ჭორიკანა: ლოტუსი
13.05.2017, 22:47
-წინა რესპოდენტის კითხვით დავიწყოთ : -ბიჭი ძალიან რომ შეგიყვარდეს მოიტაცებდი?

-არა, არ მოვიტაცებდი ! არ მომწონს მოტაცების ტრადიცია არც გოგოსი და არ ბიჭის.

-დაგვიხასიათე საკუთარი თავი.

-მოკლედ მე ვარ 19 წლის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო . ვფიქრობ რომ ვარ საკმაოდ მხიარული , კომუნიკაბელური , კეთილი , მაგრამ ამავდროულად ვარ ჩაკეტილიც(იცინის) მიჭირს ადამიანთან დაახლოება ... ვარ ერთგული და საყვარელი.

-შეცვლიდი თუ არა რამეს საკუთარ თავში?

-კი. ბევრ რამეს თქო ვერ გეტყვი , მაგრამ რაღაც დეტალებს ჩემს ხასიათში შევცვლიდი, კერძოდ უამრავი კომპლექსისგან განვთავისუფლდებოდი .საერთოდ ნაკლებად მჯერა ხალხის და ალბათ მაგასაც შევცვლიდი და ნდობას ვისწავლიდი.

-როგორ აღმოაჩინე ჩვენი საიტი?

-2014 წელს ვიყავი ბანაკში , იქ ჩემთან ერთად ერთი გოგო იყო ნანუ ერქვა და მთელი ღამე პლანშეტში რაღაცეებს კითხულობდა , გავარკვიე რომ  "4love"-ზე ისტორიებს კითხულობდა და იქიდან მოგყვებით ! რა სტაჟიანი ვარ აზრზე ხარ?! მერე იქ რამდენიმე მწერალი მირჩია , მერე ჩემითაც ვიპოვე რამდენიმე და ის რამდენიმე წამოვიდა ამ საიტზე ვისაც ვკითხულობდი. 
ერთ-ერთ მწერალს ვკითხე სად გადავიდნენ მეთქი და ახალი საიტიც მითხრა... მერე ბევრი ვიფიქრე გამოვჩენილიყავი თუ არა თქვენს ცხოვრებაში და გდავწყვიტე გამებედნიერებიე

- „4love“ -ზე წერდი ?

-არა,არც ვიყავი დარეგისტრირებული,უბრალოდ შემოვდიოდი ვკითხულობდი და რო გაქრით მაშინ დავრეგისტრირდი overthinking თუუ rainbow მქონდა ნიკი და ერთადერთ ისტორიაზე დავაკომენტარე. 
სხვათაშორის იმ გოგოს ნანუს პოვნა კი მინდა და თუა ჯგუფში გამოჩნდეს.

-როგორ წარმოგიდგენია საკუთარი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ?

-ბევრს ვფიქრობ ჩემს სამომავლო ცხოვრებაზე და ვერ გადავწყვიტე კარიერა და პირადი როგორ გადავანაწილო .უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი პროფესიით ვიმუშავებ აუცილებლად ! გვერდით მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი (დიდი ალბათობით თაზო ) და ის ხალხი რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს ! ვიქნები მაგარ ვიდზე და უფრო მეტ მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ (იცინის)

-რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად და რატომ?

-კონკრეტული ერთი თვისება არ მაქვს . ვაფასებ გულწრფელობას , იუმორის გრძნობას , ერთგულებას.

-როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე ?

-არ ვიცი რამდენად ძლიერად ითვლება მაგრამ შემიძლია ჩემი ტკივილი ჩემშივე ჩავიკლა და სხვას არ შევუქმნა დისკომფორტი ჩემი ცუდად ყოფნით. არ მწყინს იოლად და შემიძლია ბევრი რამის მოთმენა , არასდროს ვნებდები . რანაირად ჟღერს , მაგრამ როცა რამე არ გამომდის მერე უფრო მაქვს მუღამი რო გამომივიდეს.

-წერა როდის დაიწყე ?

-წერა ხმამაღალი ნათქვამია . ლექსებს და ჩანახატებს 4 წელია ვწერ , ისტორიას ახლა ვცდილობ და არ მომწონს . არ გამომდის ამიტომ აჯობებს ისევ ჩანახატებს მივხედო ან ლექსებს .

-წიგნი რომელიც ბოლოს წაიკითხე?

-კითხვა ძალიან მიყვარს და სულ ვკითხულობ , მაქვს თუ არ მაქვს დრო არ აქვს მნიშვნელობა . ბოლოს გონების მიღმა წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ , ახლა ვკითხულობ "ვაჟები და საყვარლები" .

-ბავშვობაში გეგონა /ან / გინდოდა ყველაზე მეტად...

-FBi- ში მუშაობა მინდოდა ძალიან ან პენტაგონში ან ნასაში (იცინის) მეგონა რო უცხოპლანეტელები არსებობდნენ , მეგონა რომ მარჰვენა მხარზე ანგელოზი მეჯდა მარცხენაზე ეშმაკი .

-რა გიჩუყებს გულს?

-ისეთ უაზრობაზე შეიძლება ამიჩუყდეს და ვიტირო რო რავიცი და ხანდახან ძაან უგულო მგონია ჩემი თავი ... კარგი წიგნები მიყუჩებს გულს , ფილმები ვერასდროს ! მარტო თუ ვარ ყველაფერმა შეიძლება ამიუყოს გული და ხალხში შანსი არაა.

-გავიწყდება …

-ტელეფონის ნომრები , დაბადების დღეები და ლექციები რომელი აუდიტორიაში მაქვს (იცინის) 
ერთხელ მე და ჩემმა ძმამ მამაჩემს ერთი თვით ადრე მივულოცეთ , თვე აგვერია.

-პირადი ცხოვრება...

-პირადი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი .ყოველ კვირაში ახალი მეორე ნახევარი (იცინის) პირადი ცხოვრება ვთვლი რომ საკმაოდ საინტერესო მაქვს მიუხედავად იმისა რომ მეორე ნახევარ ჯერ არ არსებობს .

-ბოლოს ვის უთხარი რომ გიყვარს ?

-გუშინ ძაან კი მინდოდა თაზოსთვის მეთქვა მიყვარხარ თქვა , მაგრამ დღეს ვუთხარი მამაჩემს (იცინის)

-უცნაური ჩვევა...

-მთლიანად უცნაური ვარ მე (იცინის) რაც ამ ბოლოს შევამჩნიე არის ის რომ როცა ვნერვიულობ საყურეს ვათამაშებ ხელით , კიდევ ერთი ჩვევა როცა ვინმეს ველაპარაკები და თუ "ზმეიკიანი" ზედა აცვია აუცილებლად ვათამაშებ "ზმეიკას".

-სოციალური ქსელის როლი შენც ცხოვრებაში?

-არანაირი როლი არ აქვს , არ ვარ დამოკიდებული , ამ ბოლოს შემოვეკედლე აქაურ ცხოვრებას და სიმართლე გითხრა მომწონს  ისე როგორც ახლა ვარ , ეს ფბ რო ნათრესავებით მქონდეს გატეენილი დამიჯერე იმდენ რამეს ვერ/არ დავპოსტავდი და საერთოდ არ გამისწორდებოდა აქ ყოფნა

-რამდენად ხშირად გაწუხებს ინტიმური სიზმრები ?

-უჰჰ ! გარყვნილი ვარ საოცრად , საკმაოდ ხშირად მაწუხებს .ბევრჯერ სასიამოვნო ადამიანთან ერთად და რამდენჯერმე მაგრად გამიტყდა სიზმარი (იცინის) ნუ კაი ხო , მასე ხშირადაც არა მაგრამ დამსიზმრებია რამდენჯერმე .

-გამოგიყენებია თუ არა სხვისი ჯაგრისი ოდესმე?

-არა არასდროს , მაგ მხრივ წიკიანი ვარ ( ჩემი ძმის ზეგავლენაა) (იცინის) ჩემს ჯაგრისს იმხელა ჩასადები აქვს ცალკე ერთ ოთახიანი ბინა აქვს . ამიტომ არ მერევა არასდროსდა თუ სადმე წავალ და მრჩება ვყიდულობ ხოლმე.

-რა აზრის ხარ სუიციდზე?

-თემა, რომელიც საოცრად მაფიქრებს ! ვერ გავერკვიე ჯერ რა აზრის ვარ. რაღაც მხრივ მეძლიერებიან ეგ ადამიანები იმიტომ რომ მე ვერასდროს გავბედავ , მაგრამ ვფიქრობ რომ ეგოისტები არიან... ალბათ გააჩნია მოტივსაც .ბევრჯერ მიფიქრია მე სუიციდზე მაგრამ მერე ჩემი საყვარელი ხალხი მახსენდება და ვერ ვბედავ , მეშინია ღმერთის... და ეს ადამიანები ალბათ ძალიან ცუდად არიან ამხელა ნაბიჯს რომ დგამენ ამიტომ ვერც ვამართლებ , ვერც ვამტყუნებ.

-როგორი წარმოგიდგენია თავი სიბერეში?

-შვილიშვილების გარემოცვაში , აი ბებოს იმედი რო სულ უნდა ქონდეთ . ნებისმიერ დროს რო შეძლებენ ჩემთან ამოსვლას. მაგარი კეთილი ბებო უნდა ვიყო რა , სხვანაირად არ გამოვა . ნაოჭებიანი რო ვიქნები და ჭაღარა , მაგრამ ალბათ ფერადი თავი მექნება მაგ დროს თუ შვილიშვილები არ გამიჭდავენ (იცინის)

-პირველი სიყვარული...

-არ მყავრებია არასდროს . რაღაც სასწაული გრძნობა მგონია და ველოდები ჯერ ... იმედია მოვა და თუ არ მოვა არც ეგრაა პრობლემა მთავარია მჯერა რო არსებობს.

-სასიამოვნო მოგონება...

-ძალიან ძალიან ბევრი ! ურამვზე უამრავი ! ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში მართლა სულ ხდება ისეთი რამ რაც სასიამოვნო მოგონებად იქცევა , მაგრამ ახლა ალბათ დედაჩემთან ერთად გატარებულ წლებს დავასახელებ .

-რახშირად გიხდება თავის მოკატუნება ?

-თითქოს ყველაფერი კარგადაა . ძალიან ბევრ რამეზე მიწევს თვალის დახუჭვა იმიტომ რომ ჩემმა საყვარელმა ხალხმა თავი კარგად იგრძნოს ! მაგალითად თავს ვიკატუნებ რო ერთ-ერთი ბებია მიყვარს ( მეორე ბებოზე ვგიჟდები )

-ყველაზე ხშირად რა კითხვას სვამ ?

-მომაკითხავ ?! (იცინის) ჩემი ტრანსპორტირება არის ყველაზე რთული თემა .ვინაიდან მეორე ქალაქში ვცხობვრობ ლამის მეზარება მარშუტკით ამიტომ დღე არ ჩაივლის ეგ კითხვა რო არ დავუსვა ვინმეს . და მეორე კითხვა -ყავას დალევ?

-იცნობ ისეთ ადამიანს ,რომელიც შენზე ჭორაობს ? (ვინ არის?)

- ნათსავების 98,9 % ჭორაობს ჩემზე (იცინის)

-ეჭვიანობა არის...

-ყველაზე ცუდი რამ რაც კი შეიძლება საყვარელი ადამიანის გამო განიცადო . მე ვარ საშინლად ეჭვიანი , დაჟე მომავალში რო მომიწევს ეჭვიანობა იმასაც ახლა განვიცდი ! მე ჩემს ძმაზეც ვეჭვიანობ , მეგობრებზეც და საერთოდ ყველაზე.

-ადამიანი რომელთან ურთიერთობასაც ნანობ.

-არ არსებობს ! შეიძლება ბევრთან ცუდად დამთავრდა მაგრამ არასდროს მინანია ურთიერთობა.

-სამაგიერო გადადიხდია ?

-კი ! ხუმრობითაც და სასტიკადაც (იცინის) ნუ ხუმრობითის მოყოლას აზრი არ აქვს იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა მაგით ვცოცხლობთ . აი სერიოზულად გავბრაზდი ჩემს გარე ბიძაშვილზე რომელიც იმ ბებიასთან, რომელიც არ მევასება რაღაცეებს ლაპარკაობდა ხოდა მეც მისი ფოტოები მქონდა სიგარეტით გავუმჟღავნე და ბებიაჩემთან დავალაგე . ბებიაჩემისთვის კიდე გოგო რო სიგარეტს ეწევა ვსოო კატასტროფაა ,გავუჩალიჩე რა და მინდა გითხრა არ ვნანობ (იცინის) ვინც ბინძურად თამაშობს იმას ბინძურად უნდა უპასუხო !

-გიყვარს სურპრიზები?

-არა ვერასდროს ვერ მიწყობენ ნორმალურს და მაგიტომ, ყოველთვის ვხვდები რაღაცას და სულ ეშლებათ .

-დამოკიდებული ხარ...

-მამაჩმზე და ჩემს ძმაზე ,ჭამაზე და ძილზე.

-გინდა პოპულარობა?

-არა. ჩემი აზრით ძაან შემაწუხებელია და არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე ყველა გამიცნობდა. შეიძლება გამიცნოს ბევრმა როგორც წარმატებული ქალი მაგრამ ისეთი პოპულარობა არ მინდა გაზეთებში რო იბეჭდებოდეს ჩემზე ან ფეხი ვერ გადავდგა ისე პაპარაცი რო არ გამეჩითოს .

-რა შემთხვევაში აპატიებდი ღალატს ადამიანს?

-ანუ ქმარმა რო ვიღაცასთან მიღალატოს არ ვაპატიებ ნამდვილად , როცა მამაკაცი ამ ნაბიჯს დგამს გააზრებული უნდა ქონდეს რომ მის ცხოვრებაში ერთი ქალი არსებობს მხოლოდ , თუ ღალატაბმდე მიდის საქმე ანუ აღარ არსებობს ოჯახი . რაც შეეხება მეგობრის ღალატს და ზოგადად პიროვნულ ღალატს ,საერთოდ ნებისმიერს ვაპატიებ ღალატს მარამ იგივე ურთიერთობა არ მექნება.

-გირჩევნია გააკეთო და ინანო თუ არ გააკეთო?

-გააჩნია სიტუაციას , მირჩევნია გავაკეთო და ვინანო.

-ქალური ინტუიცია...

-100%იანი .

-სისულელე რომელიც გაგიკეთებია?

-ძალიან ბევრი ,ბათუმში ჩემს ძმაზე უკრაინელ გოგოებს ვუთხარი ქმარია ჩემი თქო და ვერცერთი რო ვერ "დაკერა" და გაგიჟბული დადიოდა ვუთხარი და აი ეს იყო სისულელე რო ვუთხარი(იცინის) ნეტა არ მეთქვა რას გაიგებდა .

-მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამართლებულია?

-არა , ჩემთვის არა . ზოგჯერ უმჯობესია მიზნები შევვცვალოთ ვიდრე ამით სხვას ვავნოთ.

-ხშირად ჭორაობ?

-გააჩნია ჭორაობაში რას გულისხობ , არასდროს მომიყოლია სხვისთვის ვინმეს საიდუმლო , არასდროს შემითხზავს ტყუილი და გამივრცელებია  და ისე მაკასთან ყველაზე და ყველაფერზე ვლაპარაკობ (იცინის)

-როდის ხარ უხერხულად?

-როცა სიმთვრალეში დაშვებულ "შეცდომებს" მახსნებენ , როცა არა კომფორტულად მაცვია და როცა მარტო 10000000 ბიჭში მიწევს ჩავლა და მანდამაინც მაშინ მიტრიალდება ფეხი ან მისრიალდება ან რავიდი .

-ფულით ყველაფერი იყიდება?

-ფულით ყველაფერი არა , მაგრამ მნიშვნელოვანი რაღაცეები კი.ნუ საჭიროა რა , აუცილებელია არსებობისთვის.

-მამაკაცი ეს არის..

-თხა , ჭაკი , ჯუა ! (იცინის) მამაკაცი ეს არის მამაკაცი ! აი თვითონ სიტყვა ამბობს.

-ბოლოს როდის მოიხადე ბოდიში?

-2 თვის წინ .

-ადამიანი რომელმაც შემცვალა...

-დედაჩემის გარდაცვალებამ შემცვალა მე.

-გიორგის როგორი გოგოები მოსწონს და ყავს თუ არა ვინმე?

- ესეიგი გიორგის რეალურად ჩამოყალიბებული არ აქვს როგორი გოგონები მოწონს ანუ შავგრემნები , ქერები თუ რიჟა , არც ის იცის როგორი ფერის თვალები უნდა ქონდეს . არც დიდ მკერდზე აქვს გართულება . ერთადერთი რაც ზუსტად იცის სუსტი გოგონები მოწონს :დდ აღიზიანებს სტანდარტულად მოაზროვნე გოგონები , აუცილებლად უნდა იყოს განათლებული და ამ ცხოვრებაში მიზანი უნდა ქონდეს , აუცილებელი პირობაა ჰიგიენა, მისი მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და მუდმივად ფორმაში , არ მოწონს გოგონები რომლებიც ბიჭებს ყველაფერზე თანხმდებიან ( მისი აზრი უნდა გააჩნდეს რა) არ მოწონს ტონალური რო უსვიათ ბევრი :დ ამჟამად მის ცხოვრებაში არსებობს ერთი გოგონა (ნათია მომკლავს) (იცინის)

-ვინ გიყვარს ამ საიტზე გამორჩეულად და რატომ ?

-მოგატყუებთ რომ გითხრათ რომ ვინმე ძალიან მიყვარს . აარ მიყვარდება მე ასე ადვილად ადამიანები , ნუ როგორც მწერალი ბევრი მომწონს და მიყვარს . რაც შეეხება პიროვნულად განსაკუთრებულად კარგად ვარ და გავუგე სალომე კეკელიას ! (იცინის)

-შენს მეგობრებზე მოგვიყევი...

-ჩემს მეგობრებზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბრო მაშინ . მხოლოდ ერთი დაქალი მყავს , რომელიც მილანში სწავლობს დანარჩენ მეგობრებს შეადგენენ ჩემი ძმის ძმაკაცები . საკმაოდ კარგი სასტავი ვართ . გართობაც ვიცით , მუშაობაც და უსაქმურობაც . ვერთობით ხშირად და გვიყვარს ერთად ყოფნა . რავიცი სხვა რა ვთქვა (იცინის)

-თაზოს გეგმასთან რა ხდება ?

-თაზოსთან გეგმა ნელ-ნელა წინ მიიწევს . რეალურად თაზოზე ცოტა სხვანაირი განწყობა შევქმენი მგონი აქ . მომწონს და აშკარაა მოვწონვარ მაგრამ ურთიერთობა ჯერ სხვანაირ ფაზაში არ გადადის . დაველოდოთ მოვლენებს.

-თაზოსთან პირველად შეხვედრის ისტორია მოგვიყევი...

-თაზოს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ ბებიასთან დადიოდა პიანინოზე, ჩემი ძმა და თაზო დაძმაკაცდნენ და ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ მაგრამ მე გვიან აღმოვაჩინე რო მომწონს (იცინის)

-ისტორია როდის იქნება ?

-ისტორიას რაც შეეხება დავწერე და წავშალე .სრული კატასტროფა იყო ამიტომ არ ვიცი როდის იქნება ან საერთოდ თუ იქნება.

-გაიხსენე სასაცილო ისტორია...

-მოკლეც სასაცილო ისტორია , ზოგადად მე სულ სასაცილო სიტუაციებში ვვარდები, მაგრამ ახლა ეს მახსენდება .მე და მაკა იტალიაში ვიყავით და აეროპორტში რაღაცას ვეძებდით , ჩვენ სად უნდა შევსულიყავით ხოდა მივდი ვიღაცა გოგოსთან ინგლისურად ვუხსნი რაღაცას ვიტანჯები ვხვდები რო ისიც იტანჯება და ისე მიხსნის . ბოლოს მაკას ვეძეახი იქით უნდა წავიდეთ მეთქი და ამ გოგომ ვაიმეე ქართველები ხართო ?! (იცინის) ტყუილად დავიტანჯეთ.
ბავშვობაში დედაჩემის წითელი პომადა წავისვი ტუჩის გარდა ყველგან , მთლიან სახეზე და სარკეში რო ვიხედებოდი მეშინოდა (იცინის)

-ინტერვიუს ბოლოს რამეს ხომ არ დაამტებდი?

-ინტერვიუს ბოლოს დავამატებდი იმას , რომ საშინლად დაღლილი ვარ დღეს , ფაქტობრივად მთვრალი და ამიტომაც ვიყავი რაღაცნაირად უმაარილო რესპოდენტი .

-დაუტოვე კითხვა შემდეგ რესპოდენტს.

-იმეგობრებდა თუ არა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ?

კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: salome | ტეგები: ლოტუსი, ჭორიკანა:, undefined
ნანახია: 1204 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar