ნიავი იღიმის საეჭვოდ
08.09.2020, 13:43
ოქროსფერ ფოთლების წვიმაა
ხეები წყალობას ქარებს სთხოვს,
ბილიკზე სირბილით მიმავალს
ნიავი მომყვება საეჭვოდ.
ვიმოსავ ფოთლების კაბას და
გაცრეცილ ხეივანს მივყვები,
ამინდი სულ გამითამამდა
შეყარა სევდისფერ ნისლები.
ღრუბელმაც იქურდა დღეს დილით
მზეს შემოაძარცვა სხივები,
სამყაროს სცივა და ვერ ტირის
დღეებსაც ასტკივდათ ფილტვები.
ხეს, როგორც ბავშვობის მეგობარს
უთქმელად ჩაესმის სიტყვები,
ოქროსფერ დღეების ნატვრაში
უმწეოდ წრიალებს ფიქრები.
ქარვისფერ ფოთლებში ჩაფლული
ბილიკებს გავყვები სადმე შორს,
ნიავი, ტოტებში გაბმული
მიყურებს, იღიმის საეჭვოდ.
08.09.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 110 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar