მხიარული შეკითხვები - ნესი
26.08.2018, 23:26
-პირველ რიგში მითხარი რას ნიშნავს შენთვის "მხიარული შეკითხვები" და როგორი წარმოგიდგენია ეს რუბრიკა?

სახალისო, სასაცილო და თავისუფალ კითხვებს ნებისმიერი საკითხის შესახებ.

-გაიხსენე რაიმე კურიოზი ან უხერხული მომენტი, რომელიც თავს გადაგხდენია.

ერთხელ არც ისე ახლოს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და მოვიკითხე იქ მყოფი ხალხი დედას ვიცნობდი მარტო და ერთი ქალბატონი მოვიდა გადამკოცნა და ვეუბნები თქვენ ალბათ ბებია ხართ არა დეიდა ვარო და მეთქი სად დავიმალო.


რას მოიმოქმედებდი თუკი……

-მიდიხარ სასეირნოდ და წინ დაგხვდა უზარმაზარი გველი.

ყველაზე ძალიან ალბათ გველის მეშინია და მბურძგლავს, ჩავიფსმავდი შიშისგან.

-გაზქურასთან მისულს თმაზე წაგეკიდა ცეცხლი.

სად მაქვს იმხელა თმა ცეცხლი წამეკიდოს სულ ამის პარსვაში ვარ (იცინის) ჩემს წივილზე მთელი კორპუსი შეიყრებოდა ალბათ.

-ხარ შენთვის უმნიშვნელოვანეს წვეულებაზე და ცეკვის დროს საჯდომთან გაგეხა კაბა.

შემრცხვებოდა ალბათ, სიმწრის სიცილით მოვიხდიდი ბოდიშს ხელს საჯდომზე მოვიკიდებდი  და გავიქცეოდი უკანმოუხედავად.

-მიდიხარ ქუჩაში, მოგვარდა სრულიად უცნობი მამაკაცი და გაკოცა.

სულ მაინტერესებდა მსგავსი სიტუაცია როგორ იქნებოდა საკუთარ თავზე, ჩემი მუშტის სიძლიერე მაინტერესებს მეც ისე მეტკინებოდა როგორც ფილმებში ხდება ხოლმე.

-დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ გაქვს მამაკაცის სასქესო ორგანო. სხვა ყველაფერი ისევ ისეა როგორც დაძინებამდე.

ვაიჰ ეგ ალბათ ერთადერთი სიტუაცია არის, რაშიც ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. მოვისინჯავდი მართლა მაბია თუ არა და მერე დავიჯერებდი რომ წინა ცხოვრებაში ქალი ვიყავი.

-გოგომ შემოგთავაზა კოცნა.

აი ამაზე ვერც კი ვიხალისებ, ძალიან მძაგს.


ახლა დაგისვამ შემდეგი შინაარსის მქონე კითხვებს:
"ყველაზე ძალიან მომწონს/მიყვარს"
და იმ ორიდან აუცილებლად უნდა მითხრა ერთ_ერთი. კითხვაზე პასუხი "არც ერთი" არ მიიღება.

ცეკვა თუ სიმღერა

ცეკვა

ყავა თუ ლუდი

ყავა

კითხვა თუ ფილმის ყურება?

ვაი ეხლა ისეთი მომენტია რომ ორივე, მაგრამ კითხვა მაინც.

ზღვა თუ მთა?

ჟანუ ორივე ძალიან რომ მიყვარს ერთნაირად, ზღვა მაშინ.

წვიმა თუ მზე?

მზე რათქმაუნდა

პაატა თედიაშვილი თუ გია სურამელაშვილი

არაა ჩემს გიალოს ვერ ვუღალატებ (იცინის) გიალო.

გველის ხორცის წვნიანი თუ შემწვარი ტარაკნები

ჯანდაბას გველი იყოს

თაგვი თუ ვირთხა

თაგვი.. ვირთხა უფრო დიდი და მსუქნურია მგონი (იცინის)

+18 წიგნი თუ ფილმი?

ფილმი


კარგი, ახლა მე ჩამოგითვლი ცნობილ ადამიანებს, შენ კი რასაც გაიფიქრებ მათზე უნდა მითხრა რამდენიმე სიტყვით.

გუგული მაღრაძე

10 ლარად 4 ბოთლი ზეთი მოდისო

მარკუს მეტრეველი

გელოდები, ეს სიმღერა აქვს და სხვათაშორის მიყვარს:))) ვაიმე დედაა ეს როგორ მომეწონაა)))

ნიკა გვარამია

პელენწუკა

კესარია აბრამიძე

ქალ-კაცა, მაპატიოს ლგბტ-მა ჰომოფობიისთვის 

ია ფარულავა

სიყვარული ვენახში

ნინო ჩხეიძე

დედაჩემის საყვარელი მომღერალი

გიორგი გაბუნია

ქართული მარში


შემდეგ ნაწილში მე გეტყვი ჩვეულებრივ სიტყვებს, შენ უცებ შეადგენ შენს ენაზე, ანუ შექმნი იგივე სიტყვას არარსებულ ენაზე და მომწერ.

სექსი

ქსიქსი

სამკაული

კამული

წიგნი

კნიჟკა

ცისარტყელა

ციცინათელა

გული

ამური

წვიმა

ბუტუტი

თხა

ნიკა გვარამია

ცეკვა

ტანცი-მანცი.


და ბოლოს, ბლიც_შეკითხვები. დაგისვამ კითხვას და დაასრულებ შენ.

-რომ არ ვყოფილიყავი ადამიანი ვიქნებოდი….

უჩინმაჩინი, ბევრ რამეს გავაკეთებდი.

ყველაზე მეტად მსურდა....

მოდელობა

რომ ვყოფილიყავი ვამპირი....

ყველას შევჭამდი ვინც დამიშავებდა რამეს))) ძალიან მომწონდა ფილმები ვამპირებზე.

-ყოველთვის მინდოდა გამეფუჭებინა…

რაც ჩემი არ იყო

-ბავშვობაში მეგონა რომ….

უცხოპლანეტელები მართლა არსებობდნენ და ხალხს იტაცებდნენ.

როცა მინდა ყავა....

ვიდუღებ და ვსვამ

-ყველაფერი რომ შემეძლოს პირველ რიგში….

გავაკეთებდი უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ბავშვთა თავშესაფარს, ჩემი ოცნებაა.

რომ არა მწერალი.ქომ....

ვერ გავიცნობდი ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს ადამიანებს.

მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 241 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar