"უხერხული შეკითხვები" ნათია სვანიძე
25.04.2018, 12:22
1. -გაგვეცანი და მოკლედ გვიამბე შენს შესახებ.
_არ მიცნობდეთ ვითომ რა :დ მე ვარ ნათია სვანიძე 23წლის(ჯერ) სამტრედიიდან,ამჟამად ვმუშაობ ბიბლუსში (შეგშურდეთ) მიყვარს მუსიკის მოსმენა და ბევრი სიცილ-კისკისი.
2. -გყავს თუ არა ისეთი მეგობრები, რომლებზეც ფიქრობ რომ ძალიან გაგიმართლა მათი არსებობით?
_მყავს კი. ერთ_ერთი მათ შორის შენ ხარ ამ საიტმა შენი სახით მაჩუქა ყველაზე მაგარი მეგობარი. ორი-სამი ისეთი ძმაკაც-დაქალი მყავს, რომლებთან ყოფნა მართლა გამართლებაა.
3. -შენი აზრით როგორი მეგობარი ხარ შენ?
_ყურადღებიანი ვარ თქო ვერ ვიტყვი, ხანდახან მეზარება მიწერა და მოკითხვა (იცინის) მაგრამ რჩევებს ვიძლევი იიფ :დ
4. -გყავს თუ არა ბიჭი მეგობრები?
_კი მყავს, ოთხი ცალი ბიჭი მეგობარი :დ სასტავში არიან რაა.
5. -ისეთი თუ გყოლია ვისაც შენს მიმართ გრძნობა გასჩენია ან პირიქით, შენ გიგრვნია მეგობრობაზე მეტი და მაშინვე დაგისრულებია ყველაფერი?
_სანამ მეგობრები გავხდებოდით მანამდე მომწონდა ერთი რა :დ მოტაცებასაც ვუპირებდი :დ მერე საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა და დღეს ჩემი ძმაკაცია ეს ბიჭი.
6. -ვთქვათ შენს საუკეთესო დაქალს და შენს ყოფილს შეუყვარდათ ერთმანეთი, რა რეაქცია გექნება შენ, ან შეიცვლება თუ არა შენი და შენი დაქალის ურთიერთობა?
_გამორიცხულია ეგ. ჩემი საუკეთესო დაქალი თუა არ შეიყვარებს იმ ადამიანს, ვისთანაც მე მქონდა ურთიერთობა. თუ არა და უტეხია ორივეს კისერი.
7. -ყალბი ადამიანების არსებობა შენს ცხოვრებაში, ანუ "ვითომ მეგობრები" თუ გყავს რომლებსაც სიყალბითვე პასუხობ?
_არა, მე მგონი არ მყავს ეგეთი მეგობრები.
8. -შენთვის რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი?
_ნამდვილი მეგობარია მაშინ, როცა ჭირშიც და ლხინშიც შენს გვერდით დგას, შენი არ შურს და ურთიერთობას სარგებლისთვის არ იყენებს.
9. -რაიმე კურიოზი გადაგხდენია სრულიად უცნობ მამაკაცთან?
_უი არა, არასდროს. არ მახსენდება მსგავსი არაფერი.
10. -ყოფილა შემთხვევა როცა ორი ან მეტი მამაკაცის მიმართ გაგჩენია სიმპატია?
_არ იცი ვითომ შენ ჩემი მეკაცთანეობის ამბავი, ისე მეკითხები ახლა.. როცა შეყვარებული არ მყავდა ყველა ბიჭი მომწონდა მაშინ..
11. -გინახავს შიშველი მამაკაცი სიზმარში?
_წელსზემოთ შიშველი კი, ქვემოთ არა.. მთლად მასეთი გაფუჭებულიც არ ვარ.
რა ჯობია მამაკაცის დაკუნთულ სხეულს რო ხედავ სიზმარში. იიფფ
12. -ურთიერთობაში ფორმალობა საჭიროა?
_გააჩნია რამდენ ხნიანი ურთიერთობა მაქვს ადამიანთან. მაგრამ მაინც ვთვლი რომ საჭიროა, არა იმიტო რო რას იტყვის ხალხი,არამედ იმიტომ რომ მე მინდა ასე.
13. -და შენ რატომ გინდა ასე? ანუ როცა გიყვარს ერთ ფარატინა ფურცელს რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა?
_ფარატინა ფურცელს არა. უბრალოდ მინდა ჯვრისწერის მერე მოხდეს მოსახდენი. ხელს თუ არ მოვაწერთ ეგ არაფერი.
14. -ნამდვილი სიყვარულით ერთხელ უყვარდება ადამიანს?
_არ ვიცი, შეიძლება. ადამიანს გააჩნია. მეორედ მიყვარს, მაგრამ არ ვთვლი რომ პირველი სიყვარული ნამდვილი იყო.
15. -შენი აზრით როგორი ცოლი იქნები?
_საუკეთესო ცოლი ვიქნები ვიცი, ჩემი ქმარი იამაყებს ჩემით. თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი.
16. -გოგონების უმეტესობას წინასწარ აქვთ პირველი ღამის შიში ან დაძაბულობა. შენ როგორ ხარ ამ საკითხში?
_მეც მეშინია პირველი ღამის :დ :დ  მაგრამ მე მგონი ეგეც ფსიქოლოგიური ფაქტორია. საკუთარ თავს უნდა დააჯერო რომ არაფერია საშიში და მტკივნეული და პირველი ჭირს, თორე მიდის ლიწინ-ლიწინით. (იცინის)
17. -ბოლოს როდის იყავი ყველაზე უხერხულ სიტუაციაში?
_ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ზუსტად ერთი კვირისი წინ ვიყავი. სამსახურში ვარ და ფანჯრიდან ვხედავ კაცს და ბავშვს, პარკში მიდიან. ბიძაჩემი და ბიძაშვილიშვილი მეგონა, დიდის ამბით გავექანე და ვეძახი დათო ბიძია თქო და შემრჩა ვიღაც უცხო კაცო ხელში (იცინის) შემრცხვა მარა არ შევიმჩნიე.
18. -ვინმესთან სექსზე გიოცნებია? (საყვარელი მსახიობი, პერსონაჟი და ა.შ)
_თითქმის ყველა ისტორიის პერსონაჟთან სექსზე მიოცნებია ერთ დროს (იცინის) აი ძაან ძაან მეკაცთანე რომ ვიყავი მაშინ. ამ ბოლო დროს რატომღაც სერგეი ლაზარევი და აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი მყავდა ამოჩემებული, მაგრამ გავიარე ეგ ეტაპიც :დ :დ
19. -რა არის საჭირო იმისთვის რომ ბედნიერი იყოს ადამიანი?
_ბედნიერებისთვის საჭიროა ოჯახის წევრების კარგად ყოფნა, საყვარელი ადამიანი გვერდით, ბეეევრი შოკოლადი და 1 მილიონი ლარი, ნუ იყოს ჯანდაბას დოლარი, არ ვიქნები წინააღმდეგი :დ :დ
20. -და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებოდათ?
_ჩემი რჩევაა ნუ იქნებით შურიანები და ბოღმიანები, თორემ ერთ დღეს აუცილებლად გასკდებით.. გიყვარდეთ ერთმანეთი და ნუ დამემსგავსებით მეკაცთანე ნათელას (იცინის)
პ.ს. მიყვარხარ მე შენ ჩემო ტკბილო გოგო..
მადლობა რომ ჩემი აღვირახსნილი ცხოვრება გამახსენე (იცინის)

პ.ს.ს ვისაც ჩემზე წარმოდგენა შეეცვლება ამ ინტერვიუს მერე,პაშლი კ ჩორტუ :დ
კეთილი სურვილებით ექს მეკაცთანე ნასწენკა.
კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 843 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
რა ხალისიანი საქალბატონეა. კარგად ვიცინე.
avatar
0 Spam
2
მადლობა smile მიხარია თუ გახალისდით
avatar