დარაბებს მიღმა შემოდგომის სურნელი დადგა
02.09.2020, 13:12
"დარაბებს მიღმა შემოდგომის სურნელი დადგა"

ქარები ქრიან, არ აძლევენ ფოთლებს გასაქანს
დღეს უჩვეულო სიხარულით დაიწყო დილა,
ღრუბლის კიდეში მცხუნვარე მზე თითქმის აღარ ჩანს
ვგრძნობ რომ ამინდი სულში იდებს დღეიდან ბინას.
მწვანე ტყე უკვე იმოსება ოქროსფერ კაბით
სულში ფოთლები მელოდიად იწყებენ ცვენას,
მე ყვითელ დღიურს შევინახავ დღეიდან თავთით
სულის სეზონზე ახალ ამბებს ვუამბობ ყველას.
სექტემბერმა რომ შემოაღო წუხელ კარები
ხეები მასზე ჭორაობენ, მესმის შორიდან,
დაუსრულებლად იქროლებენ ალბათ ქარები
ოქროს ფოთლები ახალ ამბებს ხშირად მომიტანს.
მომიტანს სევდას, სიხალისეს, ყველაფერს ერთად
გრძნობებს ამირევს, ამიშლის და სადღაც ჩამკარგავს,
წვიმის წვეთები გააბამენ საუბარს ჩემთან
ფოთოლთა ცვენა უხალისო დღეებს გაფანტავს.
გუშინ დაუშვა საბოლოოდ ფარდა ზაფხულმა
მოლურჯო ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები გაჩნდა,
ნიავი ხეებს ფოთლებს ჰპარავს, ყველა გაქურდა
დარაბებს მიღმა შემოდგომის სურნელი დადგა.
01.09.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 248 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar