იდუმალი თებერვალი
05.05.2022, 16:23
დღეს იდუმალმა თებერვალმა ფრთები გაშალა
მის სიმკაცრეს და სიშავთეთრეს არ აქვს საზღვარი,
ხელი ჩაგვავლო, ამოსუნთქვაც აღარ გვაცალა
მზეც ვეღარ გვათბობს, სხივები აქვს სადღაც გამქრალი.

მოსაწყენი და უფერული დილა გათენდა
მიედინება წამი, წუთი, თითქოს უაზროდ
თოვლის სტუმრობით არემარე სულ გადაფერდა
მეც გავ-შავ-თეთრდი, მოვიწყინე აღარ უარვყოფ.

ჩემმა მუზებმაც უცაბედად იცვალეს ფერი
მზით გულგამთბარი ამ სიცივეს ვეღარ ვეჩვევი,
ავფორიაქდი, თითქოს რაღაც სიახლეს ველი
ფიქრის მორევში უსასრულოდ ისევ ვეშვები.

დღეებს ვითვლი და ველოდები დადგომას მარტის
ფერად ყვავილებს, აყვავებულ ალუბლის ხეებს,
სურნელი მათრობს თოვლთან მებრძოლ მთრთოლვარე ვარდის
ვიცი, სულ მალე გაზაფხული შემომხვევს ხელებს.

-ჟანნეტ ბოგვერაძე
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 18 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar