გამოძახილი
26.11.2018, 01:46
მე არ მიყვარს ბანალური ბალეტი,
ერთფეროვნებისთვის არის ტვალეტი
მივეჩვიე ხალხის "გონიერებას"
ვინც ვერ ირგებს ყველა მშვენიერებას

ბევრი არის ჩემში სიგიჟეები
მე მიზიდავს ხშირი სიფსიხეები
ჩემი გონი მოგზაურობს დროში
მე ვიყავი ყველა ძლიერს ომში

მე მოვიგე ბასიანი დიდგორი
წითლად ვღებე მე კრწანისის მინდორი
ჩემი სისხლიც ურევია ყაყაჩოს
და მე ვიბრძვი რომ ვერავინ დამჯაბნოს
კატეგორია: ლექსი | დაამატა: irakli
ნანახია: 36 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar