ფიქრები
25.11.2018, 02:06
როცა არ იცი ვინ გიყვარს ვინ გძულს,
და ცდილობ მარად ამის გარკვევას,
ხელსაც ვერ კიდებ ვერაფერს ბინძურს
და შენს თავში გრძნობ გრძნობის მატებას.

არ აკვირდები ვინ გიდგას გვერდში
ნდობაც აღარ გაქ არავის მიმართ
ფიქრს იწყებ უკვე შენს მეგობრებში
შენი ეგო გყავს პრეროგატივად

აღარ ენდობი არც საკუთარ თავს
რადგანაც ყველა ოდესღაც ცდება
მაგრამ ცხოვრებას დროება მართავს
და იმედიც ხომ სულ ბოლოს კვდება

მე ნუ ამყვები მე სიგიჟე ვარ
და ვეუფლები ყველა ნაციას
ხალხიც ვეღარ მცნობს და არ ვუნდივარ
მიმამსგავსებენ მახინჯ მაქციას

ამ სტროფს არ ავხსნი რჩება უხსნელი
რადგანაც წინას აუბა მხარი
წინა სტროფიც ხომ დამაბნეველი
ჩემთვის არა და შენთვის კი არი
კატეგორია: ლექსი | დაამატა: irakli
ნანახია: 32 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar