"უხერხული შეკითხვები" საბა სალუქვაძე
06.04.2018, 23:16

1.გაგვეცანი და მოკლედ გვიამბე შენს შესახებ.
-საბა სალუქვაძე 26 წლის. იურისტი, დამწყები ბარმენი. უსიმპატიურესი და უსექსუალურესი ახალგაზრდა და უბრალოდ კარგი ადამიანი.
2.შენი აზრით როგორი მეგობარი ხარ?
-ვდილობ ვიყო კარგი ანუ ისეთი ვისი იმედი ნებისმიერ დროს ექნებათ და ენდობიან. მგონი გამომდის კიდეც
3.გყავს თუ არა გოგო მეგობარი?
-მყავს რათქმაუნდა. ორი გოგო რომლებსაც ვეძახი ნამდვილ მეგობრებს. ერთი ჩემი რძალია მეორე კიდე შენ
4.ოდესმე აღმოგიჩენია რომ მის მიმართ იმაზე მეტს გრძნობ ვიდრე მეგობრობაა?
-არა რათქმაუნდა და არც არასდროს მოხდება ეს.
5.შენი აზრით რატომ ვერ მივედით იმ დასკვნამდე, რომ "მეგობარი ბიჭი/გოგო" შეყვარებულს არ ნიშნავს და რატომ თარგმნის ხალხის 80% ასე? ანუ რამ განაპირობა ეს და შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით?
-იმიტომ რომ ხალხს ჭორაობა უყვარს და მეგობრებზე ჭორაობა მშვენიერი თემაა. მთავარია ურთიერთობა და აქ მნიშვნელობა არ აქვს გოგოა თუ ბიჭი. თუ ერთხელ ვუწოდე გოგოს მეგობარი ამას ვაკეთებ გააზრებულად და ბოლომდე ასე მივდივართ.
6.შენი აზრით რას ნიშნავს "ნამდვილი მეგობარი"?
-ნამდვილი მეგობარი ჩემთვის არის ადამიანი ვისაც თვალდახუჭული ვენდობი და ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის უანგაროდ. ნამდვილად გამიმართლა მეგობრებში. ეს ისეთი ურთიერთობაა, სადაც არ აქვს არაფერს მნიშვნელობა გარდა იმისა სულიერად როგორ ახლოს ხართ. თუნდაც რადიკალურად განსხვავებული ხასიათები გქონდეთ. ამის მაგალითი ვართ მგონი. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ნებისმიერ დროს გვაქვს ერთმანეთის იმედი. ვცდილობთ სწორი გზა ვანახოთ ერთმანეთა და ჩემთვის ეს არის ნამდვილი მეგობრობა️
7.ოდესმე გიგრძვნია რომ შენს მეგობარს შენი შეშურდა? თუ გიგრძვნია რა გაგიკეთებია ამ დროს?
-მიგრძვნია და სულ ვგრძნობ რომ ჩემი სიმპატიურობის შურს. ეს ხუმრობით და სერიოზულად შური ჩვენგან შორსაა და რომ ვგრძნობდე მეგობრები ნამდვილად არ ვიქნებით.
8.რა გადაგხდენია ისეთი კურიოზი სრულიად უცნობ ქალთან\მამაკაცთან, რაზეც არასდროს გისაუბრია?
-მასეთი კურიოზი არ მახსენდება თუ რამე გადამხდენია ყველაფერი მითქვამს.
9.გინახავს თუ არა შიშველი ქალი სიზმარში?
-მაგის მეტს რას ვხედავ
10.რა განსხვავებაა ვნებასა და სიყვარულს შორის?
-სიყვარული ბევრად მეტია ვიდრე ვნება. ერთი ნახვით შეიძლება ვინმეს მიმართ ვნება იგრძნო და ეს ნამდვილად კარგი გრძნობაა თუმცა სიყვარული ბევრად მეტია. ვნება შეიძლება ძალიან მალე გაქრეს და სიყვარული არა. და სიყვარული სულიერი კავშირთან ერთად მოიცავს ვნებასაც.
11.როცა გიყვარს საჭიროა თუ არა ფორმალობა?
-არა რათქმაუნდა, საყვარელ ადამიანთან უნდა იყო ბოლომდე გახსნილი და თავისუფალი ყველა საკითხში
12.ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება ნამდვილი სიყვარულით?
-ეგ ინდივიდუალურია და პიროვნებაზეა დამოკიდებული. ნამდვილი სიყვარული მეორედაც მოდის და მეტჯერაც ალბათ.
13.აუცილებელია თუ არა ქალიშვილი " ჩაბარდე" ქმარს და შენი აზრით რატომ არიდებენ ადამიანები ამ საკითხთან დაკავშირებით თავისუფლებად ცხოვრებას თავს?
-არა რათქმაუნდა. როგორც კაცს ნამდვილად მესიამოვნება ის ფაქტი თუ საყვარელი ქალისთვის პირველი ვარ, მაგრამ თუნდაც არ ვიყო ეს არ განსაზღვრავს სიყვარულს და მით_უმეტეს ოჯახის შექმნას. კომპლექსების გამო მთელი პრობლემა ხალხის კომპლექსებშია. მაგრამ აქაც ორი მხარეა ზოგი ნამდვილად ფიქრობს რომ ასე უნდა იყოს და ეს მათი აზრია და მეორე ნაწილს “მეზობლები რას იტყვიან” აზრებით რომ მოძრაობენ კომპლექსები ახრჩობთ მეტი არაფერი.
14.შენი აზრით რას ნიშნავს "ჯანსაღი სექსი"?
-ჯანსაღი სექსი ჩემთვის არის როცა ბოლომდე თავისუფალი ხარ სექსში და რათქმაუნდა ორივეს სურვილოთ ხდება.
15.როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება დაქორწინების შემდეგ?
-ზუსტად ისეთი როგორიც ახლა. ისევ ასეთი გადატვირთული რეჟიმით და საყვარელი ქალით ჩემს გვერდით.  ძალიან მხიარული და საინტერესო ყოველდღიურობით. ორივე ვიქნებით ურთიერთობაში ძალიან თავისუფლები და შეწყობილები ყველანაირად და არა ის კუხნაში და მე ბიჭებთან დასალევად, ყველგან  ვიქნებით ერთად და თავისთავად ოჯახი იქნება ერთიანი და ბედნიერი.
16.რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიან(ებ)ს?
-უნდობლობას და იმედგაცრუებას
17. როგორ ახსნი იმ ფაქტს რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში პატიობენ ღალატს?
-სუსტები არიან სხვა ახსნა არ მაქვს
18.რა არის ის, რასაც ზუსტად იცი რომ არასდროს გააკეთებ?
-არასდროს გავუცრუებ იმედს ადამიანებს ვინც მენდობა და არასდროს წავალ გეი ბარში.
19.რა გაძლიერებს ყველაზე მეტად?
-პირველ რიგში ჩემი დები. ჩემი მატლი️ (საუბარია უმცროს დაზე) და საყვარელი ადამიანები გვერდით.
20.რას გამოყავხარ წყობიდან?
-ადამიანების უდარდელობას. უმიზნო ადამიანებს და დაუფიქრებლობას
21.შეიძლება ადამიანი ფულის გარეშე ბედნიერი იყოს?
-არა. არ მაქვს საუბარი მილიონებზე თუმცა ელემენტარული საარსებოს გარეშე ბედნიერი ვერ იქნები
22.როგორი ხარ რეალურად და როგორს გხედავენ სხვები?
-როგორიც ვარ ისეთს მხედავენ. ერთადერთი ხასიათიდან გამომდინარე გონიათ რომ არაფერზე ვბრაზდები.
23.გიწევს თუ არა რაღაც საკითხებში თვალთმაქცობა?
-არა
24.ბოლოს როდის იყავი ყველაზე უხერხულ სიტუაციაში?
-გოგომ სექსის მერე ძმაკაცის ნომერი რო მთხოვა. არა ახლახან როცა საჩუქარი გოგოსგან მეგონა და თურმე გეი თაყვანისმცემელი მყოლია
25.დაგსიზმრებია ისეთი რამ, რის გამოც საწოლიდან გადმოვარდნილხარ?
-ბავშვობაში კი მერე აღარ
26.როგორი ფერის საცვლებით გძინავს?
-ყველა გარდა ვარდისფერის :დდ
27.გიოცნებია ვინმესთან სექსზე? (მაგალითად საყვარელ პერსონაჟთან, მსახიობთან და ა.შ)
-კი :დდ თუ ოცნებაა ოცნება იყოს პენელოპა კრუსთან. თუმცა რეალობაში არის ადამიანი ვისთანაც მინდა თუმცა ეგ სურვილი უფროა მოკლე პერიოდში მიღწევადია.
28.სიმთვრალეში რა ჩაგიდენია ისეთი, რის გამოც დღემდე გრცხვენია?
-რა არ ჩამიდენია მაგრამ არაფრის მრცხვენია.
29.შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის რომ ადამიანი იყოს სრულფასოვნად ბედნიერი?
-საქმე რომელიც გიყვარს და შემოსავალი მოაქვს და საყვარელი ადამიანები გვერდით. და რათქმაუნდა მიზანი, რისთვისაც აკეთებ ყველაფერს.
30. და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომელიც ზუსტად იცი რომ გამოადგებათ ცხოვრებაში.
-მეტად დავუფიქრდეთ სიტყვებს.


მადლობა ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის️
კატეგორია: ჭორიკანა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
არც ისე უხერხული კითხვებია, თანამედოვე ახალგაზრდებისთვის, უხერხული და აკრძალულიც იყო ჩემს ახალგაზრდობაში.
რაც მთავარია, გინებადა უცენზურო სიტყვები არ არის, რასაც, სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით ტელესივრცეში, სადაც პატარა ბავშვებიც ისმენენ...
avatar