ღამით გრძნობები მე შემომაწვა
21.02.2018, 03:54
ღამით გრძნობები მე შემომაწვა
და ეს ფიქრები თავს არ მანებებს
ამ მოზღვავებას უკვე ვეღარ ვგრძნობ
არ ეშველება რაღაც მავნებლებს

არადა მინდა რომ მათ ეშველოს
ეს ჩვენი გრძნობა მავნებელია
ჩვენ ორივე ვგრძნობთ ამ მოზღვავებას
ჩვენი გულები ერთურთს ელიან

მაგრამ ვაი რომ სულ არ ელიან
თუმცა მე ველი და მენატრება
სულმოუთმელად ველი მის ნახვას
ალბათ მუდმივად ის მეყვარება
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 575 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar