ნეტა ახლა სად ხარ
01.04.2018, 12:22
ნეტა ახლა სად ხარ...
გეძებ ყველგან ხილულად თუ უხილავად
ვიცი სად ხარ...ვერ მოვდივარ...
მეშინია შენი კოცნა და ალერსი მეშინია
თვალებზე რომ შემოგხედავ
იქ ხომ ჩემი ტკივილია...ცრემლებად რომ დაგდენია
როგორ გითხრა, რომ მიყვარხარ და უშენოდ აღარ შემიძლია...
ახლა ერთი ჩამახუტა, შენს მკლავებში მომაწყვდია
მერე თუნდაც მივაბარო სული უფალს არ დავეძებ
ოღონდ ის წამები ნაწამები კიდევ ერთხელ გამახსენა
შენთან ვიყო არ დავეძებ თუნდ დამენგრეს ყველა მცნება
და გადამცენ ანათემას მომეხუროს ყველა კარი და შემიწყდეს ყველა სუნთქვა
მზე რომ მექცეს თუნდაც მთვარედ მირჩევნია ოღონდ შენთან მამყოფინა
შენს ტუჩებზე დამაძინა არ დავეძებ აღარ ვუცდი ჩამავალ მზეს
ოღონდ ისევ შენს მკლავებში დამაბრუნა
თუნდაც წამით... მე ამ წამებს ვანაცვალებ მთელ სიცოცხლეს,
ყველა წამის ამოსუნთქვას
მენატრები სიგიჟემდე მენატრები დამენახე თუნდაც წამით შენს ნატერფალს დავკოცნიდი
ერთმანეთთან ახლოსა ვართ ერთმანეთში თითქოს ჩავრჩით
მაგრამ შორს ვართ ტკივილებით, ღალატით და მიტოვებით
თუნდ სულებით ერთადავართ ვერ შევძელით ვერაფერი
მე დავდივარ უგზოუკვლოდ და ხსნა ვერსად ვეღარ ვპოვე
მხოლოდ ერთხელ დამაბრუნა შენს მკლავებში
და იმ წამსვე სიცოცხლეში გაგიცვლიდი უკანასკნელ ამოსუნთქვას
კატეგორია: ლექსი | დაამატა: bedianidze35
ნანახია: 579 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar