ქარვისფერ ფოთლებში ჩაფლული
ბილიკებს გავყვები სადმე შორს,
ნიავი, ტოტებში გაბმული
მიყურებს, იღიმის საეჭვოდ.
მესმის ვიღაც აკაკუნებს, ოცნებიდან მაფხიზლებს
ვდგები ფიქრში წარმოდგენილ შემოდგომის დედოფლად,
კარებს ვაღებ, ყვითელ კაბას მიფრიალებს ქარი და
სექტემბერმა ოქროსფერი ნაბიჯები შემოდგა.
სექტემბერმა რომ შემოაღო წუხელ კარები
ხეები მასზე ჭორაობენ, მესმის შორიდან,
დაუსრულებლად იქროლებენ ალბათ ქარები
ოქროს ფოთლები ახალ ამბებს ხშირად მომიტანს.
დაგელოდები, სიჩუმეში ყოველ ღამით და
აღარ დავხუჭავ ზაფხულისგან გამომშრალ თვალებს,
მაგრამ მათკენ მოუთმენლად მივიწევ
სივრცეს მოვწყდი, ფიქრებსაც კი მოვეშვი,
ჩემი გული მათ სიყვარულს ვერ იტევს
და ვეშვები გვირილების მორევში.
ხანდახან იმდენად ცუდად ვგრძნობთ თავს , რომ ეს დაგროვილი ტანჯვა , რომელიც შინაგანად გვჭამს თუ არ გამოვუშვით ჩავიფერფლებით.
მდორე დღეებმაც ღრმად გაიდგეს უკვე ფესვები
მიედინება წამი, წუთი, რაღაც უაზროდ,
ფიქრის მორევში მთელი ძალით ისევ ვეშვები
გავუფერულდი, მოვიწყინე, აღარ უარვყოფ.
ნისლში გაეხვა ტყე, სიშიშვლით გათეთრებული
და არემარეს იდუმალი დაედო ფერი,
ცივმა, შავ_თეთრმა დეკემბერმა მოიცვა ყველა
და მთელი ძალით ცდილობს, მეც რომ ჩამავლოს ხელი.