01.13.19
19.03.2019, 03:27
01.13.19

იყო დრო როცა, საზეიმოდ ნაკეცი კაბა
ტანზე მომჯდარი გქონდა როგორც ქარის ალერსი.
ახლა უშენოდ აწ უკვე განვლილ ქუჩებს რომ დავალ
მტკივხარ რატომღაც. მაგრამ ასეა... უნდა გამეშვი.
უნდა გამეშვი მტკივნეულად უცხო მხარეში,
რადგანაც შენი ვერცერთი ამოსუნთქვა მე ვერ ვიკმარე..
მოგწყინდა შენს ფიქრში ჩემი ცეკვა, ჩემი თარეში
მომენატრე და გიოცნებე, გაგასიზმარე.
ყოფილა ბედი, ყოფილა კარმა შემდეგ არევა .
გულის ფრიალს და ტკენას ისევ შენით ვიმშვიდებ,
ახლა ალიონს მზით დამწვარი შენი მთვარე ვარ
და აბორტი ვარ ნაკეთები შენი ! შვიდივე !
შვიდივე ლოცვა, და ათი მცნება მხრებზე სისხლივით
შემომყრია და გოლგოთასკენ ვიბრძვი მივხოხავ,
შემომანათე შენი მზერა როგორც მზისსხივი,
როგორც ცდუნება ღმერთმა შენი თავი მიბოძა.
და ხასიათი შენი ახლა უფრო მეტია...
ვიდრე ამა წლის ამინდების ხშირი ცვალება
იანვარია, სახსოვრად შენი, დღეს ცამეტია
გარდაცვალება! გარდაცვალება! გარდაცვალება!
ტკივილი, ცრემლი, ამღვრეული სახის მიმიკებს
ყოველ წამს ვიცვლი, მაგრამ საშველი არ არის არა
პასუხის გებას ღმერთი ჩემზე აგდებს, იცილებს..
და შენ კი გულის ცემას ნელ-ნელა მპარავ.
იყო დრო როცა, საზეიმოდ ნაკეცი კაბა.
ტანზე მომჯდარი გქონდა როგორც ქარის ალერსი...
ახლა უშენოდ აწ უკვე განვლილ ქუჩებს რომ დავალ
მტკივხარ რატომღაც. მაგრამ ასეა... უნდა გამეშვი.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: Googliko
ნანახია: 199 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
რა ლამაზია..❤️<3
avatar
0 Spam
2
მადლობა <3
avatar