„მე წერა მინდა!...“
25.10.2018, 18:37
დამადგით თავზე ადემა!..
თავზე დამადგით ეგ ბზები,
მინდა მე ამით ვიხილო
საითკენ მიდის ეს გზები,

ო, ტემპი, ტემპი ჩქარია!
ისევ მინდება ლექსები,
ეს უაზროა რუტინი,
თუმცა მას მაინც ვეძლევი

ახლა დაღამდა, ჯანდაბა!
თუმცა ვისთვის ვწერ არ ვიცი,
ყოველთვის ისე არარად.
მე ვიღაცისთვის დავიცდი.

ალბათ, კვლავ ქარებს გაყჰყვება,
ჩემია ანგელოზია..
გამრთლდა ბოროტი ფიქრები
ცხოვრება სიზმარ მგონია

გაიგე რამე, რაც ნახე?
თავზე რად მადგა ადემა?
ეს ბზებიც უკვე გამხმარი
კვლა საკამათო გახდება..

არ ვარ ნერონი! არა ვარ!
არც დიო ვარ კლიტიანე!
არა ვარ მე ეს გოეთე,
არც დიდი იუსტინიანე!

და წერენ ჩემზე? დაწერონ!
მე მაინც ლექსებს მივყვები
და მე მაშინ გავჩერდები,
როცა მომკლავენ რითმები!

ო! ტემპი, ტემპი, ჩქარია!
თვალებს ჩანს მხოლო ასონი,
ხალხი გარეთ არ დადიან,
ჩემი ლექსის ვარ აზონი!

არ მინდა, შენი დიდება
არც შენსა ძეგლად რო ვიყო
არ მინდა, რადგან მისმინე
არ მინდა, ეს დაივიწყო:

ვინც წერდა იგი ყოველი
ახლა იცოდე მკვდარია!
და მისი ხელნაწერები
ახლა სიტყვებად არიან..

არა, ვარ მე შენაირი!
არ ვარ მე შენი პოეტი!
ვინც შენ ლექსებს წაგიკითხავს
როს გამოჩნდება მომენტი

მომხსენ თავიდან გვირგინი
არ მინდა თქვენი დიდება..
ეს ბზებიც ეკლად გადიქცა
რომ წყეულია დიდება.!

ო, ტემპი, ტემპი.. ნელია..
და წერა აღარ მინდება..
და ეს მტევნები ყინულნი
უკვე წერაზე ფიქრდება

-წავიდეთ, არა არ გინდა..
-შეწუხდა უკვე სულ-გული
ახლა მე ისე ვიგრძენი
უკვდავი ძილისპირული!

- არა, მე სიცოხლე მინდა!...
მე წერა მინდა..
მე მაინც მინდა..
პოეზია მინდა...
წერა, მხოლოდ წერა. მინდა!
ოღონდ ადემის გარეშე!...
ოღონდ ამ ბზების გარეშე!...
მინდა, მე წერა მინდა!.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: gutani
ნანახია: 188 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar