გვირილების მორევი
01.05.2020, 21:35
გვირილების სამყაროსკენ მივიწევ
ცელქი სიო ჩემს კაბაზე თამაშობს,
აპრილის თვე იწყებს დათვლას დღეების,
მაგრამ მაინც უდარდელად ნავარდობს.
მზე ღრუბლებში აღარ იწყებს დამალვას
დღეს ბოლომდე აეხილა თვალები,
სულში უხვად ჩამეღვარა სითბო და
დავიჭირე ბედნიერი წამები.
მივუყვები ბილიკს მწვანე მინდორში
ფილტვებს ვივსებ გაზაფხულის სურნელით,
მდელოებზე ნაქარგებად მხვდებიან
ნაირფერი ყვავილები ულევი.
მაგრამ მათკენ მოუთმენლად მივიწევ
სივრცეს მოვწყდი, ფიქრებსაც კი მოვეშვი,
ჩემი გული მათ სიყვარულს ვერ იტევს
და ვეშვები გვირილების მორევში.
29.04.2020
/ჟანნეტ ბოგვერაძე/
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 165 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar