მოგზაურობა
04.12.2018, 02:08
მე ვგონებ ვნახე დროება
ურწმუნოთ სარწმუნოება
ეს რომ დავწერო პოეტმა
მჭირდება განმარტოება

რა ვნახე ან რა გავიგე
მე რო ვიყავი გასული
თითქოს ფირზეა ასხმული
ჩემი მთლიანი წარსული

ვფიქრობ და მაინც ვერ ვაზრობ
რატომ არ ვუსმენთ უფალს
პირველ რიგში ხო შენთავს
უწოდებ თავის-უფალს

საღამოს იმაზე ფიქრობ
რას შეცვლი კარგით დილით
დილით იმ აზრზე იღვიძებ
სად გამოთვრები ღვინით

ან შეიძლება მუშაობ
და რუტინაში ცხოვრობ
მაინც ყველაფერს ჯობია
როცა შენისთვის ომობ

იბრძვი და არ გაჩერდები
იცი ცხოვრება ომია
მოკვდები თუ დაბერდები
ყოველი დილის ფონია
კატეგორია: ლექსი | დაამატა: irakli
ნანახია: 28 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar