“მეგობრობა”
10.07.2016, 20:00
ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში
სანთლები ამინთია,
დამილოცნია ის გრძნობა
მეგობრობა რომ ჰქვია.
მე მეგობარი ბევრი მყოლია
კიდევ ბევრი მყავს ახლაც,
ოღონდ თუ გიყვარს და თუ გულში გყავს
უნდა უყვარდე მასაც.
მეგობარს ვერვინ ვერ შეედრება
ძლიერ სიყვარულს შენს მიმართ რომ აქვს,
ჩემთვის მეგობრებს ჩემო კარგებო
სიხარული და ხალისი მოაქვს.
გვერდით მიდგანან და მამხნევებენ
სულ არ მაძლევენ მოწყენის ნებას,
როცა ცუდად ვარ და რამე მიჭირს
მე მათ ვუამბობ და ვიგრძნობ შვებას.
ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში
და ამინთია სანთელი,
ღმერთთანაც მისაუბრია
და გამინდია სათქმელი.
მე შევადარე მეგობრებს
ტაძრის ნათელი სანთელი,
ხოლო მე ვინც მემტერება
ის არის თოვლის ფანტელი.
მერე რა მოხდა თუ იცით?
წამებში გაქრა ფანტელი,
ტაძარში ისევდაისევ
ენთო ის წმინდა სანთელი.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1744 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar