მხიარული შეკითხვები - თიკო
23.07.2018, 19:35

-პირველ რიგში მითხარი რას ნიშნავს შენთვის "მხიარული შეკითხვები" და როგორი წარმოგიდგენია ეს რუბრიკა?

როგორც სათაურშია,წარმომიდგენია მხიარული.აი ისეთი ინტერვიუს დროს,რომ სახიდან ღიმილს ვერ იშორებ და ნაოჭების გაჩენის პერსპექტივა რომ იმატებს ახლო მომავალში.

-გაიხსენე რაიმე კურიოზი ან უხერხული მომენტი, რომელიც თავს გადაგხდენია.

უხერხული რამდენადაა არ ვიცი,კურიოზი კი. პატარაობაში, მუსიკალურიდან გამოვედი.ხელში ვილინო მეჭირა,მეორე ხელში ჩანთა.მომაქვს ეს სიმძიმეები და თხა გამომეკიდა,მთელი გზა მდია და სადღაც სადარბაზოში დავემალე. კარგა ხანს მელოდა და ბოლოს წავიდა. ვიფიქრე გადავრჩითქო,მაგრამ ვერ მომართვეს,რაღაც პატარა შენობის სახურავზე დიდი ძაღლი იყო რომელიც თავზე კინაღამ დამახტა :სიმწრისსიცილისმაილი: ,მოკლედ ძლივს მივატანე სახლამდე. :ახლაკისასაცილოამაგრამვაიიმაშინსმაილი:

 

რას მოიმოქმედებდი თუკი……

-ელვის სისწრაფით შედიხარ საპირფარეშოში, შიგნიდან კეტავ კარს, მერე შებრუნდები და ხედავ ნახევრად შიშველ მამაკაცს რომელიც ასევე გაოცებული გიყურებს. იმ მომენტში აღმოაჩენ, რომ მამაკაცების საპირფარეშოში ხარ და კარის გაღების მცდელობისას იმასაც იაზრებ რომ ჩაიკეტე.

ბოდიშს მოვუხდი და შევეცდები კარი გავაღო.ნუ მთლად ეგეთი არა მაგრამ მსგავსი შემთხვევა კი მქონდა ადრე, ღრმა წარსულში.

-დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ გაქვს მამაკაცის სასქესო ორგანო. სხვა ყველაფერი ისევ ისეა როგორც დაძინებამდე.

ვაიმეე, ეგეთი რამ დამესიზმრა ერთხელ. რავიცი, პანიკაში არ ჩავვარდები.ჯაჯანიძესთან მივალ შოუში,მაინც ეგეთები ყავს სულ და გავპიარდები ცოტათი, რით ჩამოვრჩები კესოს.

-იქეცი ვამპირად.

ბავშვობაში მაგაზე ვოცნებობდი. კარგია მზეზე მაინც ალერგია მაქვს და საღამოობით ვიფრენ ხოლმე. შენც ჩამოგაკითხავ. :ბოროტისმაილი:

-გაკოცა პუტინმა.

ჰოდა ეგ ბოლო რამ იქნება, რასაც გააკეთებს სანამ ცოცხალია. ჩემი შხამი მოკლავს.

-გაიღვიძე და გააცნობიერე რომ სული ხარ.

ღამით მოვალ შენ საწოლთან და შეგაშინებ, მერე ჰელსინკში წავალ, ბილეთის ფული არ მაქვს და…

-მოგვარდა შენთვის უცნობი მამაკაცი და გაკოცა.

დავიბნევი მოულოდნელობისგან,შემდეგ შევხედავ ,გააჩნია როგორია და როგორ მაკოცა.

-მოხვდი ისეთ ადგილას, სადაც არავინ და არაფერია ათასობით ძროხის გარდა.

მოხვდი კი არა მოკვდიო ეგ უნდა დაგეწერა. თვითონ წამოვეგები ძროხის რქას. ბასრს ავარჩევ.

-მთქნარების ან ხველის დროს უცბად ჩაგიფრინდა პეპელა პირში და გადაგეყლაპა.

ყველა წყალს დავლევ რაც არსებობს დედამიწაზე მგონი. დაე დაიხრჩოს, თუარა და კუჭის მჟავა მოუღებს ბოლოს.

 

ახლა დაგისვამ შემდეგი შინაარსის მქონე კითხვებს:
"ყველაზე ძალიან მომწონს/მიყვარს"
და იმ ორიდან აუცილებლად უნდა მითხრა ერთ_ერთი. კითხვაზე პასუხი "არც ერთი" არ მიიღება.

ბანანი თუ კივი?

კივი

ყავა თუ ლუდი?

ყავა მიყვარს, მაგრამ ლუდი

ქათმის ხორცი თუ გველის?

ვეგეტარიანელს ეს უნდა კითხო?კაი ჯანდაბას გველის.

რუსები თუ სომხები?

ერთი ოხერია,ნუ რუსები.მეზიზღებიან,თუმცა ბიძაშვილი და ბიცოლა მიყვარს.სომეხი კიდევ არავინ მყავს.

სააკაშვილი თუ პუტინი?

სააკაშვილი.

კითხვა თუ ფილმის ყურება?

გააჩნია წიგნსაც და ფილმსაც.ამჯერად კითხვა

პეპლები თუ ძროხები?

ფუუუუ...კაი ძროხები.ისე საყვარლები კი არიან თან ყველიც მიყვარს.

შემწვარი ობობა თუ ლოკოკინის ჩაშუშული

ლოკოკინის ჩაშუშული,შენთან ერთად გავიზიარებდი ულუფას.

 

კარგი, ახლა მე ჩამოგითვლი ცნობილ ადამიანებს, შენ კი რასაც გაიფიქრებ მათზე უნდა მითხრა რამდენიმე სიტყვით.

გოჩა ჩერტკოევი

დის იზ სოუ პერფექთ

ნინა წკრიალაშვილი

ტუჩებიიი

დუტა სხირტლაძე

ეკრანის ჟანგი

ნინო სუხიშვილი

ნიჭიერი და საყვარელი

რუსკა მაყაშვილი

ცხვირიი

ჩიორა თაქთაქიშვილი

მუშტი

გიგი უგულავა

დიეტა

ოთარ ტატიშვილი

დღეს დიდი დღეა დიდი :ნოსტალგიასმაილი:

ნანუკა ჟორჟოლიანი

ექსკლუზივი

გიორგი გაბუნია

სიმპატიური :არჩამქოლოთსმაილი:

 

შემდეგ ნაწილში მე გეტყვი ჩვეულებრივ სიტყვებს, შენ უცებ შეადგენ შენს ენაზე, ანუ შექმნი იგივე სიტყვას არარსებულ ენაზე და მომწერ.

ყავა

მნიამ

წიგნი

ბვრფრცლ

ნაყინი

გრიილ

მუსიკა

ლავ-ით

კატა

ტკბილი

პეპელა

ფუჰ

ბაყაყი

ყიიყ

ლოკოკინა

სლიიპ

ობობა

ქსლ

ძროხა

მუუ

 

და ბოლოს, ბლიც_შეკითხვები. დაგისვამ კითხვას და დაასრულებ შენ.

-რომ არ ვყოფილიყავი ადამიანი ვიქნებოდი….

კატა

როცა ყავა მინდა….

ვწევ ერთ ადგილს და ვიდუღებ.

-როდესაც გამოვდივარ წყობიდან…

ვხდები საშიში. იშვიათად მაგრამ მაინც.

-ყოველთვის მინდოდა გამეფუჭებინა…

სკოლის საკეტი ისე,რომ კარი ვერ გაეღოთ ვერასდროს

-ბავშვობაში მეგონა რომ….

მასწავლებლები ტუალეტში არ დადიოდნენ (იცინის) ... ბავშვობაში მეგონა,რომ ჩემი საწოლის ქვეშ ღამით რაღაც არსებას ეძინა.

-რომ არ არსებობდეს ტელეფონი….

მტრედებს გავწვრთნიდი

-რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი

ისეთ დღეში ჩააგდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ,პრემიერ მინისტრობა ჯობს მგონი,თუმცა პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი შევეცდებოდი კულტურისთვის მიმეხედა.

-რომ არა მწერალი.ქომ….

ძალიან ცუდი იქნებოდა,რადგან ვერ მივიღებდი მკითხველისგან იმ სითბოს ,რასაც ახლა ვგრძნობ და კიდევ ბევრ კარგ მოთხრობასაც ვერ წავიკითხავდი.


მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის
კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 327 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ramdeni vicine biggrin
yochag januk mshvenieri rubrikaa <3
avatar
0 Spam
2
biggrin მომწონს ძალიან ეს რუბრიკა. ნუ ავტორიც მომწონს და ინტერვიუებიც smile
avatar