“ჩემი საქართველო”

11.07.2016, 13:47 | |
ცისარტყელა, მზე და ლურჯი მთები გვირილები და ლურჯთვალა ია, მორაკრაკე ცივი წყალი მთიდან რომ იცოდეთ უხ, რა ლამაზია. ხეები და მდელოები მწვანე და კლდეებში ამოაული ია, ამწვანებულ მდელოებზე ირგვლივ ნაირფერი ნაზი ყვავილია. მდელოები, მწვერვალები, მთები ბუნებაში ჩაქსოვილი ტბები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ვტკბები საქართველოს სილამაზით ვთვრები. რომ ვუყურებ ალავერდს და შატბერდს სვეტიცხოველს, გერგეტსა და ყინწვისს, მე ძარღვებში სისხლი მიდუღს ხალხნო ამ ყველაფრის სიყვარულით ვიწვი. ვერაფერი შეედრება სოფელს ბავშვის თამაშს, სიხარულით ‘ფრენას’, უსმენ მერცხლის გალობას და ჭიკჭიკს და ბულბულის ნაზ, საამურ სტვენას. ზღვა ლივლივებს და ბობოქრობს ტალღა სადღა ნახავ ამ სამოთხეს, სადღა!? ვარდის სათნო კუკურების გაშლა ძნელი არის გონებიდან წაშლა. დეკემბერში მობრძანება ზამთრის თოვლის მოსვლა, გახარება ბავშვის, ამ ყველაფრის დავიწყება არ ღირს ამ ქვეყანას, ყველა რომ შეჰნატრის. მშვენიერი მარგალიტი, ლალი ეს ქვეყანა მუდამ სასახელო, ეს ხომ ჩვენი სამშობლოა ხალსნო? ჩვენი ლაღი, ტურფა საქართველო. | |
ნანახია: 1320 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |