მხიარული შეკითხვები - ზაიკა
11.07.2018, 22:56

-პირველ რიგში მითხარი რას ნიშნავს შენთვის "მხიარული შეკითხვები" და როგორი წარმოგიდგენია ეს რუბრიკა?

სახალისო და ცოტა უხერხული კითხვები მაგრამ როცა შენ წერ ინტერვიუს ვერ წარმომიდგენია ბოლომდე რას უნდა ველოდო.

-გაიხსენე რაიმე კურიოზი ან უხერხული მომენტი, რომელიც თავს გადაგხდენია.

დაქალისგან მოვდივარ, ხოდა რადგანაც მე ლიფს ვერ ვგუობ ჩავდე ზურგჩანთაში და წამოვედი არხეინად. მოვედი თბილისში და მძღოლისთვის ფული უნდა გადამეხადა და საფულის ამოღებისას ამომივარდა ჩანთიდან ლიფი. ერთმა ზრდილობიანმა მგზავრმა აიღო და მომაწოდა, მთელი მარშუტკა მე მიყურებდა და მართალია გავწითლდი, მაგრამ ისე ამაყად გამოვართვი და ჩავაბრუნე ჩანთაში. ასევე ამაყად ჩამოვედი მარშუტკიდან.

 

რას მოიმოქმედებდი თუკი……

-მიდიხარ ქუჩაში, მოგვარდა სრულიად უცნობი მამაკაცი და გაკოცა.

კოცნას და მამაკაცის სურნელს  გააჩნია თუ მომეწონებოდა რატომაც არა.

-ელვის სისწრაფით შედიხარ საპირფარეშოში, შიგნიდან კეტავ კარს, მერე შებრუნდები და ხედავ ნახევრად შიშველ მამაკაცს რომელიც ასევე გაოცებული გიყურებს. იმ მომენტში აღმოაჩენ, რომ მამაკაცების საპირფარეშოში ხარ და კარის გაღების მცდელობისას იმასაც იაზრებ რომ ჩაიკეტე.

ჯერ გავუღიმებ და მერე თავაზიანად ვთხოვ დახმარებას.

-სექსის დროს მოგინდა ტუალეტში.

მომინდა და რას ვიზამთ ხდება ხოლმე, ავდგები და მოვისაქმებ.

-ხარ შენთვის უმნიშვნელოვანეს წვეულებაზე და ცეკვის დროს საჯდომთან გაგეხა კაბა.

რა პრობლემაა დატკბეს ხალხი ჩემი საჯდომის ყურებით არ ვუწუნებ დიდად არაფერს.

-მეგობართან ერთად გამოდიხარ ბიბლიოთეკიდან და ხედავ, რომ იქვე მდგომ შეყვარებულს, რომელიც აშკარად შენ გელოდებაოდა, მოულოდნელად მივიდა და აკოცა გოგონამ რომელსაც ვერ იტან.

შეყვარებულის რეაქციას გააჩნია თუ მოიშორა არაფერს და აი თუ არ მოიშორა მერე ჯობია არ ვთქვა, მერე ვაი მაგის ტუჩების ცოდვა.

-არის საშინელი ჭექა_ქუხილი და აღმოაჩინე პატარა ქოხი, რომელშიც არის შენთვის უცნობი მამაკაცი, მაგრამ მან შეგიპატიჟა, ცხელი ჩაი დაგალევინა და საწოლის ნახევარის გაყოფაც შემოგთავაზა. შენ ისეთი დაღლილი და შეშინებული ხარ ძალიან გეძინება. დაწვებოდი მის გვერდით?

ჭექა ქუხილიო და უცნობი მამაკაცის კი არა ეშმაკის გვერდით დავწვები

-ქუჩაში დაინახე შენთვის უსაყვარლესი მსახიობი, რომლის კოცნაზეც კარგა ხანია ოცნებობ.

ვაიმეეე არც დავფიქრდები ისე მივეჭრები და ვაკოცებ.

-მოულოდნელად დაგიპატარავდა ტუჩები.

ვაიმე რას ამბობ, ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს და დემეტრე ვერ გადაიტანს.

-გოგომ შემოგთავაზა კოცნა.

გოგოს გააჩნია, თუ მომეწონა დავთანხმდები აუცილებლად.

-სანაპიროზე სეირნობისას მამაკაცმა წამოგარტყა საჯდომზე.

საპასუხოდ მეც წამოვარტყამ, ისე საჯდომსაც გააჩნია.

-დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ გაქვს მამაკაცის სასქესო ორგანო. სხვა ყველაფერი ისევ ისეა როგორც დაძინებამდე.

აუუ გამიხარდება და ქალებში წავალ კაცის შეგრძნებებს გავიგებ.

 

ახლა დაგისვამ შემდეგი შინაარსის მქონე კითხვებს:
"ყველაზე ძალიან მომწონს/მიყვარს"
და იმ ორიდან აუცილებლად უნდა მითხრა ერთ_ერთი. კითხვაზე პასუხი "არც ერთი" არ მიიღება.

 

-ჩახუტება თუ კოცნა

ჩახუტება.

-ჭამა თუ სექსი

მე როგორც კაი მჭამელს სექსი

-სექსის მერე მოწევა თუ ძილი

ძილი

-ბანანი თუ კივი

ორი კივი და ერთი ბანანი

-წუნა თუ წრუწუნა

წრუწუნა

-დაქალთან თუ შეყვარებულთან ერთად ძილი

ძილი დაქალთან

-გველი თუ ხვლიკი

გველი რათქმაუნდა

-შემწვარი ტარაკნები საწებლით თუ თევზის წვნიანი?

ტარაკნებს ისევ თევზი ჯობია და ჯანდაბას თევზი

-შეყვარებული თუ როშენი?

ამ ეტაპზე შოკოლადს აღარ ვჭამ, ამიტომ ჯანდაბას იყოს შეყვარებული

-მაიკლ ჯექსონი თუ მარკუს მეტრეველი?

ჩემს მარკუსს ვერ ვუღალატებ.

 

კარგი, ახლა მე ჩამოგითვლი ცნობილ ადამიანებს, შენ კი რასაც გაიფიქრებ მათზე უნდა მითხრა რამდენიმე სიტყვით.

 

-პაატა თედიაშვილი

უნდა შემოვიდე ამაღამ შენში

-ლალი მოროშკინა

უსექსობა პატარა ქალაქში

-ნიკა გვარამია

გაწეწილი ქათამი

-ია ფარულავა

სიყვარული ვენახში

-ლელა წურწუმია

მეც წურწუმია რომ ვარ ეგ მახსენდება და კიდე ღამის სიჩუმე გაფანტეე

-თამო ვაშალომიძე

სილიკონი

-ნუკი კოშკელიშვილი

ფოტოების ხამი

-მაია ასათიანი

შენ თუ ახლა მიყურებ

-ზალიკო ბერგერი

კუწურიე

-ლიზა ყენია

მაგაზე რას ვფიქრობ ჯობია აქ არ დავწერო (იცინის)

 

შემდეგ ნაწილში მე გეტყვი ჩვეულებრივ სიტყვებს, შენ უცებ შეადგენ შენს ენაზე, ანუ შექმნი იგივე სიტყვას არარსებულ ენაზე და მომწერ.

 

-ჟირაფი

დემეტრე

-გველი

სისინოვაია

-წრუწუნა

ტრიტიკი

-ბავშვი

ჩოჯუკი

-ბანანი

ბაი

-სექსი

ძინ ძინ

-აივანი

სიამოვნება

-მატარებელი

სიგიჟე

-სანაპირო

ლელხინ

-ბაიკი

ვუუჰ

 

და ბოლოს, ბლიც_შეკითხვები. დაგისვამ კითხვას და დაასრულებ შენ.

 

-რომ არ ვყოფილიყავი ადამიანი ვიქნებოდი….

გველი

-ყოველთვის მინდოდა გამეფუჭებინა…

ჩემი ძმის ნივთები

-ბავშვობაში მეგონა რომ….

ფილმში რომ ვინმე კვდებოდა რეალურადაც კვდებოდა

-როდესაც მშია….

ვიღრინები

-ყველაზე მეტად მეშინია….

ჭექა_ქუხილის

-რომ არ მქონდეს ენა….

ყვავები წამიღებდნენ

-რომ ვიყო პრეზიდენტი….

ლამაზსაჯდომიანი მინისტრები მაინც გვეყოლებოდა ტვინი არცერთს არ აქვს და

-ყველაფერი რომ შემეძლოს პირველ რიგში….

სიმაღლეში გავიზრდებოდი

-რომ ვიყო შხამიანი გველი….

სამ ნანას, ორ ნინიკოს და ერთ ნასწიას ვუკბენდი

-ყველაზე მეტად ვერ ვიტან….

ხაჭოს

-რომ არ არსებობდეს ტელეფონი….

დეპეშებს გამოგიგზავნიდი

-რომ არა მწერალი.ქომი

ჩემნაირ გველს ვერ ვიპივიდი და ვიქნებოდი მარტო

 

-დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და სახალისო ინტერვიუსთვის, იმედია შენც და მკითხველებიც ისიამოვნებთ.

ხოდა ჩემო საყვარლებო და ძვირფასებო ჩემსავით არ შეცდეთ და დაქალს ინტერვიუაზე არ დათანხმდეთ არასოდეს! (იცინის)

კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 397 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
მაგარი იყო ,ლიფის ამბავზე შევწუხდი კინაღამ.სახალისო იყო .
avatar
0 Spam
2
პოზიტივი ყველგან და ყოველთვის
avatar
0 Spam
3
ძალიან კარგია. smile
avatar