აღარ მიყვარხარ
05.11.2018, 02:27
ვდგავარ საფლავზე იასამნებით
ვუყურებ გიშრის შავ ცარიელ ქვას
არც სურათი აქვს და არც წარწერა
თითქოს უცნობი ცხედარი ფარავს

არც უცხოვრია და არც მომკვდარა
არავინ იცის იქ ვინ წევს, ან რა,
რაღაც უცნაურ გრძნობათა ბარდნა
მიფარავს გულს და ბოლოს მომკლავს ჩქარა

ნელ-ნელა ეტყობა სურათი, წლები
ივსება ცარიელ კითხვების გრაფა
და თეთრით შავზე დაეწერება
ჩემი ცხოვრების სული და ტანჯვა

ვუყურებ,ვფიქრობ, არავინ არის,
მხოლოდ მე ვარ და ეს მიწა შავი,
ვუახლოვდები მე იმ სამარეს
სადაც არაა სიცოცხლის ნაშთი

კვლავ მიბრუნდება სიცოცხლის ფეთქვა
რაღაც მაცოცხლებს მიწასთან ახლოს,
შენდამი გრძნობის გამოელვება
აცოცხლებს სხეულს, რომელიც კვდება

თავადაც ფეთქვა მისაცემია
რადგან არა აქვს სიცოცხლის წყარო
ოდესღაც ჩემს გულში ტაძარს ჰპოვებდა
აღარ აქვს ძალა ილოცოს მარად

მე მხოლოდ ვხედავ მის მოჩვენებას,
ლანდივით უფეროს და მიუსაფარს,
მითრევს თავისკენ და მფლობს საფლავში
როგორც წლების წინ, თავშესაფარში

ვდგავარ საფლავზე იასამნებით,
ვუყურებ ქვაზე დაწერილ ამბავს,
ვკითხულობ უსულო,უგრძნობი გულით,
ზედ აწერია: "აღარ მიყვარხარ!"
კატეგორია: ლექსი | დაამატა: MissAK
ნანახია: 110 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar