"ნოემბრის თვეც მიილევა მალე"
30.11.2018, 17:47
 ნოემბრის თვეც მიილევა მალე
და სიშიშვლეც შეეპარა ხეებს,
ოქროსფერი არემარეც კარგავს
შემოდგომის მზის სხივებს და ფერებს.
არც დილაა უწინდელად ლაღი
ფოთლებიც კი აღარ სცვივა ხიდან,
გარეთ ცივა, სულს მიყინავს წვიმა
თოვლიც მოსჩანს შორეული მთიდან.
თვალს ვადევნებ უღიმღამო დღეებს
ყველა ფერი უფერული გახდა,
ვეღარ ვხედავ წითელ_ყვითელ ფოთლებს
მიმოფანტულს ჩემი სახლის კართან.
ჩემს სულს ძლიერ ენატრება უკვე
შემოდგომის მოოქროსფრო ფერი,
ჯერ ბოლომდე არც წასულა,
მე კი ისევ ისე მოუთმენლად ველი.
(ჟანნეტ ბოგვერაძე)
/29.11.2018/
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 99 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მშვენიერი ლექსია,როგორც ყოველთვის....
avatar