გავიქცეთ (ვერლიბრი) მხოლოდ მე და შენ !
28.03.2019, 14:44
გავიქცეთ

თუ ახლა ამინდს დავარქმევ მიზეზს ხასიათისას
მაშინ გავაქროთ დედამიწა .
გავაქროთ დედამიწა და თუ გინდა გავიხიზნოთ იქ ....
სადაც ადრე ომის დროს იხიზნებოდნენ ხოლმე .
თუ გინდა ბავშვიც თან წავიყვანოთ ,
ან მხოლოდ მე და შენ . მხოლოდ მე და შენ .
იქიდან კი აღარ დავბრუნდეთ ,
შევაფურთხოთ ყველაფერს რაც ღირებულია ,
დავივიწყოთ სიამაყე და ყველა ღირებულება რაც გაგვაჩნია .
და მხოლოდ მე და შენ . მხოლოდ მე და შენ .
დავივიწყოთ ყველაფერი ძვირფასი ,
გავიხადოთ ტანისამოსი და ველურებივით ვიცხოვროთ .
ველურებივით . ისე როგორც ველურები .
მხოლოდ მე და შენ . მხოლოდ მე და შენ .
დავკავდეთ გიჟური და არა ამქყვეყნიური სექსით
ხეებზე და კუნძებზე , ცხოველების თვალწინ .
ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს !
იმდენ ხანს ვიყოთ ჩუმად , იმდენ ხანს ვდუმდეთ ,
რომ ლაპარაკი დაგვავიწყდეს .
გავქრეთ იმ დედამიწიდან რომელსაც გავაქრობთ .
დავწვათ ყველა ფოტოსურათი , გაქრობამდე . ყველა მოგონება
გავაყოლოთ ონკანში მოშვებულ წყალს
წავშალოთ ყველაფერი ჩვენი მეხსიერებიდან .
და დავიტოვოთ შენ მე , მე შენ .
ზოგჯერ მდინარეში დაჭერილ თევზსაც შევექციოთ ხოლმე ,
წვიმაში ვირბინოთ , მწვანე ბუნებით დავტკბეთ ,
და არ შევეწინააღმდეგოთ ბუნების ძალას და კანონებს .
არ გვინდა არავინ . ისევ ისე ,
მე და შენ , მხოლოდ მე და შენ .
ვხედავდეთ მხოლოდ ერთმანეთის სახეებს .
მხოლოდ მე და შენ . ისევ მე და შენ !
კატეგორია: ლექსი | დაამატა: Googliko
ნანახია: 61 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar