გავუფერულდი
02.02.2020, 21:30
დღეს იდუმალმა თებერვალმა გაშალა ფრთები
მის სიმკაცრეს და სიშავთეთრეს არ აქვს საზღვარი,
ისე ჩაგვავლო ხელი, თითქოს ყველანი ვკვდებით
მზეც ვეღარ გვათბობს, სხივები აქვს სადღაც გამქრალი.
მოსაწყენი და უფერული გათენდა დილა
მიედინება წამი, წუთი, თითქოს უაზროდ,
მინებზე ელვის სისწრაფით რომ ეცემა წვიმა
მეც გავ-შავ_თეთრდი, მოვიწყინე, აღარ უარვყოფ.
ჩემმა მუზებმაც უცაბედად იცვალეს ფერი
და უხალისოდ მხვევენ მხრებზე გაყინულ ხელებს,
დღეებს ვითვლი და გაზაფხულის დადგომას ველი
ფერად ყვავილებს, აყვავებულ ალუბლის ხეებს.
მდორე დღეებმაც ღრმად გაიდგეს უკვე ფესვები
მიედინება წამი, წუთი, რაღაც უაზროდ,
ფიქრის მორევში უსასრულოდ ისევ ვეშვები
გავუფერულდი, მოვიწყინე, აღარ უარვყოფ.
/ჟანნეტ ბოგვერაძე/
02.02.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 162 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar