გული ტანჯვაში შენ გაატარე
10.03.2018, 04:03
ისევ ქრის ქარი ფანჯრების უკან
თითქოს ოთახში შემოსვლა უნდა
ოდესღაც გულში შემომეპარე
გული ტანჯვაში შენ გადაატარე

ოდესღაც გულში შენ შემოხვედი
როცა კარები მე ღია დამრჩა და ძლივს გაგაგდე ჩემი გულიდან
გულს ზიზღის მეტი სხვა რამ არ დარჩა

ესაც შენივე შენი ბრალია
მე რომ შენ ახლა კვლავ მეზიზღები
შენი დანახვა მე აღარ მინდა
მე საკმარისად სულ ვიტანჯები
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 561 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar