Manchester by the sea
27.03.2019, 19:59
Manchester By the sea

დავდივარ გვამი, უჰაეროდ სუნთქავს ფილტვები.
გადარჩენილი მხოლოდ სიჩუმის ნაფლეთებია ...
სარკის წინ ვდგავარ სანთლით ხელში, ცოდვით ვიწვები.
კედლებზე ბზარი ჩემი მუშტის ნახეთქებია .

სულ-გამძვრალი ვარ, დინებაში ვპოვებ დასასრულს ...
ფსკერზე დარგული უგზოუკვლოდ ჩემი გვამია
და თუ შენ ნახავ, ამ სივრცის კედლებს, ფრჩხილით დაკაწრულს,
აქ მე ვიყავი ! აქ არვის არ გაუხარია !

სიჩუმით ვბორგავ, ჩემს კუბოში ვახურებ ბუხარს.
ვეპატიჟები საჭორაოდ ნაცნობ გამვლელებს ...
თუ ჩემი ყოფნით დაღლილი ხარ, რაღატო სწუხარ ?!
თავს როცა ვიკლავ, ბრმა ცრემლებით რატომ მაჩერებ ?!

ჩემი სხეული აღარ გლოვობს გარდაცვლილ შვილებს,
თუ დამწვარ სახლში მათი გული ხელით ვაგროვე,
დამაქვს, ვატარებ საფლავებზე დაკრეფილ იებს
ზამთარში, ქარში, ვუვარდები ფეხქვეშ ვაგონებს .

გაცვეთილ მაყყუჟს ვტირივარ და სისხლში ვისვრები,
თან გადაკეცილ საყელოსთან ძაღვები სკდება ...
რევოლვერს ვიშვერ ტვინისაკენ, მგონი ვიშლები
ჩემი სხეული სანთელივით ღვენთავს და დნება.

სამოთხე ? ჯოჯოხეთს მივაშურო ალბათ, ჯობია !
რომ დემონების ლუკმად ვიქცე, დავიწვა ცეცხლში.
იქნებ ტყუილი მცდელობა ესეც, ჰობია
ან რეფლექსებად გამჯდარია, რა ვუყო ?! ვერ ვშლი.

სკამიდან ზემოთ, მაყუჟიდან იატაკისკენ !
დაკიდებული კრიჭა შემკვრალს ქალაქი მხედავს ...
თეთრი კოსწიუმით, ხელდახელ რომ მივასადგისე
სასაცილო ვარ. გაწვიმდა, ვტირი, სამყაროს ვჭექავ.

თუ კი სამყარომ მიმიღო და ზურგი მაქცია,
მე გარიყულმა შევიწირე ბევრის სიცოცხლე !
ახლა ვკიდივარ, შავის ნაცვლად თეთრი მაცვია,
მაშინ როდესაც ჩემთვის ამაოდ ბევრი ილოცე !
კატეგორია: ლექსი | დაამატა: Googliko
ნანახია: 197 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar