ჯერ დამკარგე და ახლა მაფასებ
03.03.2018, 14:13
ჯერ დამკარგე და ახლა მაფასებ?
რატომაც იცი უკუღმართი ხარ
შენ არ კი იცი რა შემიძლია
მე ვერ გპოულობ ნეტავ სადა ხარ

დაველოდები როდის ჩამოხვალ
გასამწარებლად ესეც მეყოფა
უკვე ისე ვარ გაბრაზებული
მე ხომ შემგან ვარ გამწარებული

ხელსაც ვერავინ ვეღარ შემიშლის
აბა გაბედონ ჩემთვის რამის თქმა
მაშინვე ვიტყვი მწარე სიმართლეს
შენ მაიძულე ასე რომ რა ვქნა

მერე ქვა ქვაზე აღარ დარჩება
მე ყველას თვალწინ სხვას დავამცირებ
თქვენ დარწმუნდებით ჩემს სიმარლეში
და იმით იმ ყველას გავანადგურებ

დღეს მე შენს გამო ვიქცევი ასე
შენს გამო ყველას ბოლოს მოვუღებ
შენი ბრალია დღეს ჩემი რისხვა
საფასურს შენსაც მაინც მიიღებ
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 622 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar