"და სუსხიანი დეკემბერიც დადგება მალე"
30.11.2018, 17:55
ნოემბერია,
თუმცა არ ჰგავს შემოდგომის თვეს
გარეთ ხეებიც სხვანაირი მეჩვენა დილით,
თითქოს სციოდათ და სხეულზე იხვევდნენ თითებს
ოქროს ფოთლებიც არსად სჩანდა,
აღარც მზის სხივი.
ცივი ნიავი უხალისოდ დაქროდა დღესაც
ჩაშავებული ღრუბელი კი მიმზერდა მკაცრად,
ოქროს ფოთლებიც ხუნდებოდნენ,
იცვლიდნენ ფერს და...
აღარც ბილიკებს ეგებოდნენ მოქარგულ საბნად.
ცივმა ზამთარმა შავ_თეთრ ფერად შემოანათა
ეს ჩემი სულის სეზონი კი დახუჭავს თვალებს,
მზე ოქროსფერი შემოდგომის დარდებს გადაყვა
და სუსხიანი დეკემბერიც დადგება მალე.
(ჟანნეტ ბოგვერაძე)
/30.11.2018/
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 71 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar