ჭორიკანა: ლილიანა
20.05.2017, 22:57
-წინა რესპოდენტის კითხვით დავიწყოთ :- იმეგობრებდა თუ არა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ?

-საინტერესო კითხვაა.არ ვიცი შეიძლება ვიმეგობრებდი.

-მოკლედ დაგვიხასიათე საკუთარი თავი.

-დაბნეული,ზარმაცი,გულჩვილი და გულმავიწყი ვინმე ვარ. ზედმეტი არაფერი მომწონს წესრგი და სიმშვიდე მიყვარს. ვცდილობ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოვეკიდო.

-შეცვლიდი თუ არა რამეს შენს თავში?

-ალბათ კი. არის რაღაცები რაც ჩემს თავში არ მომწონს.

-როგორ წარმოგიდგენია საკუთარი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ?

-მაგაზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე , რამდენიმე წლის მერე ალბათ ახალი დამთავრებული მექნება უნივერსიტეტი და ჩემი სამსახური მექნება. მერე ალბათ ოჯახიც მექნება.

-რა მიზნები და ოცნებები გაქვს ?

-მომავალში მინდა ჩემი პატარა რესტორანი მქონდეს,ფოტოგალერეა მინდა ჩემი გამოფენები რო მოვაწყო,ცხოველების თავშესაფარიც მინდა. უფ რამდენია (იცინის)

-რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად და რატომ?

-უბრალოებას. არ მიყვარს ხელოვნური ადამიანები. უნდა იყოს ისეთი როგორიც არის.

-რას ვერ აპატიებ ადამიანს?

-ალბათ დაცინვას ვერ ვიტან როცა ვინმე დამცინის.

-პრეზიდენტი რომ იყო რას შეცვლიდი ....

-უამრავ ნაგვის ურნას დავდგამდი იქნებ მერე მაინც დაენახათ და ნაგავი ძირს კი არა იქ ჩაეგდოთ.

-წიგნი რომელიც ბოლოს წაიკითხე?

-ბოლოს მადამ ბოვარის ვკითხულობდი თუმცა ბოლომდე არ დამისრულებია.

-ტრადიციები,რომლებიც მოგწონს და არ მოგწონს ?

-არ ვიცი. რაც არ მომწონს ქელეხია ალბათ.გსაკდომამდე დალევა და ქეიფი რომ იციან.

-სიამოვნებას განიჭებს...

-ძილი,სიმშვიდე და გემრიელობების ჭამა( იმიტომ ვარ პუტკუნა) (იცინის) ვინმეს რომ ვეხმარები კეთილ საქმეში ეგეც.

-ბავშვობაში გეგონა /ან / რა გინდოდა ყველაზე მეტად...

-ბავშვობაში მეგონა ტელევიზორის უკან ხახლი დადიოდა და ეკრანზე ჩანდნენ უკან ვათვალიერებდი ხოლმე ,მეგონა მასწავლებლებს მოსამსახურეები ჰყავდათ.პოლიციელობა და მასწავლებლობა მინდოდა კიდევ დიზაინერობა.

-თუ გიტირია რომელიმე ფილმზე ან წინგზე?

-უფ კიი. ცუდად მთავრდება თუ კარგად მაინც ვტირი.კინკონგი ჰქვია მგონი დიდ მაიმუნზეა მახსოვს მოთქმით ვტიროდი (იცინის)

-შენი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ…

-იყვნენ თავისთვის.

-ქალში ყველაზე სექსულუალურად რომელი ნაწილი მიგაჩნია?

-უიმე რანაირი კითხვაა ლავიწები.

-კაცში ყველაზე სექსულუალურად რომელი ნაწილი მიგაჩნია?

-აი სუსტი ლოყები რო აქვთ და რო ბრაზდებიან და კბილებს რო ძლიერად აჭერენ ერთმანეთს რო ჩანს ხოლმე რა ქვია აი ეგ (იცინის) ვაიმე რანაირად ავხსენი .

-ხშირად გაწუხებს ინტიმური სიზმრები ?

-არა. სიზმრებს არ ვნახულობ საერთოდ. გაფიქრებით გამიფიქრებია. (იცინის)

-მოიტაცებდი თუ არა ბიჭს რომელიც მოგწონს ?

-არაა არც ის მომწონს გოგოს რომ იტაცებენ.

-ხშირად გავიწყდება …

-პაროლები,ტელეფონის ნომრები.

-წარმოიდგინე ხარ კლუბში და გაცვია ძალიან გამომწვევად,ძალიან მაგრად ერთობი და ამ დროს ხედავ იმ ბიჭს რომელიც ძალიან მოგწონს,სხვა გოგოს კოცნის შენი რეაქცია ?

-გარეგნულად არაფერი შემეტყობა მაგრამ გავბრაზდები. 

-პირადი ცხოვრება...

-პირადი ცხოვრება? ჯერ არაფერი ხდება მანდ.

-არც მომხდარა ?

-ზაფხულში ბიჭს რომელსაც სამი წელი ვუყვარდი სიყვარული ამიხსნა მაგრამ მე არ მიყვარდა. ჰოდა ვარ ესე მარტო ჯერ .

-პირველი კოცნა?

-არც ეგ ჯერ.

-როგორი აღმოჩნდი ჩვენს საიტზე ?

-თავიდან "4love"-ზე ვიყავი მერე როცა წამოვიდნენ წამოვყევი.

-რა აზრის ხარ სუიციდზე?

-არ ვამართლებ არანაირად. სუსტად მიმაჩნია ადამიანი რომელიც ამას აკეთებს იმიტომ რომ ვერ უმკლვადება და ვერ უძლებს იმ ყვეკაფერს რაც მის გარშემო ხდება.მეც მიფიქრია და მერე იმაზე დავფიქრებულვარ ჩემს გარშემომყოფებს რამხელა ტკივილს მივაყენებდი და რამხელა ცოდვას ჩავიდნედი.თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის. ეს რაღაცისგან გაქცევაა.

-გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე რას ფიქრობ?

-მაგაზე ბევრი ამბობს არ მჯერაო, მე მჯერა. ნამდვილ მეგობრობას არ საზღვრავს ის გოგოა თუ ბიჭი ასე ვფიქრობ. მეც მყავს ბიჭი მეგობარი რომელთანაც ძალიან კარგად ვარ.

-როგორი რეაქცია გექნება ,შენმა მეგობარმა (ბიჭმა ,ძმაკაცმა ) სიყვარული რომ აგიხსნას ?

-ისე აღარ ვიქნებით როგორც სხვა დროს დამთავრდება ალბათ ყველაფერი. ან კიდევ თუ ძალიან კარგად მიცნობს ეცოდინება როგორი რეაქციაც მექნება და არ მტყვის.

-როგორი წარმოგიდგენია თავი სიბერეში?

-საყვარელ ბებიკო ვიქნები. (იცინის)

-სასიამოვნო მოგონება...

-სასიამოვნო მოგონება ახლა რაც მახსენდება ბოლო ზარია.ერთ-ერთი ლამაზი,ბედნიერი და ფერადი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

-როდის გიცრუვდება იმედი?

-იმედები მაშინ მიცრუვდება როცა ადამიანები იმედებს არ ამართლებენ,რაღაცას ძალიან ვცდილობ და ბოლოს არ გამოდის.

-იცნობ ისეთ ადამიანს ,რომელიც შენზე ჭორაობს ? (ვინ არის?)

-კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ჭორიკანა ხალხს რა გამოლევს და ჭორაობენ კი ჩემზეც.

-ეჭვიანობა არის...?

-ეჭვიანობა არც კარგია არც ცუდი.გადაჭარბებული ეჭვიანობა ბოლოს უღებს ადამიანს.მე ეჭვიანი ვარ .

-კარიერა თუ პირადი (რატომ?)

-ორივეც შეიძლება ერთად.იმიტომ რომ თუ კარგად გაქვს დაგეგმილი შენი მომავალი შეგიძლია კარიერაც და პირადიც ერთმანეთს შეუთავსო..ნუ ადამიამებზც არის ეს დამოკიდებული.

-სამაგიერო გადადიხდია ?

-არ მიყვარს სამაგიეროს გადახდა.ხუმრობით კი და ისე რამე სერიოზულზე არა.

-რა შემთხვევაში აპატიებდი ღალატს ადამიანს?

-ალბათ ვერ ვაპატიებდი.

-გირჩევნია გააკეთო და ინანო თუ არ გააკეთო?

-გავაკეთო და ვინანო.ადამიანები ხო შეცდომებზე ვსწავლოთ.

-როგორ ფიქრობ,დინებას უნდა მიჰყვე?

-გზა უნდა აირჩიო რომლითას ივლი მთელი ცხოვრება და ეს იქნება ისე დინება რომელსაც მიყვები რაღაცსიკენ.

-ქალური ინტუიცია...

-მთლად ცუდიც არაა (იცინის)

-ადვილად შეგიძლია დავიწყება?

-არც ისე.ნივთების მდებარეობა კი მავიწყდება ადვილად .

-სისულელე რომელიც გაგიკეთებია?

-იმდენია რომელი გავიხსენო არ ვიცი

-ხშირად ჭორაობ?

-როცა ჩემს დაქალთან ერთად ვარ მაშინ.ეს არც ისე ხშირად ხდება.

-ვისი აზრია შენთვის მნიშვნელოვანი?

-ვცდილობ ყველას აზრი გავითვალისწინო ხოლმე მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს არჩევანს ვაკეთებ.

- რა შემთხვევაში ითვალისწინებ ?

-თუ ჩემს აზრს ემხრობიან მაშინ.

-ფულით ყველაფერი იყიდება?

-არა.მაგრამ ბევრ რამესაც იყდი აუცილებელია რომ გქონდეს.

-პროვინციალიზმი ეს არის ...

-პროვინციალიზმი არის "ხელოვნური" ადამიანების ერთ-ერთი თვისება.

-გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

-არაა. ჩემთვის ყოფნა მიყვარს ყოველთვის.

-აკრძალვა...

-ზომიერად ბევრი რამ შეიძლება.

-რა არის განტვირთვის საშუალება?

-ძილი,წიგნის კითხვა,მუსიკის მოსმენა,სეირნობა(მარტო),სიამოვნებას რაც განიჭებს განტვირთვის საშუალებაა.

-ხშირად გიწევს მარტოობა?

-არა.თან მეშინია მარტო დარჩენის.

-სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის ?

-რავიცი შეიძლება მეორედაც მოვიდეს.

-გაიხსენე სასაცილო ისტორია...

-სასაცილო იატორიები მგონია რო ბევრი არ მაქვს..ერთი რაც მახსენდება ძალიან მოტკეცილი შარვალი მეცვა ვცეკვავდი და უცებ გაიხა.

-ინტერვიუს ბოლოს რამეს ხომ არ დაამტებდი ?

-საიტს ვუსურვებ ბევრ წარმატებას და უფრო ბევრი კარგი ადამიანი შემატებოდეს.უფრო ცნობილი გახდეს ძალიან ბევრ კარგ ისტორიას ვუსრვებ კიდევ.

-დაუტოვე კითხვა შემდეგ რესპოდენტს .

-ეშინია თუ არა რომელიმე ფერის?

კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: salome | ტეგები: undefined, ლილიანა, ჭორიკანა:
ნანახია: 1064 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar