დეკემბერი
05.05.2022, 16:28
ვხედავ სამოსს როგორ იხდის შემოდგომა
ქარმა ურცხვად გააშიშვლა ხეთა ჯარი,
აკივლებულ ტოტებს ცრემლი მოერია
და ფოთლების წვიმას ვუცქერ ჩემი თვალით.

ვზივარ ფურცლის ნაგლეჯით და კალმით ხელში
ბუხრის ალი გაშიშვლებულ ფიქრებს მიწვავს,
მონატრებულს შემომხვია ხელი მუზამ
წერის მძაფრი სურვილები სუნთქვას მიკრავს.

თითქოს თავში ყველაფერი ამერია
ვერ ვალაგებ შემოწოლილ თავხედ აზრებს,
მინდა ფურცელს დავაქარგო ყველა სიტყვა
თორემ გული ვეღარ უძლებს უკვე ამდენს.

მერამდენე ფინჯან ჩაის ვიდგამ გვერდით
აღარც მახსოვს, სათვალავი აირია,
სტუმრად მოსულ მუზას თავზე ვევლები და
უძილობით კალამიც კი დაილია.

მთელი ღამე დაუღლელად გადამქონდა
მოწოლილი სტრიქონები ნაქარგებად,
ქარი ისევ იპარავდა ოქროს ფოთლებს
ბობოქრობდა, ზეიმობდა გამარჯვებას.

მაგრამ, დილით ყველაფერი სადღაც გაქრა
შემოდგომაც, ქარიც, მუზაც დაკარგულა,
თუმცა მორცხვად გაშიშვლებულ ხის ტოტებში
დეკემბერი უსირცხვილოდ ახლართულა.

(ჟანნეტ ბოგვერაძე)
23.12.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 21 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar