ოქროს მეფე
07.03.2020, 14:06
საქართველოს ოდითგანვე
ყავდი როგორც ოქროს ვარდი,
შენ თამარი გერქვა, მეფევ,
და იყავი ჩვენი განძი.

პირველ ათ წელს მშფოთვარე და
სულმხუთავი იყო ჟამი,
როცა ტახტზე აგიყვანეს ,
გამოდექი ქვეყნის ფარი.

თამარ მეფე გვიცავს ჩვენო!
-იძახოდა გლეხი კაცი,
მისი მზერით მტერი თრთოდა ,
ეცემოდა შიშის ზარი.

შენ მეფე ხარ , მე ცოდვილი,
როგორ ბედავს ლექსი წეროს!
მაგრამ ძლიერ აკლიხარ
და ენატრები საქართველოს!

მაშინ , როცა ბასიანის მებრძოლთ
თავად მოუძღვოდი,
ფეხშიშველი , ჯვარით ხელში,
მათ ბრძოლისკენ მოუხმობდი.

გაიმარჯვეს , ბასიანის ბრძოლა
იყო სასახელო, მტერის დროშა
ხელში ვიგდეთ ,
ვასახელეთ საქართველო.

შენ მეფე ხარ , ოქროს მეფე,
მე უბრალო პოეტი ვარ ,
რა უნდა ვთქვა მე ისეთი,
რომ აღვწერო როგორიც ხარ.

შენ დროს ოქროს ხანა იდგა,
ამიტომაც გახდი წმინდა!
მე რომ დიდი გავიზრდები ,
შენი მსგავსი ვიყო მინდა!

რადგან მზე ხარ სამშობლოსი!
უშენობა გახდა გლოვა ,
საქართველოს ენატრება
შენი ომი! შენი ბრძოლა!

ვარძია რომ სამოთხეა ,
მეთანხმება მთელი ერი!
ეს თამარის სამოთხეა ,
აქ აიდგა მანვე ფეხი!

1210 წელს მეფევ!
შენი წასვლით წუხდა ერი ,
საქართველოს ამ ჟამს ქონდა ,
უმძიმესი , რთული წელი.

მაგრამ მჯერა , როგორც ჩვენს გულს,
ახლა ასე ენატრები ,
სხვა მომავალ თაობებსაც,
ასე ძლიერ ეყვარები,

რადგან სიკვდილს არ აქვს ძალა,
დაგვავიწყოს წვლილი შენი ,
შენ მეფე ხარ ! ოქროს მეფე!
საქართველოს თამარ-ბრძენი!

(9სთ/14თებერვალი/2020წ/16წლის)
კატეგორია: ლექსი | დაამატა: lizi_utiashvili
ნანახია: 39 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar