ჭორიკანა:Tamara
28.05.2017, 22:15
-წინა რესპოდენტის კითხვით დავიწყოთ:-ეშინია თუ არა რომელიმე ფერის?

-არა,პირიქით ყველა ფერი მიყვარს... იმდენი რამის მეშინია,ფერების შიშიც რომ მქონდეს,მომისვრიდნენ სახლიდან (მარა მარტო ვცხოვრობ და ეგ გამოირიცხა )

-მოკლედ დაგვიხასიათე საკუთარი თავი.

-ხან ასეთი ვარ, ხან ისეთი და ხან ამნაირი-ხან იმნაირი... გაჩნია განწყობას და ამინდს... მოკლედ, ჭეშმარიტი მარტი ვარ რა!

-როგორ ფიქრობ,რამდენად შეუძლიათ ადამიანებს პატიება?

-ადამიანს პატიება იმდენად შეუძლია, რამდენადაც თვიტონ არის სულიერად და მორალურად ძლიერი....

-გიპატიებია შენ ?

-კი... არპატიება მე თვითონვე მჭამს შინაგანად და ვთვლი, რომ არპატიებაზე ბევრად ძნელი პატიებაა.

-ღალატზე რას ფიქრობ?

-ამაზრზენია! გულის ამრევი!

-პირველად როდის დაწერე ?

-მოკლედ, მესამე კლაში ახალი გადასული ვიყავი და დეიდაჩემი მიკითხავდა თავის დაწერილებს და მერე მითხრა, რამე დაწერე შენც და წამაკითხეო, ხოდა დავწერე რაღაც ზღაპარი, რომლის მთავარი პერსონაჟი იყო ,,რებეკა“, იმიტომ რომ ერტი თოჯინა მყავდა მაგ სახელით და ის ავირჩიე მთავარ გმირად... დეიდაჩემს მგონი კიდევ შენახული აქვს ის ნაჯღაბნი შენახული და იმედია, არასოდეს არ გამოამზეურებს.(ვიცინი)

-რომ არ შეგეძლის წერა ...

-რომ არ შემეძლოს წერა.... და ვინ თქვა, რომ შემიძლია?! ამ ბოლო დროს წერა კი არა, მუშაობის გარდა მგონი აღარაფერი შემიძლია.... (მეცინება, ორონდ სიმწრით)

-აუხდენელი ოცნებები ?

-აფრიკა ჯერ-ჯერობით დღემდე ოცნებად რჩება...

-ცხოვრების მიზანი...

-მეც როგორც ყველა ბედნეირებისკენ ვისწრაფვი.... კონკრეტულ მიზნებს რაც შეეხება, იმდენი მაქვს, რომ დავიწყო ჩამოთვლა“ი“ არ მეყოფა ცხოვრება“ი“.... ეს ხუმრობით, ისე ბევრი მიზანი მაქვს დასახული და ჯერ-ჯერობით სწორად და სწრაფად მივიწევ წინ, მაგრამ ბევრი წინაარმდეგობებისა და პრობლემების ფონზე.... ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება...

-როგორი წარმოგიდგენია საკუთარი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ ?

-ჩემს გისთან ჩახუტებულს და ხელ ჩაკიდებულს პატარა ბაჭაჭყანა მეყოლება, რომელიც აუცილებლად ჩემნაირად მოუშლის მამამისს ნერვებს და რომელსაც დიდი ალბათობით 3 ან 4 სახელი ერქმევა, იმიტომ რომ მშობლები ერთ სახელზე ვერ შეთანხმდ-შეჯერდნენ.

-სიძულვილი ....

-მძულს ჩემი ბიჭის სამსახური! მეზიზღება!

-როგორი მეგობარი ხარ და ისურვებდი თუ არა შენნაირ მეგობრებს ?

-რავიცი, მგონი კარგი...(მეცინება) ყოველ შემთხვევაში რაც შემიძლია ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მეგობრებისთვის და როგორი მეგობარი ვარ, ეგ ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან.

-როდის გაიგეს ახლობლებმა რომ წერდი და პირველი შეფასება? (რეაქცია)

-როგორც ზევით მოვყევი პირველად დეიდაჩემმა წაიკითხა ჩემი ნაჯღაპნი ,,ზღაპარი“ და მითხრა ,,კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონა-ო“ და რამდენად მოეწონა მართლა, ეგ აღარ ვიცი, აბა 8 წლის ბავშვს სხვა რას მეტყოდა.(ვიცინი)

-მისაბაძი ადამიანი...

-ბავშვობაში დეიდაჩემი იყო ჩემი კუმირი.(ვხარხარებ) ძალიან გვამსგავსენებ ერთმანეთს ხასიათებით და ვცდილობდი მისნაირად კარგი ვყოფილიყავი.(ვხარხარებ)

-როგორ ფიქრობ ,რა არის შენი ძლიერი მხარე ?

-ერთგულება, პატიების უნარი, საყვარელი ადამიანებისთვის თავგანწირვა...

-ხშირად გეშლება ნერვები?

-ჩემს მენეჯერზე რომ ვფიქრობ, უკვე ნერვები მაქვს აშლილი....

-ბავშვობაში გეგონა ან / გინდოდა ყველაზე მეტად...

-ბავშვობაში მეგონა, რომ როცა ქალი 25 წლის ხდებოდა ავტომატურად აჩენდა შვილს(დედაჩემმა 25 წლისამ გამაჩინა), ხოდა ვინც მაგ დრომდე გათხოვებას ვერ ასწრებდა, მერე იმიტომ არ ყავდათ ბავშვებს მამები....

-ცხოვრება რის გარეშე არ წარმოგიდგენია?

-რის არა და ვის.... გის და ჩემი ოჯახის გარეშე...

-ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე ?

-ბოლოს წავიკითხე გერმანულად ,,Der Ruf des Schicksals‘‘ ქართულად ალბათ ,,ბედის გამოძახილი“ ან ,,ბედისწერის გამოძახილი“ დაახლოებით ასე გადაითარგმნება.

- როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვა?

-საერთოდ რომ არ ველოდი, იმდენად საინტერესო წიგნი აღმოჩნდა.... შემთხვევით ვიყიდე მატარებელში საკითხავად და ისე ჩამითრია, ერთ დღეში წავიკითხე.

-რისი გეშინია?

-ქათმის. ოღონდ სერიოზულად, პატარა წიწილასაც კი ვერ შევეხები. კიდევ ქვეწარმავლების. ოღონდ ქვეწარმავლების შიში იმდენად სერიოზულია, ფოტოსაც კი რომ ვხედავ, ისტერიკები მეწყება.

-რა აზრის ხარ სუიციდზე?

-დანაშაული საკუთარი თავის, ოჯახის და ღმერთის წინაშე... თუმცა ვარიარებ,უდიდესი გამბედაობა უნდა ამ ნაბიჯის გადადგმას....
ფსიქოლოგიურად რომ გავაანალიზო ახლა ძალიან შორს წავალ.მოკლედ, ოთხი ფორმა ასებობს სუიციდის და ჩაღრმავებაა საჭირო, რომელ ჯგუფს განეკუთნება და მიზეზები და ა.შ. უმეტესად სუიციდში დამნაშავე გარემო პირობები და გარშემო მყოფები არიან,რომელებიც უბიძგებენ ადამიანს მსგავსი ქმედებისკენ... ამიტომ, არასოდეს არ შეიძლება უცებ და ხელ აღებით სუიციდზე დასკვნმების გამოტანა.

-უცნაური ჩვევა ...

-სულ თმაზე მიკიდია ხელი, ხელებს ყოველ წუთს ვიბან დ კიდევ ყველაფერს დეზინფექციის ხსნარს ვასხავ. სულ ბაქტერიები მელქანდება და ჩემი ბიჭი დამცინის, შენ ხარ ყველაზე დიდი ბაქტერიაო.

-ხშირად გავიწყდება ....

-ჩემი დაქალის დაბადების დღე, მავიწყდება ყოველ წელს. ადამიანს აქვს თებერვალში(აი ზუსტი რიცხვი ახლაც არ მახსოვს) და მე სულ ერთი ან ორი დღის დაგვიანებით ვულოცავ. ოფიციალურად ვერ ვიმახსოვრებ, რა!(ვიცინი)

-კარიერა თუ პირადი ?

-პირადის მოუწესრიგებლობა ხშირად კარიერაზეც ახდენს გავლენას და კიდევ ბევრ რამეზეც...

-გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე რას ფიქრობ?

-რა უნდა ვიფიქრო?(ვიცინი) ანუ არსებობს თუ არა? კი! მე გამიმართლა და მყავს ორი ეგეთი ნამდვილი, მაგრამ ადვილი არაა ნამდვილი მეგობარი ბიჭის პოვნა, ხშირ შემთხვევაში სხვა გრძნობაში იზრდება ხოლმე და ბევრ ქართველ ბიჭს ერევა...

-მამაკაცად რომ დაბადებულიყავი,როგორი იქნებოდი და რა გერქმეოდა?

-უჰ, როგორი და საშინელი აზიატი და ეჭვიანი! რა ,მერქმეოდა და მემგონი მამაჩემი კონკტანტინეს დამარქმევდა, გამსახურდიას საპატივსაცემოდ....

-გვერდით როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია ?

-როგორიც მყავს! სხვას ვინ წარმომადგენინებს, თორე.....(ვხარხარებ)

-პირადი ცხოვრება ...

-მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გი...

-პირველი სიყვარულზე მომიყევი...

-ამაზე მაგრად მეცინება სულ. ჩემი პირველი სიყვარული იყო ბიძაჩემის ნათლული ჯაბა, რომელიც ჩემზე არის დაახლოებით 10 წლით დიდი და მე ვიყავი 4-5 წლის, ხოდა ჯაბა უკვე დიდი ბიჭი და სულ მეთამაშებოდა, მეფერებოდა, დავყავდი აქეთ-იქით და მე კიდევ სულ ლოყებს ვუწელავდი და ვუღუტუნებდი... აი, ვგიჟდებოდი ჯაბაზე, ისე მიყვარდა... მასინ რა ვიცოდი რა გრძნობა იყო.... ხოდა მერე ჯაბა უფრო გაიზარდა და მოიყვანა ცოლი.... ისე გავბრაზდი, ქორწილშიც არ წავედი. მერე სულ ვამბობდი,ჩემს შვილს ჯაბა უნდა დავარქვა-მეთქი, ხოდა ვუთხარი ეს ამბავი გის და ,,ჩემს შვილს ჯაბას არ დაგარქმევინებ-ო!-გამომიცხადა! იეჭვიანა (ვხარხარებ)

-პირველი კოცნა ?

-პირველი კოცნა იყო ჩემს ყოფილ შეყვარებულთან.. დამეტაკა და მაკოცა, ტუტუცი ეგ. ისე , ვაღიარებ და კი მომეწონა! (ვიცინი)

-ვის შეგიძლია თვალდახუჭული ენდო?

-დედაჩემა და მამაჩემს.

-გაინტერესებს ხალხის აზრი?

-აღარ! საქართველოშიც არ მაინტერესებდა, მაგრამ მიწევდა დაინტერესება.(ვიღიმი)

-ხშირად გიხდება თავის მოკატუნება?

- როცა სამსახურში ვარ, თავს ვიკატუნებ, რომ არ დავახრჩო ალქაჯი მენეჯერი და მაგის დამქაშები.

-ბოლოს როდის იტირე და რაზე ?

-ბოლოს ვიტირე რამდენიმე კვირის წინ, ვიდეო ვნახე ჩემს ახლობელს ხელს რომ სთხოვს თავისი ბიჭი და ისეთი საყვარლობა იყო, ცრემლები მომივიდა.

-ტრადიცია რომელიც მოგწონს ან არ მოგწონს?

