო და გულოო".

-ადამიანი რომელთან ურთიერთობასაც ნანობ.

-ჩემი მეორე შეყვარებული(იცინის)

-სამაგიერო გადადიხდია ?

-არა.

-ჯიუტი ხარ?

-კი, საშინლად ჯიუტი ვარ და ყოველთვის გამაქვს ჩემი.

-ბავშვობის ტრამვა...

-ფსიქოლოგიური არ მახსენდება, და ფიზიკური იყო ბევრი (იცინის) დავიწყოთ გახურებულ ფეჩზე ხელისგულების დადებით და დავამთაბროთ სამჯერ ხელის ღრძობით.

-გიყვარს სურპრიზები?

-არა, ვერ ვიტან.

-ხშირად გიკეთებენ სურპრიზებს თუ პირიქით?

-ამ ბოლო დროს კი.

-რითი არ გინდა რომ შვილი დაგემსგავსოს (და რითი გინდა )?

-ყველაფრით მინდა დამემსგავსოს, ოღონდ ჩემსავით პუტკუნა არ მინდა იყოს(იცინის)

-დამოკიდებული ხარ...

-კი.

-გაინტერესებს ხალხის აზრი?

-იშვიათად.

-მოგიპარავს რამე?

-კი.

-რისი გრცხვენია?

-რავიცი, მგონი არაფრის(იცინის)

-გიყვარს კომპლიმენტები?

-არა, ვერ ვიტან.

-ვის შეგიძლია თვალდახუჭული ენდო?

-ჩემს ფრანკოს.

-რა არის რაც არ მოგწონს შენს გარეგნობაში?

-საშინლად სქელი თმა.

-როგორი ხარ მარტო?

-როგორც ყველა ისეთი, ჩვეულებრივი.

-რა შემთხვევაში აპატიებდი ღალატს ადამიანს?

-არასდროს არ ვპატიობ ადამიანს ღალატს.

-გირჩევნია გააკეთო და ინანო თუ არ გააკეთო?

-არ გავაკეთო.

-დინებას უნდა მიჰყვე?

-გარკვეულ შემთხვევაში კი.

-ქალური ინტუიცია...

-რავიცი, ერთხელ მეგონა ჩემს ძმას მანქანა დაეჯახებოდა და რატომღაც არ დაეჯახა(იცინის)

-ადვილად შეგიძლია დავიწყება?

-კი, ორი კვირა ადამიანი ის უკვე აღარც მახსოვს.

-ახლო მეგობარი დაგიკარგავს?

-კი.

-დეპრესიაში ყოფილხარ?

-კი, ნიჰილისტური პერიოდის დროს ხშირია დეპრესია.

-რაზე არ გიყვარს საუბარი?

-თუ როგორი დღე მქონდა.

-შენ და სარწმუნოება ..

-აი იცი როგორ ვართ? როგორც შოპენჰაური და ნიცშე იყო ერთ დროს, უფრო ჯონკრეტულად განვმარტავ და ვიტყვი რომ ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვართ.

-კოცნა რომელიც არ დაგავიწყდება?

-უკვე დამავიწყდა(იცინის)

-სისულელე რომელიც გაგიკეთებია?

-ჩემს ძმას ბიო ეპილაცია გაუკეთე და ვაკივლე(იცინის)

-ბოლოს როდის იტირე?

-26 მაისს, კალათბურთსი ჩვენმა ბიჭებმა წააგეს.

-მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამართლებულია?

-კი.

-ხშირად ჭორაობ?

-საკმაოდ.

-როდის ხარ უხერხულად?

-უხერხულიბა რა ხილია? (იცინის)

-ფულით ყველაფერი იყიდება?

-აუუ, კიიი.

-სტერეოტიპები რომელიც არ მოგწონს?

-გოგო ქორწინებამდე ქალიშვილი უნდა იყოს აუცილებლად, ბიჭს ბოზებში გაგულავება იპატიება, ქართველმა ქალმა საჭმლის გაკეთება აუცილებლად რომ უნდა იცოდეს დასამსართულიანი სუფრები, ღიპიანი თამადებით, ქელეხის ტრადიცია(სტერეოტიპი არ არის, მაგრამ მაინც) და რავიცი კიდე ძალიან ბევრია.

-აღსარება..

-არასდროს არ ჩამიბარებია.

-ფული ჯოჯოხეთს ანათებს?

-კი.

- მამაკაცი ეს არის...

-რავიცი,არ მაქვს პასუხი.

-სექსი სიყვარულის გარეშე.

-პირიქითაა ეგ, სიყვარული სექსის გარეშე არაფერია.

-ტრადიცია რომელიც მოგწონს ან არ მოგწონს?

-არ მომწონს ქელეხის ტრადიცია და აღდგომას ყველა რომ სასაფლაოებზე ღრეობს და ილუკმება და მომწონს რავიცი, არ მახსენდება(იცინის)

-როგორია კარგი დედა?

-აი ისეთი როგორც დედაჩემია.

-პროტესტი...

-უსამართობისადმი.

-როდის გამოხვედი ბოლოს წყობიდან?

-26 მაისს.

-რა გაგიკეთებია წყობიდან გამოსულს?

-მიყვირია, დამილეწია და ჩუმად მიტირია.

-ბოდიშის მოხდა გიჭირს?

-არა.

-რას არ გააკეთებ არასდროს?

-გივი სიხარულიძეზე არ ვიტყვი, რომ ნამდვილი ქართველი მამაკაცია.

-სიყვარულში მეამბოხე ხარ?

-კი.

-თვისება რომელიც არ მოგწონს საკუთარ თავში?

-ყველაფერი მომწონს.

-ჩარჩოები...

-ნახატის ჩარჩოები? (იცინის)

-დაბერების გეშინია?

-არა.

-წარსულში დავტოვე...

-წარსული.

-რა არის განტვირთვის საშუალება?

-ძილი.

-ჭორი რომელმაც გამაბრაზა?

-ის რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობარი მიყვარს თურმე გაგიჟებით(ბიჭი).

-ფული ხელის ჭუჭყია?

-არა.

-სპონტანური გადაწყვეტილება...

-მიმიღია.

-ვის მიმართ არ ხარ მკაცრი?

-ჩემი ფრანკოს მიმართ.

-ადვილია დაცემის შემდეგ წამოდგომა ?

-კი.

-ადამიანის უმადურობა...

-მაცოფებს.

-ადამიანების ნდობა დაგიკარგავს?

-კი,ხშირად.

-სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის ?

-არა.

-გაიხსენე სასაცილო ისტორია?

-გუშინ ნაყინი ვაჭამე ჩემი მეგობრის მაისურს.

-ინტერვიუს ბოლოს რამეს ხომ არ დაამტებდი?

-იმედია ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრს ად დაეკარგება ჩემზე წარმოდგენა და სატანის, ათეისტ და ფულზე დახამებულ ადამიანად არ ჩამთვლის (იცინის)

-დაუტოვე კითხვა შემდეგ რესპოდენტს .

-მოგეწონა ჩემი ინტერვიუ გიჟო? (იცინის)

კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: salome | ტეგები: undefined, ჭორიკანა:, Nemsitsveridze, ani
ნანახია: 1082 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar