მხიარული შეკითხვები - ანეტა
08.07.2018, 00:48

1. -პირველ რიგში მითხარი რას ნიშნავს შენთვის "მხიარული შეკითხვები" და როგორი წარმოგიდგენია ეს რუბრიკა?

_ მხიარული შეკითხვა, უადგილო, სასაცილო, მხიარული კითხვები ძირითადად სექსზე და სხვა ინტიმურ დეტალებზე საუბარი, რომელიც არანაირად არ მიქმნის დისკომფორტს.

2. -გაიხსენე რაიმე კურიოზი ან უხერხული მომენტი, რომელიც თავს გადაგხდენია.

_ მოკლედ, ბანკეტია, ხოდა ჩემი კლასელი ბიჭის დედა დამყვება წინ და უკან, ხან გვერდზე მომიჯდა მელაპარაკება არადა ამ ბიჭის შეყვარებული მიზის გვერდით მოკლედ ამის თვალწინ არ  მეუბნება ეჰ როგორ მინდოდა შენ და საბას ერთი ნორმალური ფოტო გქონოდათო? ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი იმ გოგოს მზერა რომ დავაფიქსირე, მერე კი ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე, როცა გავიაზრე რატომ მითხრა ეს.

 

რას მოიმოქმედებდი თუკი……

 

3. -ხარ შენთვის უმნიშვნელოვანეს წვეულებაზე და ცეკვის დროს საჯდომთან გაგეხა კაბა.

_ როგორც ზოდიაქოთი ტყუპები ვერ ვიტყვი რას მოვიმოქმედებ, მაგრამ ერთი ვიცი ჩემი საფირმო ჭიხვინით გავიცინებდი და შეიძლება შემრცხვენოდა კიდეც.

4. -მიდიხარ ქუჩაში, მოგვარდა სრულიად უცნობი მამაკაცი და გაკოცა.

_ ამ მოვარდნაზე გამახსენდა, ავტობუსით ვმგზავრობ ამოვიდა ბიჭი და ერთ გაჩერებაზე მოგვიწია ჩასვლა მივდივართ ახლა და უცებ მომიტრიალდა და მეუბნება რას დამყვები უკანო მეც არ დავიბენი შენზე ძალადობას ვაპირებ და მერე ბნელ კუთხეში დაგაგდებთქო დაუმრგვალდა სახე და გაოცებული მიყურებდა ეს ვის გადავეყარეო.
ხო კოცნას რაც შეეხება, ცოლად მოვაყვანინებდი თავს!!!

5. -ამოდიხარ აუზიდან და შეამჩნიე რომ შენი ბიუსჰალტერი აუზში გდია, შენს მკერდს კი უამრავი წყვილი თვალი უყურებს.

_ სიმართლე გითხრა წინა ზაფხულს შემემთხვა მსგასი რამ კარგია ლამაზი ფორმის მკერდი რომ მაქვს. (იცინის) არაფერი ჩვეულებრივად ჩავიცვი თავიდან და ამოვედი ზღვიდან.

6. -ელვის სისწრაფით შედიხარ საპირფარეშოში, შიგნიდან კეტავ კარს, მერე შებრუნდები და ხედავ ნახევრად შიშველ მამაკაცს რომელიც ასევე გაოცებული გიყურებს. იმ მომენტში აღმოაჩენ, რომ მამაკაცების საპირფარეშოში ხარ და კარის გაღების მცდელობისას იმასაც იაზრებ რომ ჩაიკეტე.

_ შენ რა მეხუმრები? (იცინის) მოიცა ამასაც მოგიყვები.
ძალიან მეფსია და რუსთაველზე ვარ მოკლედ აღმოჩნდა რომ კაცების საპირფარეშოში შევედი და კაბნები არ არის ვზივარ ვფსამ ამ დროს შემოდის კაცი მიყურებს ვუყურებ მოკლედ ესეც ითავებს თავის საქმეს. ნერვები მომეშალა თან ვლანძღავ, თან ვცდიობ იქიდან სწრაფად გამოვვარდე თუმცა ვხედავ კარია ჩაკეტილი. ვერ ვაღებ თან იმას ვეჩხუბები ამ დროს აღებს ბიჭი კარს, თურმე საპირისპირო მხარეს ვქაჩავდი. ისეთი სახე ჰქონდა ბიჭს ვერ გაიგო ვერაფერი. აი აქ მართლა ძალიან შემრცხვა, მაგრამ რა ვთქვა როცა გეფსია შენ შენ არ ხარ.

7. -მიდიხარ სასეირნოდ და წინ დაგხვდა უზარმაზარი გველი.

_ ვაიჰ, გეფიცები ან იქვე მოვკვდები ან ჩავიფსამ. პანიკურად მეშინია და ერთი ის ვიცი რომ მშვიდად ვერ ვიქნები მაგის დანახვისას.

8. -ამზადებ საჭმელს და გაზქურასთან მისულს თმაზე წაგეკიდა ცეცხლი.

_ როდესაც საჭმელს ვამზადებ თმას ყოველთვის ვიკრავ,მაგრამ ჩემს ხუჭუჭებს რომ რამე დაემართოთ ჯერ ვიკივლებ მერე შეიძლება გავიქცე გამოვიქცე  ან პირდაპირ ონკანს შევუშვერ თავს. მერე წამოვიტირებ ჩემს ბედს დავწყევლი და ბოლოს ვიცინებ ბევრს.

9. -მეგობრებთან ერთად გამოდიხარ ბარიდან და აფიქსირებ რომ იქვე მდგომ შეყვარებულს, რომელიც აშკარად შენ გელოდებაოდა, მივარდა და აკოცა გოგონამ რომელსაც ვერ იტან.

_ შეყვარებული? ჯერ ამიხსენით ეს რა არის?!
კაი ხო ზოგადად მესაკუთრე ვარ და არ მესიამოვნება,მაგრამ თუ მეცოდინება,რომ მისთვი მე ვარ მნიშვნელოვანი დიდს არაფერს, ყველა ვარიანტში მშვიდად და გაწონასწორებულად მივალ პანიკის გარეშე, გემრიელად ვაკოცებ, მაგრამ გამორიცხული არ არის გადავაბა ორივე და ცეცხლი წავუკიდო.

10. -დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ გაქვს მამაკაცის სასქესო ორგანო. სხვა ყველაფერი ისევ ისეა როგორც დაძინებამდე.

_ ლა ლოლა ვიქნები? ისე სულ მაინტერესებდა მსგავსი რამ რომ მომსვლოდა რას ვიზამდი.
ისე ძაან სასაცილო მომენტია მე არ მომიხდებოდა, მაგრამ პანიკა დამეწყებოდა ვიცი ეს რა არისთქო მოთქმას დავიწყებდი.

 

ახლა დაგისვამ შემდეგი შინაარსის მქონე კითხვებს:
"ყველაზე ძალიან მომწონს/მიყვარს"
და იმ ორიდან აუცილებლად უნდა მითხრა ერთ_ერთი. კითხვაზე პასუხი "არც ერთი" არ მიიღება.

 

1. -ჩახუტება თუ კოცნა?

_ ჩახუტება

2. -ჭამა თუ სექსი?

_ ვინაიდან და რადგანაც არ ვიცი მაი რა ხილია, ისევ ჩვეულებრივი ხილი მირჩევნია, ასე რომ ჭამა.

3. -გართობა თუ ძილი?

_ სიტუაციას გააჩნია, ჩემთვის უინტერესო ხალხთან გართობას ძილი მირჩევნია სამუდამო.

4. -ბანანი თუ კივი?

_ ბანანიიი!!!

5. -კორეელები თუ ჩინელები?

_ კორეა, კორეა.

6. -პაატა თედიაშვილი თუ მარკუს მეტრეველი?

_ რთული შეკითხვაა, პაატას ვერ ვუღალატებ.

7. -სულები თუ ჩონჩხები?

_ სულები.

8. -გველის ხორცი თუ ლოკოკინის სოუსი?

_ აპ, აპ.. გველი ჩემგან შორს ფუ, ფუუ.. მაგას ისევ ლოკოკინას ჯღანი მირჩევნია.

9. -ყავა თუ ლუდი?

_ კაი შავი ლუდი კარგიაა და თუ მიმკითხავებ მაშინ ყავა იყოს. (იცინის)

10. +18 ფილმი თუ წიგნი?

_ წიგნი.

 

კარგი, ახლა მე ჩამოგითვლი ცნობილ ადამიანებს, შენ კი რასაც გაიფიქრებ მათზე უნდა მითხრა რამდენიმე სიტყვით.

1. -კესარია აბრამიძე.

_სექსუალური ტრანსი

2. -კახი კალაძე.

_გემოვნებიანი მერი (იცინის)

3. -მიხეილ სააკაშვილი.

_ გადი გამშორდი იქნებ სულაც გადამავიწყდეეეეე (იცინის)

4. -გიორგი გაბუნია.

_ განათლებული *ლე

5. -შორენა ბეგაშვილი.

_ თავისუფლება ძუძუს!

6. -გია ჯაჯანიძე.

_ მერა ჯუპა ი ჯაპანი

7. -ანრი ჯოხაძე.

_ ტოკამს!

8. -ბიძინა ივანიშვილი.

_ წმინდანი

9. -გია სურამელაშვილი.

_ მისტერ მკერდი

10. -ლელა კაკულია.

_ ვანგა 2018.

 

შემდეგ ნაწილში მე გეტყვი ჩვეულებრივ სიტყვებს, შენ უცებ შეადგენ შენს ენაზე, ანუ შექმნი იგივე სიტყვას არარსებულ ენაზე და მომწერ.

1. -ზაფხული.

_ზაზალოდი

2. -კვერცხი.

_კოცომოცო

3. -ხიზილალა.

_თებზი

4. -მარიხუანა.

_მარიო ჩიმარო

5. -ნიანგი.

_კლაკადული

6. -სირაქლემა.

_სი*ი აქლემი

7. -მაცივარი.

_ზამათარო

8. -სიყვარული.

_აპრიკო

9. -კოცნა.

_ჩაპროშვნა

10. -ოტორინოლარინკოლოგი.

_ ოტოტოტოი (ვერ ვიტან ამ სიტყვას)

 

და ბოლოს, ბლიც_შეკითხვები. დაგისვამ კითხვას და დაასრულებ შენ.

1. -რომ არ ვყოფილიყავი ადამიანი ვიქნებოდი….

_მგელი

2. -ბავშვობაში მეგონა რომ….

_დედაჩემი უცხოპლანეტელი იყო, თანაც კაცი (იცინის)

3. -ყოველთვის მინდოდა გამეფუჭებინა…

_ყველაფერი, რაც ჩემი არ იყო

4. -როდესაც მშია….

_შეურაცხადი ვხდები

5. -ყველაზე მეტად მეშინია….

_ჩემი ფობიების

6. -პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი….

_დედა რა საქმეებს დავატრიალებდი

7. -რომ გადავიქცე ყოვლისშემძლე ბრიუსად….

_პაჩკა-პაჩკა დოლარებს გადმოვყრიდი ციდან

8. -რომ არ მქონდეს ენა….

_ზურგს ვერ მოვიფხანდი (იცინის)

9. -რომ არ არსებობდეს ფეისბუქი….

_მეც დავისვენებდი, შენც და ხარიტონიც

10. -რომ არა მწერალი.ქომი….

_მმმ.. არ იქნებოდა თქვენი, ჩემი საყვარელი მწერლების ნამუშევრები ერთად და არ მეცოდინებოდა შენს შესახებ.


დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, იმედი მაქვს შენც და მკითხველებიც ისიამოვნებთ.
კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 387 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ძალიან მაგარი იყო.ზუსტად ამართლებს რუბრიკის სახელს ბევრი ვიცინე.საინტერესო რესპოდენტია ძალიან და კითხვებიც ძალიან სახალისო.
avatar
0 Spam
2
მეც მომეწონა, კარგი იყო, განსაკუთებით ბლიც შეკითხვები. smile
avatar
0 Spam
3
მადლობა ჟანუკ <3 თუ ვინმეს მოეწონება ეს ბლუყუნი :დდ
წარმატებებს გისურვებ მომდევნო რესპოდენტთან <3
avatar
0 Spam
4
ვაიმეეე რაც ამაზე ვიცინე smile მუცელი ეხლაც დაჭიმული მაქვს და მტკივა.
avatar