ისევ შევხვდებით
05.12.2017, 00:49
კიდევ შევხვდებით
გულში ფიქრებით
კიდევ შევხვდებით
როდის მიხვდებით

კიდევ შევხვდებით
ხალხში,უცხო სახლში
გზაში თუ ნავში
ხიბლში თუ დარდში
ეკალში თუ ვარდში
კიდევ შევხვდებით
გპირდებით

შევხვდებით გარეთ
ნაწვიმარ ქუჩას
ჩემს ფიქრებს ისევ
ბოლო არ უჩანს

შევხვდებით ისევ
წარსულს,გაძარცვულს
ჩემგან ფიქრებსაც
უკვე წასვლა სურთ

მე კი ცხოვრებას განვაგრძობ ისევ
ისეთ შეკითხვებს ისევ დაგისმევ
პასუხი რაზეც არასდროს არ გაქვს
და მაინც მოგისმენ...როცა შევხვდებით
კატეგორია: ლექსი | დაამატა: i_eteria
ნანახია: 910 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar