მცივა
30.03.2018, 19:05
გაზაფხულზეც კი უშენოდ მცივა
და აღარ ვიცი მე როგორ გავთბე
არ ვტირი მაგრამ ეს გული მტკივა
მინდა ერთხელაც ნაზად რომ დავტკბე

მაგრამ მე ვიცი არ მიწერიხარ
მე ბედში ალბათ სხვა მიწერია
ფეხის ნაბიჯებს ისე მივათრევ
ალბათ ის სხვის გულს გამოერია

ჩვენ ვერ ვიქცევით მთლიან არსებად
ვერ ვიკარგებით ჩვენ ერთმანეთში
ამ საშუალებას თვითონ არ მაძლევ
ნუღარ გეშლები გთხოვ მე იმ ერთში
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 547 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar