იცი?მომენატრე ისევ ძალიან.
გავბედე ისევ მეფიქრა შენზე.
ნეტა ახლა სად ხარ...
გეძებ ყველგან ხილულად თუ უხილავად
ვიცი სად ხარ...ვერ მოვდივარ...
მეშინია შენი კოცნა და ალერსი მეშინია
თვალებზე რომ შემოგხედავ
რატომ ვერ ვაღებ კარებს თუ იცი?
გულის კარებში ჩაკეტილი ვარ
გასაღები კი ვიცი რომ შენ გაქვს
თურმე შენს გულში ჩაკეტილი ვარ
ბედნიერებავ რატომ დამშორდი
რატომ გამცვალე უბედობაზე
არავის გავუმხელ მაგრამ იცოდე
არვის ვუჩივი ჩემს ცხოვრებაზე
გაზაფხულზეც კი უშენოდ მცივა
და აღარ ვიცი მე როგორ გავთბე
არ ვტირი მაგრამ ეს გული მტკივა
მინდა ერხელაც ნაზად რომ დავტკბე
დილით ქუხილმა მე გამაღვიძა
ყოველთვის შენზე სიზმარს ვერ ვხედავ
შენ არ იფიქრო რომ არ მიყვარხარ
ეჭვ გარეშეა რომ შენც გიყვარვარ
რა ვქნა მითხარი რა გავაკეთო
ბრძოლის უნარი დაკარგული მაქვს
შუა ბრძოლაში ისე დავეცი
ვიცი ჩემს მიმართ არაფერი გაქვს
არ გავიქცევით ჩვენ ერთად არსად
არადა შენთან გეგმები მქონდა
რა ვქნა მითხარი რა გავაკეთო
ამაზე იცი არ მქონდა ცოდნა
მარტიც გავიდა აპრილი მოდის
ჩვენი აპრილი ყველას აპრილი
ის ვერძის თვეა სიყვარულია
მე ნერვებზე ვარ უკვე აჭრილი