-არ მომწონს ე.წ. ,, გამზითვების“, მილიონ კაციანი ქორწილების-დაბ. დღეებისა და სტუმრიანობის ტრადიცია. დამახინჯებულ ,,უმანკოების“ ტრადიციაზე აღარც ვლაპარაკობ.
რომელი ტრადიციაც მომწონს ესაა ქალის მოტაცება ცხენით, ოღონდ ნამდვილი ვაჟკაცის მიერ და ასევე კაცის მოტაცება. მაინც სიველურეს ვემხრობი რა (ვხარხარებ)

-ადამიანი რომელმაც შემცვალა...

-ჩემი გი...

-მაშინ ვარ ბედნიერი / უბედური...

-როცა გის ვეხუტები მაშინ ვარ, რაც ვარ! უბედური-როცა იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომლებიცცოცხლები არარ არიან და საშინლად მენატრებიან...

-სამაგიერო გადადიხდია?

-კი, სულ რამდენჯერმე და ძალიან ცუდად! ზოგადად, უუუიშვიათესად ვმწარდები და თუ გავმწარდი, მერე... ო-ო! (აქ ბოროტად ჩავიქირქილე)

-მოგიპარავს რამე?

-გურიაში მსხალი! ავეფოფხე ხეზე, მოვკრიფე მსხალი, გადმოვხტი ხიდან და ჩავხტი პირდაპირ მუხლამდე ტალახში!

-სისულელე ,რომელიც გაგიკეთებია...

-ძალიან ძვირიანი ტელეფონი ვიყიდე და დავიფიცე, რომ ეგეთ სისულელე-სიგოიმეს აღარასოდეს ვიზავ!

-როგორია კარგი დედა?

-შვილებისთვის თასვგანწირული ყველა ასპექტში!

-ჭორი,რომელმაც გაგაბრაზა...

-Whatsapp-ზე Snowden-ის ფოტო მეყენა და ჩემს ერთ ახლობელს ჩემი ბიჭი ეგონა, ხოდა გაავრცელეს და მერე დედაჩემს ეუბნებოდნენ არ მოგვეწონა, რას გავსო. -.-

-რა არის სიკეთე ?

-უანგაროდ სხვისთვის დახმარების ხელის გაწვდა, სულიერი-ფსიქოლოგიური-მატერიალური დახმარება, როცა საპასუხოდ არაფერს არ ითხოვ და აკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გსიამოვნებს და გინდა...

-რა არის ბოროტება?

-თვით ჩემი მენეჯერი!

-რა გიჩუყებს გულს ?

-რა არა, ეგ მკითხე!

-როგორ საქართველოში ისურვებდი ცხოვრებას ?

-პირველ როგში მშვიდობა რომ იყოს ისეთში! ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი არეულობა გადავიტანეთ და გვეყო! და მეორე რიგში აი,ყველა ველოსიპედით რომ ივლის და მანქანების რაოდენობა შემცირდება,ეგეთში! ეს ასპექტი მოიცავს განვითარების უმაღლეს მწვერვალ"ებს"ს!

-როგორ ადამიანად გინდა რომ დაგიმახსოვრონ ?

-არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს და არ მიფიქრია მაგაზე.

-რა არის დრო ?

-სივრცითი მონაკვეთი, მოვლენების კანონზომიერი გამოხატულება, არ ცერდება და არ იღლება. ყველაზე ყოჩაღი და დაუდგრომელი რამეა...

-რა გახსენებს ბავშვობას ?

-სათამაშო კარლსონი, რომელიც მგონი 1 თვის რომ ვიყავი მაშინ მიყიდეს და ახლა გერმანიის მოქალაქე ბრძანდება.

-ყველაზე მეტად რას მოაქვს შენთვის ბედნიერება?

-ჩემი ბიჭს თბილ სიტყვებს იმხელა ბედნიერება მოაქვს ჩემთვის, მთელი დღე გაბადრული დავდივარ....

- ღმერთის თუ გწამს ?

-ღმერთის ყველას გვწამს, ათეისტებსაც კი სწამთ რაღაც მომენტში.

-როგორია შენი ღმერთი,როდის გრძნობ რომ არსებობს ?

-ჩემი ღმერთი კეთილია, მიმტევებელი, დამხმარე, რომელსაც ცოდვილები უფრო უყვარს, ვიდრე სხვისი განმკითხველნი.... როცა მიჭირს, ყოველთვის ვგრძნობ, მის არსებობას...

-ეთანხმები ფრაზას რომ ყველაფერი მეგობრობით იწყება ?

-არა.

-ვინ გახსენდება სიტყვაზე გარყვნილი?

-ჩემი ბიჭი!

-ყველაზე ცუდი პერიოდი როდის გქონდა ?

-რამდენიმე თვის წინ.

-ეთანხმები ფრაზას რომ სიყვარული ბრმაა ??

-რა თმა უნდა!

-წარმოიდგინე ხარ მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ,იქ მოეწონე ერთ ბიჭს ,შენც მოგეწონა ,ერთად ცეკვავთ ,უცბად ,დაუკითხავად გაკოცა ამ ბიჭმა და გონს რომ მოხვედი მის ზურგს უკან ხედავ შენს ყოფილს რომელიც გიყურებთ .რას იზამ ?

-ანუ შეყვარებული რომ არ მყავდეს? მაშინ, ჩემი ყოფილი რაში მაინტერესებს, კაცო (ვიცინი) გააჩნია როგორი კოცნა ეცოდინება იმ ბიჭს და იმისდა მიხედვით ვიმოქმედებ.

-გაიხსენე სასაცილო ისტორია.

-ე.ი. მაგარი დარლილი ვიყავი და ჩავედი მეტროში ანუ (u-Bahn),ხოდა... უცებ აზრზე მოვდივარ და აი, ირგვლივ სიბნელეა.... სადღაც გვირაბში ვარ... ჯერ ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, რა მინდოდა, რა ხდებოდა... მერე გამახსენდა სადაც ჩავჯექი... ნუ, ვაგონში სულ მარტო, მატარებელი სადღაც ჯურღმულში... დავრბივარ ვაგონებში, ტელეფონი არ იჭერს... ნუ მოკლედ, მერე გამახსენდა რომ მატარებელს აქვს ,,Sos“ ღილაკი... ვაჭერ, ვაჭერ, რეაქცია არ არის... ბოლოს როგორც იქნა გამომეხმაურნენ და გადამარჩინეს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამიტყდა ისტერიული სიცილი, ვეღარ ვჩრდებოდი, ყველას გიჟი ვეგონე. როგორ გავითიშე ისე, რომ ვერ გავიგე ბოლო გაჩერებაზე რომ უნდა ჩამოვსულიყავი, აზრზე არ ვარ.

-ინტერვიუს ბოლოს რამეს ხომ არ დაამტებდი?

-რა დავამატო, იმდენი კითხვები მომაყარე, რომ ვნახე ხო გული გამისკდა და მაშინვე გეჩხუბე და წერის დროსაც სულ შენზე ვჩხუბობდი.(მეცინება)

-დაუტოვე კითხვა შემდეგ რესპოდენტს და შენც გაეცი პასუხი.

-არ ვიცი შემდეგი რესპოდენტი რა ასაკის იქნება და ამიტომ როგორი ტიპის კითხვა დავსვა, ვფიქრობ...
მოკლედ, წარმოიდგინე, ევა ხარ და ადამი გყავს.... სამოთხეში ცხოვრობთ... ადამი მაგარი მოსაწყენი ტიპია.... როგორ განვითარდებოდა კაცობრიობა?
(პასუხი თავისივე კითხვაზე 
: გველს ჩემთან გამოლაპარაკების შანსი არ ქონდა, ანუ ვაშლსაც ვერ შემომთავაზებდა, მაგრამ რომ მეცოდინებოდა ჩემს ახლო-მახლო დასრიალებს, სამოთხეს დავტოვებდი ჩემი ნებით!)

კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: salome | ტეგები: undefined, ჭორიკანა:Tamara
ნანახია: 1696 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ჩემი თამარ ქალი
avatar