"ალუდას"

10.07.2016, 19:54 | |
რა დაგიწერო, ანდა რა ვთქვა ამ ქვეყანაზე შენი არყოფნის ის ტკივილი რომ აგიღწერო, ყველა ქართველმა მოიწყინა, გლოვობს და ტირის სიტყვა არ მყოფნის, რაღა გითხრა რა დაგიწერო. რადგან სულ ყველა გიძღვნის ლექსებს, გიძღვნის ციტატებს, რაღაცით ვგავართ, ლექსის წერა მეც ხომ მიტაცებს? შენი სიცოცხლით სავსე სული ქეიფი, ლხენა, არხოტის მთების დალაშქვრა და სიმღერის მღერა. ეს ყველაფერი ენატრებათ ფანებს, მეგობრებს გულით ნამღერი “თამარა და “შავი თვალები” როგორ უყვარდი შენს მეგობრებს ძვირფასებს შენთვის ძლიერ უყვარდი, უყვარხარ და კვლავ ეყვარები. რადგან ძნელია დავიწყება იმ იდეალის დიახ, შენ რომ ხარ ამას უკვე თქმაც აღარ უნდა, მუდამ იყავი, ხარ და იქნები სულ ყველას გულში ვისაც უყვარდი და უყვარხარ ჩემო ალუდა. შენ რაც წახვედი უხმოდ მივყვებით ქუჩის ნაპირებს ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე წვიმას აპირებს, ვიღაც გამოვა წაიმღერებს “პატარა მარის” ჰგონია გბაძავს და ნამღერიატ თითქოს გვაკვირვებს. მაგრამ ვერავინ ვერ შეგედრება ვინც უნდა სცადოს შენ არც ხატი ხარ, არც უფალი, აბა ვინა ხარ? ზეცას შახედავს აპარეკა და შენ დაგლოცავს მე კი გეტყვი რომ ჩემო ალუდ, ძლიერ მიყვარხარ. | |
ნანახია: 1377 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |